დღე XXII

დღეს ძალიან , ძალიან მშვიდი დღე იყო თიდანში. მხოლოდ მე ვიყავი, უფრო სწორად მე, ქალბატონი თინათინი და დილის გადაცემები ტელევიზორში.

ფაქტიურად ჩემი იყო ბურთიცა და მოედანიც. შუა სარკეში ვიყავი გამოჭიმული და ვტკბებოდი საკუთარი მოძრაობებით.

ვერაფერს იტყვი, სარკესთან ვარჯიში ფარიკაობის დროიდან ძალიან მიყვარს, სულ სხვა ეფექტი აქვს საკუთარი თავის ყურებას (ნარცისიზმის შეტევები მაქვს ხოლმე).

ვარჯიშის განმავლობაში ქალბატონი თინათინისგან საინტერესო და ძალიან გამოსადეგარ რჩევებს ვისმენდი ♥

ერთ–ერთი ასეთი რჩევაა, რომ კვირაში ერთხელ განტვირთვის დღე ძალიან მნიშვნელოვანია, ორგანიზმი ისვენებს და იწმინდება.

ასევე, თურმე C ვიტამინი ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმისათვის კარგია, ამ ვიტამინს კი დიდი რაოდენობით შეიცავს კივი და ლიმონი, თუმცა მათი ჭარბი გამოყენება ყველასთვის არაა მიზანშეწონილი და ეს დამოკიდებულია ორგანიზმზე.

ნარცისიზმი ♥

დღე XXIII

აუ, თქვენ არ იცით რა სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც გასახდელში ახალ შემოსული ადამიანი გესალმება და გეუბნება, რომ მან შენი სტატიები წაიკითხა და ამის შემდეგ გადაწყვიტა რაღაცის გაკეთება. იმ დღეს ფაქტიურად დავფრინავ, დავფარფატებ და ვსხივოსნდები ♥

ხალხი

დღევანდელი ვარჯიში მდარედ წავიდა, ფიზიოლოგია მაინც რა სასტიკი რამეა, ზოგჯერ ისე უაზროდ გაგჭედავს, რომ ვერაფერს უშვრები.

დღეს საკმაოდ დატვირთული დილა იყო, ერთდროულად 5 ადამიანი ვვარჯიშობდით, ერთი ამდენი კიდევ რომ შემოგვმატებოდა, სასუნთქი ჰაერი აღარ დაგვრჩებოდა ალბათ, მაგრამ მაინც მაგარია ბევრ ხალხთან ერთად ვარჯიში ♥

ისე ერთი კარგი ციტატა გამახსენდა რომელიც ბენჟამენ ფრანკლინს ეკუთვნის:

”სადილად მიირთვით მცირეოდენი, ვახშმად უფრო ცოტა, ისე კი უმჯობესია მთლად უვახშმოდ დაიძინოთ.”

P.S. ატკინსის წიგნთან ერთად, ჩემი დაკარგული პოლ ბრეგის წიგნიც ვიპოვნე ”შიმშილობის სასწაული” და იმის კითხვასაც თავიდან ვიწყებ : ) იქნებ შიმშილობის დღიურის აღდგენაც მომინდეს, მას მერე რაც ჩემს სხეულს თიდანთან ერთად სრულყოფილებამდე მივიყვან ♥