დღე XVIII

რატომღაც ბევრი ადამიანისათვის ზამთარში ვარჯიში ძალიან უაზროა, ზოგისთვის წარმოუდგენელი, ზოგისათვის დასაზარელი.

რეალურად კი ამინდს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. ზოგს შეიძლება ზაფხულის მზიან დილას დაეზაროს პაპანაქებაში გამოსვლა, ზოგს ზამთრის თოვლიან ქუჩებში არ მოსწონდეს სიარული, მაგრამ ვარჯიშისთვის სულ ერთია.

მთავარია მონდომება.

ჭეშმარიტი ზამთარი

ჩემთვისაც არ აქვს მნიშვნელობა როგორი ამინდია, ყოველ დილით მხვდება ოჯახის რომელიმე წევრი და მეკითხება:

– სად მიდიხარ?

-ვარჯიში მაქვს – ვპასუხობ მე.

– ასეთ ამინდში? – იკვირვებენ ისინი.

დიახ, ნებისმიერ ამინდში მივდივარ სავარჯიშოდ. რა აზრი აქვს მზე როგორ ანათებს? მე მაინც დარბაზში უნდა ვივარჯიშო და სულ არ მაწუხებს ის, რომ გარეთ მუხლამდე თოვლი დევს.

დღესაც ძალიან კარგად ვივარჯიშე და თიდანიდან გამოსულმა თოვლითაც ბევრი ვიმაიმუნე ♥

პ.ს ეცადეთ ვარჯიშისას თმა კარგად გქონდეთ შეკრული  :)

მოძრაობა

დღე XIX

დღეს რიგ მიზეზთა გამო ვერ მოვახერხე ფუტნეს ცენტრში წასვლა, მაგრამ როგორც კი შანსი მომეცა სახლში ვივარჯიშე.

ვარჯიშის გაცდენა არ ნიშნავს იმას, რომ იმ დღეს არ უნდა გავინძრე, პირიქით აუცილებლად უნდა გავაკეთო ყველაფერი ფორმის შესანარჩუნებლად.

სიმართლე თუ გინდათ, სახლში ვარჯიში ისეთი სახალისო და სასიამოვნო არაა, როგორც თიდანში.

დარბაზში საინტერესოა სხვების ყურება, საინტერესო ინფორმაციის მიმოცვლა, თუმცა თუ მაინც მოხდა ისე, რომ ვერ წახვედით ვარჯიშზე, ჩართეთ საყვარელი მუსიკა და სახლში გააკეთეთ ყველაფერი.

სახლში

კარგია სტაბილურ რეჟიმში ცხოვრება, მაგრამ, რა თქმა უნდა, არეულობა ყველგან და ყოველთვის ჩნდება ხოლმე (შიგადაშიგ).