დღე VII

შაბათ–კვირის მერე ყოველთვის ცოტა უფრო რთულია ვარჯიში ვიდრე შუა კვირაში. თითქოს რაღაცნაირად დუნდება სხეული და მერე თავიდან მობილიზება უჭირს.

დღევანდელი ვარჯიშისას ოდნავ იმაზე მეტად დავიღალე ვიდრე ველოდებოდი. ვარჯიშის მომენტში ძალიან საინტერესოა ხოლმე ახალი ადამიანები, რომლებიც მოდიან და ქალბატონ თინათინთან გადიან კონსულტაციებს.

რამდენი ადამიანიცაა იმდენია მიდგომა და სისტემა. დღეს ერთი გოგონა იყო მოსული და მას სულ არ დასჭირდა წელს ზემოთა ვარჯიშების დანიშვნა, მისი სხეულის აგებულებიდან გამომდინარე მხოლოდ კონკრეტული და ძალიან სპეციფიური ვარჯიშების სქემა ექნება ალბათ.

გასაუბრება

მოკლედ ამ ყველაფერზე დაკვირვება და მერე საკუთარ სისტემასთან შედარება ერთი სიამოვნებაა.

ვფიქრობ ხუთშაბათს კიდევ ერთი განტვირთვის დღე მექნება, ოღონდ, ამჯერად, არ ვიცი, ისევ ცილოვანი თუ არა.