დღე IV

დღევანდელი ვარჯიში რაღაც ისე კარგად არ გამომივიდა, პრესი ნამეტანი მქაჩავდა და ძალიან უცებ მეჭიმებოდა, შესაბამისად სრულყოფილად ვერ ვაკეთებდი ზოგიერთ დავალებას.

იმედია ხვალ უკვე უფრო უკეთესად იქნება ჩემი კუნთები, უფრო ტონუსში და აღარ მომიწევს რაოდენობის მოკლება.

ისე უნდა გითხრათ, რომ გამოუძინებელზე ვარჯიში არც ისე სასიამოვნოა, ამიტომ თუ ვარჯიშს გადაწყვეტთ აუცილებლად უნდა შეცვალოთ დღის და ძილის რეჟიმები.

ჩემი დოსიე

დღეს ჩემი პირადი ”დოსიე” (ასე დავარქვათ ფურცლებს რომლებზეც აღნუსხულია ყველაფერი ჩემს შესახებ და ვარჯიშების მთელი კომპლექსია დატანილი) მედო გვერდით და ისე ვვარჯიშობდი. მართალია, აქტივობების თანმიმდევრობა ჯერ არ მახსოვს კარგად (ამისთვის მედო გვერდით ის ნუსხა რომ ჩამეჭყიტა), მაგრამ მაინც სხვანაირი შეგრძნებაა.

მოკლედ ვარჯიშის დროს ნამდვილად არ ვიწყენ, დღეს პოლიტიკური და სოციალური თემების განხილვა მიდიოდა ვარჯიშისას (ამაზე რაღაც რეკლამამ გვიბიძგა).

დღე V

დღეს თავი ორთქლში გამოყვანილი ფარში ან რაიმე წვნიანი ბარკალი მეგონა, მაგრამ მოიცადეთ თავიდან დავიწყებ და მოვლენებს მივყვები.

დილით ვარჯიშზე მისვლისას ქალბატონმა თინათინმა უბრალოდ მკითხა – შემთხვევით ბუნებრივი მატერიის ელასტიკი ხომ არ წამოგიღია კიდევ თანო. კიდევ კარგი მეხსიერება მაქვს კარგი და ასეთი რამ ჩანთაში წინა დღით მქონდა ჩაგდებული.

ამის შემდეგ წილად მერგო სპეციალური თერმო შარვალი (თუ რავიც მოკლედ რა ქვია, ოფლის გამოყოფისათვის რომ არის საჭირო, აი, ის) . სამი წყება ტანსაცმლისა და ამ სპეც შარვლის ჩაცმის შემდეგ დავიწყე ვარჯიში.

აი, გეტყვით, რომ  მი-მი-ქა-რა-ვს საუნა ისე გავიხვითქე, სიცხისაგან თავი ზაფხულის თაკარა მზეზე მეგონა, მაგრამ ოფლის გამოყოფა ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი რამეა, ასე რომ ხმა არ ამომიღია და განვაგრძე  ასეთი შეგრძნებებით.

ერთ ერთი კვება

საინტერესო იცით რა იყო? ჩემს გვერდით უცხო ქალბატონი ვარჯიშობდა (დღეს პირველად ვნახე) და ის სულ სულ სხვანაირ რამეებს აკეთებდა (მას არ ჰქონდა პრობლემა ჭარბ კილოგრამებთან).

ფრიად დაინტერესებული ვარკვირდებოდი ჩემთვის უცნობ ვარჯიშებს და შიგადაშიგ ისე ვერთობოდი, რომ საჭირო რაოდენობაზე მეტი დავალება გამომდიოდა.

დასასრულს მივიღე დანიშნულება ცილოვანი განტვირთვის დღის შესახებ და ბედნიერი წამოვედი სახლში, რომ მთელი მენიუ მომემზადებინა .

ძალიან მაინტერესებს ხვალ ამ შედეგებზე დაკვირვება.