დღე XX

თიდანის ფეისბუქის გვერდზე დაიდო ჩემი ერთი თვის შედეგები რომელიც ჩემი აზრით, საკმაოდ შთამბეჭდავად გამოყურება. მიუხედავად იმისა,რომ მე თვითონ სარკეში ჩახედვისას და ტანსაცმელზე ვგრძნობდი ცვლილებებს, ფოტოზე დანახული ეფექტი მაინც სულ სხვაა.

ვფიქრობ საკმაოზე მეტად გაოცებული და კმაყოფილი ვარ იმით რაც მივიღე და ეს ძალიან, ძალიან მაგარია.

რაღა თქმა უნდა ასეთი ცვლილების მერე შემართებისა და მოტივაციის ახალი ტალღა მოდის და ერთი ორად საინტერესო ხდება ვარჯიშის გაგრძელება.

ამასთან ერთად, მინდა, გითხრათ, რომ ვაგრძელებ ექიმ ატკინსის წიგნის კითხვას, რომელიც სწორი კვებისა და ჯამრთელი ცხოვრების სტილის შესახებაა. ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ  ვარჯიშთან ერთად ეს მეთოდიც ძალიან დამეხმარება წონისა და სხეულის კორექციაში.

ატკინსი

მისი ერთ-ერთი რჩევა შესავალში:

“კარგად დაფიქრდით იმაზე, თუ რა არის თქვენი ჭარბი წონის მიზეზი. თუ ეს არაა ჰორმონალური დარღვევა, მაშინ სარკის წინ კარგად დატუქსეთ თქვენი თავი და შემდეგ, როგორც ბავშვებს სჯიანი ისე დასაჯეთ: დატოვეთ თავი ჯიბის ფულისა და სასუსნავის გარეშე მთელი ერთი კვირა.”

დღე XXI

გამოუძინებელზე ვარჯიში არის ძალიან, ძალიან ცუდი!

კარგი ძილი და საუზმე არის ის ორი მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში აუცილებლად უნდა შესრულდეს.

დღეს ვიღაც გოგონა მოვიდა, როცა ვვარჯიშობდი და დაინახა ფოტოაპარატი მედო ლეიბის გვერდით და მკითხა, რომ შენ ბლოგერი ხარო? მეთქი კი, ანუ შენი სტატიებიაო თიდანის გვერდზე ვნახეო. ისე მესიამოვნა ვერ აგიღწერთ ♥

ჰოდა მოკლედ ისა, დამავიწყდა რეების დაწერა მინდოდა დღევანდელ ნაწილში და ამიტომ უბრალოდ ჩემი შედეგების ფოტოს დაგიდებთ,(მეორესაც) სადაც ძალიან ნათლად ჩანს ფორმებისა და ზომების ცვლილება სხეულის კონკრეტულ ნაწილებზე.

ცვლილება #1
ცვლილება #2