დღე XIV

ღმერთმანი რა მაგარია როდესაც დილით ვარჯიშს იწყებ და ნელა ნელა ნაცნობ მეგობრები გიერთდებიან.

ბედნიერი და მხიარული

დღევანდელ ვარჯიშზე უზომო მხიარულება იყო თიდანში. ბევრი, ბევრი გოგო ერთად, თანაც ყველა ერთმანეთის ნაცნობი – ჭორაობა ხუმრობები, მოკლედ უდავოა, რომ მეგობრებთან ერთად გაცილებით ომახიანად მიდის ვარჯიში.

ისე ჩავარაკრაკე ორი ციკლი, რომ ვერც გავიგე, არც დაღლა მიგვრძვნია და არც მოწყენა.

ჩემი აზომვა, აწონვა და გასაუბრება ხომ ვიცოდი, მაგრამ რაღაცნაირად საინტერესოა ყოველ ჯერზე ახლადმოსული ადამიანის გაცნობასა და გასაუბრებას როდესაც ვუყურებ. ჩემი შემართება ხომ მაქვს, მაგრამ სხვებს რომ ვხედავ მონდომება ერთი-ორად მეზრდება. ეს ენით აუწერელი შეგრძნებაა.

ქალბატონი თინათინი და ახალმოსული ადამიანი

ამასთან ერთად ფანტასტიურია ვარჯიშის შემდეგ გადათეთრებულ ქუჩაში რომ გამოდიხარ შეფუთული, მსუბუქი და ”ხოდზე” მოსული.

დღეს დავიწყე 3 დღიანი განტვირთვა (სპეც კვება), რთული არაა, საკვებიც საკმაოდაა იმისათვის, რომ შიმშილის გრძნობამ საერთოდ არ შემახსენოს უდროოდ თავი.

მოკლედ სტაბილურად ვაგრძელებ ფორმების ცვლილებასა და სხეულის დახვეწას.

მეგობრები

დღე XV

უუუუ, დღეს გასახდელში ისე უღმერთოდ ციოდა, კინაღამ გადავიფიქრე ვარჯიში, თუმცა კიდევ კარგი ფეხით უკვე საკმარისად მქონდა გავლილი და გახურებული ვიყავი, ამიტომ ჩქარი ტემპებით გადავიცვი სავარჯიშო ფორმა და დარბაზში გავცუნცულდი.

ისე გამოვიდა, რომ დღეს ჩემი იყო ბურთიცა და მოედანიც – ანუ დილით სულ მარტო ვიყავი თიდანში.

გასახდელში

მთელი ვარჯიშის განმავლობაში იმით ვიყავი დაკავებული, რომ ჩემს მომავალ ვიზუალს წარმოვიდგენდი და ვგეგმავდი იმას, თუ როგორ შევცვლიდი ჩემი ჩაცმის სტილს.

სხვათაშორის ვიზუალიზაცია (შედეგის) ძალიან მაგარი რამეა. მატებს შემართებას და მონდომებას, თანაც ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზეც თავისთავად აისახება – ტვინი დავალებას იღებს და შესრულებაზე თვითონაც მუშაობსო.

ასე რომ გირჩევთ თუ წარმოდგენა გიჭირთ – აიღეთ სასურველი ფორმების გოგოს ფოტო, მოაჭერით თავი და მის ადგილას საკუთარი სახე ჩააწებეთ – კოლაჟი კი საწოლთან ახლოს დაკიდეთ რომ ყოველ დღე დაინახოთ (თანაც რამდენჯერმე) ♥ [მე ჩემი ახალგაზრდობის ფოტო მიკიდა თავთან, რომელსაც მინდა ისევ დავემსგავსო]

მე ახალგაზრდობაში ♥