გრიპების და ვირუსების სეზონზე, რაღაც სისულელე მეც მხვდა წილად, ამის გამო 2 ვარჯიშის გაცდენა მომიწია.

ფრიად ცუდად ვიყავი და ასეთ მდგომარეობაში ვარჯიში სწორი ვერ იქნებოდა, სხეული უფრო მეტად დაიღლებოდა და გამოიფიტებოდა, თან მეტი ძალისხმევით მოუწევდა ფუნქციონირება.

მიუხედავად ორი გაცდენილი ვარჯიშისა შარვლების უმეტესობა გამიდიდდა და მძვრება.

გადიდებული ტანსაცმელი

ვერაფერს ვიტყვი გარდა იმისა რომ – ფანტასტიურია!!!!

დღე IX

ფრიად სარფიანად ვივარჯიშე. მომეჩვენა რომ დღევანდელი ვარჯიში ძალიან სწრაფად ჩავიარე, ეტყობა საუბრის ბრალი იყო, ვერ დავაკვირდი ტემპს და ვარჯიშის ბოლოს უეცრად და ძალიან დავიღალე.

მინდა გითხრათ ვარჯიშს გაცდენები არ უხდება- ეს ცალსახად შესამჩნევია შაბათ–კვირისა და გაცდენილი დღეების მერე.

ვარჯიში

ალბათ ამ კვირის ბოლოს ისევ შევამოწმებთ ჩემს პარამეტრებს და საინტერესოა ახლა როგორი იქნება ცვლილებები ♥

ასევე ამ ეტაპზე ისევ და ისევ ვაგრძელებ საკვებისა და ზოგადად რაციონის კონტროლს. როგორც იცით განტვირთვის დღეებს ვაკეთებ და ამასთანავე ვცდილობ, რომ საერთოდ ავარიდო თავი ნახშირწყლებს, რაც ჭარბი წონის პირველი გამჩენია.