დღე VIII

დღეს ისე გამოვიდა, რომ ჩვეულებრივზე ადრე მივედი თიდანში. სასწრაფო წესით გამოვცვალე, ჩავიცვი ჩემი 3 წყება სავარჯიშო ტანსაცმელი და დავიწყე ვარჯიში.

ჩვეულებრივზე მეტად იყო გადატვირთული დარბაზი, ჩემს გარდა კიდევ 2 ადამიანი ვარჯიშობდა, ასე უფრო სახალისოა სიმართლე თუ გინდათ. თან აზრთა მიმოცვლა მიდის , თან ვარჯიშობ და საერთოდ ვერ ხვდები რომ დაიღალე, ან რაღაც ისე არ გამოდის.

დღეს ფეხი ორჯერ გამენასკვა, ხოდა იცოდით რომ სხეულის სხვადასხვა ნაწილების განსაკვა შეიძლება კალციუმის ნაკლებობის ბრალი იყოს? მე არ ვიცოდი, საინტერესო ონფოა.

ვარჯიში

ამასთანავე ქალბატონმა თინათინმა მითხრა რომ სხვადასხვა წონის ადამიანებმა სხვადასხვა რაოდენობის კალორიები უნდა მიიღონ იმისათვის, რომ შეძლონ სხეულის კორექცია და წონის მართვა.

მე ესეც არ ვიცოდი – მეგონა რომ დაკლებისათვის მისაღები კალორიების აუცილებელი სტანდარტი არსებობდა – შევცდი.

მოკლედ დღევანდელი ვარჯიში ფრიად კარგი იყო. ყველა რაოდენობა შევასრულე და აფარფატებული წამოვედი ვარჯიშიდან.

შესვენება ვარჯიშებს შორის