დღე VI
დღესაც ჩვეულებრივ ვივარჯიშე , ვარჯიშების უმეტესობას სრული რაოდენობით ვაკეთებ, თუმცა ისეთებიც არის რომელიც მიჭირს.
დღეს მხოლოდ მე ვიყავი დილით და ქალბატონი თინათინიც ჩემთან ერთად ვარჯიშობდა.
ვარჯიშის შემდეგ (გუშინ რადგან განტვირთვის დღე გავაკეთე) გავზომეთ ჩემი პარამეტრები და…
წარმოიდგინეთ ექვს დღეში დაკლებული მაქვს 2 კილოგრამი. წვივებზე დამაკლდა 3 სანტიმეტრი, წელზე 7, საჯდომზეც რაღაც ბევრი.
მოკლედ ყველა მონაცემი ზუსტად არ დამამახსოვრდა, მაგრამ აღფრთოვანებული ვარ.

სხეულზე არ დამრჩა ადგილი, რომელმაც კლება არ განიცადა.
ფანტასტიურია 6 დღე ვარჯიშის შემდეგ უკვე რომ ხედავ ცვლილებას, შედეგს, ეფექტს.
ვარჯიშიდან ფრენა ფრენით წამოვედი. სახლში მოსვლისთანავე კი ამრეზით შევხედე მაცივარში არსებულ ყველა ცხიმიან და გაზიპინებულ საჭმელს, შემდეგ კი ამაყად მივადექიუცხიმო ხაჭოს ♥
ღმერთმანი , რა საინტერესოა, რა მოხდება შემდეგი კვირის ბოლოს??

რომელ საქმეს აბა?? : ) გახდომას??
აი მეც ვგრძნობ, რომ აი რაღაც უკონფორტოდ ვარ! ვითომ რატომ??? :დ:დ:დ დავიქყო მეც ვარჯიში, დავიდო მუსკულები! :დ
Zi Ki daiwye შენც : ) რა გიდგას წინ : ) მინიმუმ სწორი კვება მაინც : )
მუსკულებს შენ სანამ დაიდებ ასე 30 წელი დაგჭჳრდება პაწ : ) მარა აი კაი ფორმების მოყვანა ნამდვილად რეალურია : )
მე რომ ფიტნესში დამინახონ გამომაგდებენ… აი რომ დავორსულდები და ბლაბლა… მერე ვივლი ფორმის შესანარჩუნებლად… ეხლა უბრალოდ ქონებიც არ მაქ რომ რამე პორმა მიეცეს :დ
Meggie PaWu qonebs კი არ ეძლევა ფორმა, კუნთს ეძლევა ფორმა : ))))))) და კუნთი არ მაქვსო ასეთი რამ აღარ თქვა : )))
:დ არა ეგ ვიცი რომ მაქ :დ
და ქონები ცუდად არ მიგულისხმია :*
Meggie PaWu გასაგებია მაგრა ცხიმოვანი ქსოვილი ფორმას არ იღებს ის არის ან არ არის, ან არის და მიდის : ))
ისე კარგი პრესი გაასწორებდა… ჰმმ <3
super super super.
რა კარგია , როცა შენი ძალისხმევის შედეგს ხედავ!