II დღე

პირველი ვარჯიშის შემდეგ კუნთები მტკიოდა, მაგრამ ტკივილი გაუსაძლისი არ იყო. ჭამის კონტროლი დავიწყე და მიუხედავად იმისა, რომ მომიწია ცოტა დარღვევა, მაინც კმაყოფილი ვარ.

დღევანდელ ვარჯიშზე უკვე პროცესშიც  ბევრად მსუბუქად ვგრძნობდი თავს. ამ ვარჯიშების მთელი მუღამი სწორად, კარგად გაკეთებაა და არა ”ბრძოლის ველზე დაცემა”.

ვარჯიშამდე 1 წუთით ადრე

პირველად მიმანდეს საკუთარ თავს და მხოლოდ მოქმედებას მიკონტროლებდა ბატონი ნუკრი (რომელიც თინას მაგივრად არის ხოლმე ორშაბათობით) – ისე მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანიც ძალიან სათნო და სასიამოვნოა. თინაც და ნუკრიც რაღაც სიმშვიდის ენით აუწერელ აურას ქმნიან.

საკმაოდ საინტერესოა როდესაც შენ თვითონ, საკუთარ კეთილსინდისიერებაზე ხარ მინდობილი და სრულად იაზრებ შემდეგ რაღაცას:

ვარჯიშობ იმიტომ, რომ შენ გჭირდება და არა იმიტომ, რომ უბრალოდ დაანახო ვინმეს ეს.

ვარჯიშის ბოლოს მსუბუქად წამოვფარფატდი ლეიბიდან და კმაყოფილი სახეც კი მქონდა. დანამდვილებით ვერ ვიფიქრებდი თუ როდესმე ისე ვივარჯიშებდი, რომ დასასრულს დაღლისა და ოფლის წურწურის შეგრძნების გარეშე ვიქნებოდი.

გასახდელში

ალბათ შემდეგ ვარჯიშზე კუნთებს კიდევ უფრო მეტად ვიგრძნობ, მაგრამ ეს უსიამოვნო სულაც არაა.

III დღე

დღევანდელი დღე სულ მცირე დისკომფორტით დავიწყე. ფეხის შიდა კუნთები ოდნავ მტკიოდა, თუმცა ვარჯიშის დროს ეს შეგრძნება საერთოდ გამიქრა.

ძალიან სასიამოვნოდ მიდის ვარჯიშები თიდანში, ისე მშვიდია პროცესი, რომ ამ დროს შეგიძლია ისაუბრო სხვადასხვა თემებზე უყურო იქვე ჩამოკიდულ ტელევიზორში გადაცემებს და მოკლედ დატკბე გარემოთი.

ერთ ერთი ვარჯიშისას

დღეს ჩვეულებრივ ვარჯიშებთან ერთად კიდევ ორი ჩემთვის უცნობი აქტივობა იყო, რომლებიც სავარაუდოდ მუხლებისა და ბარძაყებისთვისაა კარგი.

ვარჯიშის ბოლოს მივხვდი, რომ 300 რაღაცა კუნთიდან ძალიან ბევრი ისეთია, რომელთა არსებობაზეც წარმოდგენა ისევ და ისევ არ მქონდა, თუნდაც პრესის კუნთებია იმდენი, რომ გაოგნებული ვარ. ვარჯიშის დასასრულს ნაცნობი მოვიდა, რომელიც ქალბატონ თინასთან კონსულტაციას გადიოდა, მე კი ამ დროს გასახდელში ვჭორაობდი და თან სწრაფად ვიცვლიდი.

ერთ ერთი ვარჯიშისას