მაშ ასე. დღეს I დღეა, როდესაც მე ფიტნეს ცენტრ “თიდანში” მივედი და დავიწყე ჩემი ერთ თვიანი სავარჯიშო ციკლი.

თიდანი ჭავჭავაძეზე

შესვლისთანავე ძალიან მყუდროდ ვიგრძენი თავი, დამხვდა სისტემა თიდანის ხელმძღვანელი და ავტორი, მეთოდისტი- თინათინ ალადაშვილი

პირველი ნაბიჯი იყო გასაუბრება, როდესაც ჩემი ჯამრთელობისა და ფიზიკური მომზადების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე ქალბატონ თინას.

სარკეები დარბაზში

საუბარი საკმაო ხანს გაგრძელდა. შემდეგ იყო ჩემი პარამეტრების გაგება იმისათვის, რომ შედეგი ყოველ ეტაპზე იყოს გაზომილი. ეს ეტაპები რამდენიმე ციკლისაგან შედგება.

მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ დავიწყე ვარჯიში.

მინდა გითხრათ ვარჯიშები არ არის რთული, პირიქით, საკმაოდ ადვილია, მაგრამ ყოველი ვარჯიშის შემდეგ ხვდები, როგორ ამოძრავდა თითოეული კუნთი. ვიგრძენი როგორ გაცოცხლდა ჩემი სხეული.

სავარჯიშო ატრიბუტიკა

დააახლოებით 8 თვეა ოდნავ არ გავქანებულვარ და დღევანდელი ვარჯიში ძალიან მესიამოვნა,
სრულებით არ მიგრძვნია დაღლა.

გარემო სასიამოვნო, ქალბატონ თინა ძალიან მშვიდი,
მიდგომა ინდივიდუალური (ზუსტად ჩემი კომპლექციისა და პრობლემური ზონების მიხედვით) – ფაქტიურად სამოთხეში მოვხვდი.

ვარჯიშის შემდეგ ასევე მივიღე ინფორმაცია თუ რისი ჭამა ღირს და რისი არა,
რას მივაქციო ყურადღება და როგორ ჯობია რომ გავანაწილო კვება დღის
განმავლობაში.

მე ვარჯიშის წინ

მინდა გითხრათ ეს ყველაფერი დღეიდან სისრულეში უნდა მოვიყვანო და
ვფიქრობ წინ ძალიან, ძალიან საინტერესო ერთი თვე მელის.

თიდანის ფილიალები გახლავთ თბილისის სხვადასხვა უბნებში – პეკინზე, ჭავჭავაძესა და ვაჟა ფშაველაზე.

ჩემი პრობლემური მაჩვენებლები - წელი, თეძო, მკერდი