Home თავის მოვლა

ჩვენი ჟურნალი მხოლოდ დიდ გოგონებზე არ წერს. ჩვენ ისეთ პატარა ადამიანებზეც სიამოვნებით გიამბობთ, ვინც პატარა გმირობით უთვალავ ადამიანს ეხმარება.

ეს პატარა 3 წლის არიანაა. მისმა ისტორიამ უკვე მთელი მსოფლიო მოიარა და პინკის მკითხველებამდეც მოაღწია. ამ გოგონას მიერ გაღებულმა თმამ მთელი მსოფლიო ახალ გამოწვევაში ჩააბა. არიანამ ინტერნეტში შემთხვევით ნახა ვიდეო ავადმყოფ გოგონაზე, რომელსაც ქიმიოთერაპიის გამო თმა ჰქონდა გაცვენილი. როცა გოგონას მიზეზი აუხსნეს, მან გადაწყვიტა, საკუთარი თმით დახმარებოდა ისეთ ბავშვებს, რომლებმაც ავადმყოფობის გამო თმა დაკარგეს.

ერთი კვირის შემდეგ მამაცმა არიანამ თმის შეჭრამდე ფოტოც გადაიღო გზავნილით:

“მე არიანა ვარ, 3 წლის. დღეს პირველად ვიჭრი თმას, რომ სხვა ლამაზ გოგონასაც ჰქონდეს თმა!”

ht_ariana_smith_hair_01_jc_141201_16x9_992

 

სოციალურ ქსელში განთავსებული ფოტოები ერთ დღეში ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

ABC-ს სიუჟეტი არიანაზე:

არიანა სამომავლოდაც აპირებს იგივეს გამეორებას. სამყაროს ბევრი მისნაირი მამაცი გოგო სჭირდება! შენ რას იტყვი?

მსგავსი სტატიები

შენ რას იტყვი?