კანის სისხლძარღვოვან დაავადებებს დერმატოლოგიური და კოსმეტოლოგიური პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილი უკავიათ, მათ შორის კი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ე.წ. ზედაპირული სისხლძარღვები და სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები, ანუ ტელეანგიექტაზიებია.

ქვედა კიდურებზე ტელეანგიექტაზიებს ზრდასრული მოსახლეობის დიდ ნაწილში ვხვდებით და მათი რაოდენობა ასაკთან ერთად მატულობს.

ტელეანგიექტაზიები სხვადასხვა ფერის შეიძლება იყოს: წითელი, ლურჯი, იისფერი. ფორმის მიხედვით ტელეანგიექტაზიები იყოფა ხაზოვან, ვარჯისებრ, ვარსკვლავის (ობობას) ფორმის და წერტილოვან ფორმებად.

ობობასმაგვარი ტელანგიექტაზია
ობობასმაგვარი ტელანგიექტაზია

სახის კანზე ძირითადად წითელ, ხაზოვან ტელანგიექტაზიებს ვხვდებით, ფეხებზე მოწითალო-მოლურჯო ობობასმაგვარ ფორმებს. წერტილოვანი ტელეანგიექტაზიების განვითარება კანისა და არამარტო კანის სხვადასხვა დაავადების მანიშნებელი შეიძლება იყოს.

ხაზოვანი ტელეანნგიექტაზია
ხაზოვანი ტელეანგიექტაზია
ვარჯისმაგვარი ტელეანგიექტაზია
ვარჯისმაგვარი ტელეანგიექტაზია

ტელეანგიექტაზიებს ყოფენ თანდაყოლილ და შეძენილ ტიპებად:

ჯგუფები

მიზეზები

მაგალითები

თანდაყოლილი

გენეტიკური

  1. სისხლძარღვოვანი ნევუსები;
  2. თანდაყოლილი ნეიროანგიოპათიები;
  3. თანდაყოლილი პოიკილოდერმა;
  4. ესენციური პროგრესული ტელეანგიექტაზიები;
  5. თანდაყოლილი ტელეანგიექტაზიური მარმარილოსებრი კანი;
  6. ახალშობილთა დიფუზური ჰემანგიომატოზი.

შეძენილი

კანის პირველადი დაავადებები

  1. ვარიკოზული ვენები;
  2. ლიპოიდური ნეკრობიოზი (ოპენჰეიმერ-ურბახის დაავადება);
  3. ბეჭდისებრი ტელეანგიექტაზიური პურპურა (მაიოკის დაავადება);
  4. ქრონიკული ლიქენოიდური კერატოზი.

ფიზიკური ფაქტორები

  1. მზის გამოსხივება;
  2. სითბური ზემოქმედება;
  3. რადიოაქტიური გამოსხივება.

ტრავმები

  1. ბლაგვი ტრავმები;
  2. ჭრილობები.

ინფექციები

  1. გენერალიზებული ესენციური ტელეანგიექტაზია;
  2. პროგრესირებადი აღმავალი ტელეანგიექტაზია;
  3. აივ

ჰორმონული ფაქტორები

  1. ორსულობა;
  2. ესტროგენებით მკურნალობა;
  3. ადგილობრივი კორტიკოსტეროიდული საშუალებები.

 

თანამედროვე დერმატოლოგია და კოსმეტოლოგია მკურნალობის რამდენიმე მეთოდს გვთავაზობს, მეთოდის არჩევა დამოკიდებულია სისხლძარღვების კალიბრზე და მდებარეობაზე.

ლაზერულ კოაგულაციამდე და შემდგომ
ლაზერულ კოაგულაციამდე და შემდგომ

ლაზერული ფოტოკოაგულაცია

სისხლძარღვების კედლების თერმული რღვევა, უმტკივნეულო, ხანმოკლე პროცედურა, არ ტოვებს კვალს. ამ მეთოდს დღესდღეობით კონკურენტი არ ჰყავს კოსმეტოლოგიაში, ძალიან ეფექტურია მცირე ზომის კაპილარების მოსაშორებლად.

მკურნალობამდე და შემდეგ
მკურნალობამდე და შემდეგ

ნაკლებად გამოყენებადი და მეტად ტრავმული მეთოდები

დიათერმოკოაგულაცია – ქსოვილების მოწვა

დიათერმოკოაგულაცია
დიათერმოკოაგულაცია

კრიოთერაპია – თხევადი აზოტით მოყინვა

სკლეროთერაპია ტარდება მსხვილი კალიბრის სისხლძარღვებზე, მაგალითად ვენებზე
სკლეროთერაპია ტარდება მსხვილი კალიბრის სისხლძარღვებზე, მაგალითად ვენებზე

სკლეროთერაპია

ეს მანიპულაცია გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც ზემოთაღნიშნული მეთოდები არაეფექტურია, დიდი ზომის და მსხვილი კალიბრის სისხლძარღვების შემთხვევაში, ძირითადად ქვედა კიდურებზე არსებული ტელეანგიექტაზიების (და არა მარტო) დროს.

სპეციფიური პრევენციული ღონისძიებები არ არსებობს, ამ შემთხვევაში პრევენცია გამომწვევი მიზეზების თავიდან არიდებაა.

კანზე სისხლძარღვოვანი წარმონაქმნის შემჩნევისას სჯობს მიმართო დერმატოლოგს და მხოლოდ მასთან კონსულტაციის შემდეგ შეარჩიო მკურნალობის მეთოდი.