Home თავის მოვლა

თუ თქვენ უკვე დიდი ხანია ნანობთ, რომ თქვენი სხეულის რომელიღაც ნაწილს ორიგინალური ტატუ “ამშვენებს” და ფიქრობთ, როგორ მოიშოროთ ბობოქარი თინეიჯერობის კვალი, მაშინ ეს სტატია ზუსტად თქვენთვის ყოფილა.

ბევრ ადამიანს უნდა სვირინგის გაკეთება და ასევე არაერთს უნდა მისი წაშლა. ტატუს არსებობის ისტორიაში, გვხვდება პრობლემა, მის წაშლასთან დაკავშირებით. სვირინგი ადრე ითვლებოდა მუდმივად, ახლა შეიძლება მისი წაშლა ნაწილობრივ, ან მთლიანად. ლაზერის გამოგონებამე ტატუს წაშლა დიდ პრობლემებთან იყო დაკავშირებული, ბევრი სახლის პირობებში იშორებდა მარგანცოვკის, მარილის საშუალებით, ტატუს აპარატით რძის შეყვანით, ქირურგიული ჩარევით და ა.შ… რა თქმა უნდა ამ ყველაფერს არ ჰქონდა იდეალური შედეგი, ტატუ არ იშლებოდა ბოლომდე და ჩნდებოდა ულამაზო, არაესთეტური შრამები.

ტატუ შედგება ათასობით კანში გაჩერებული პიგმენტის ნაწილაკებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის კანს გააჩნია თვით განკურნების უნარი, როდესაც კანში ხვდება უცხო ნაწილაკი, სხეულის ზრდის პროცესში ჩვენი ორგანიზმი კანიდან გამოდევნის პატარა უცხო სხეულებს, სვირინგის შემთხვევაში ტუში, საღებავის პიგმენტის ნაწილაკები არის მუდმივი, რადგან ისინი ძალიან დიდია, რომ წაიშალოს. პიგმენტი ორგანიზმში, რომ არ შევიდეს ადამიანის კანი ქმნის კაფსულებს და აკავებს საღებავს ორგანიზმში მოხვედრისგან, ასე ჩნდება ნახატი კანის ზედაპირზე.

გაეცანით ქვემოთ ჩამოთვლილ მეთოდებს და აარჩიეთ თქვენთვის სასურველი:

1) ლაზერით მოშორება

დღესდღეობით ეს მეთოდი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ფორმაა. ლაზერით იღებენ მიზანში მელნის უმცირეს ნაწილს და მასზე პულსირებით ახდენენ დასხივებას. რაც უფრო დიდი ზომისა და მუქი ფერისაა თქვენი ტატუ, მით უფრო მეტი დასხივება სჭირდება თქვენს კანს, რათა სხივებმა შეაღწიოს კანის სიღრმეში და გაანადგუროს მელანი.

ლაზერული მკურნალობა იწვევს ტატუს პიგმენტის ნაწილაკების გახურებას და ფრაგმენტირებას უფრო პატარა ნაწილაკებად. ეს პატარა ნაწილაკები ქრება ჩვეულებრივი ორგანული პროცესის მეშვეობით.

ლაზერის საშუალებით სვირინგის წასაშლელად საჭიროა დრო. როგორც წესი საჭიროა არანაკლებ 3 პროცედურისა. პროცედურებს შორის უნდა გავიდეს არანაკლებ 1 თვისა, რადგან ლაზერით დამუშავების შედეგად, ის ადგილი იფარება ქერქით, როგორც ტატუს გაკეთების შემდეგ, კანის ზედაპირის აღდგენისთვის საჭიროა დრო, ლაზერით დამუშავებულ კანის ზედაპირს, არ შეიძლება მოხვდეს მზის სხივები. ადამიანმა, რომელსაც უნდა ტატუს მოშორება, უნდა იცოდეს, რომ ეს ხანგრძლივი პროცედურაა ამიტომ უმჯობესია წელიწადის ცივ დროს გააკეთოთ…

თბილისში ტატუს წასაშლელი ლაზერი შეგიძლიათ იპოვოთ ესთეტიკურ ცენტრში – Body Image+. იგი შექმნილია კონკრეტულად ტატუს წასაშლელად, არის ესთეტური, სტერილური, უსაფრთხო. აქვს რეალური შედეგი, პროცედურების პროცესში პაციენტი თვითონვე თვალს ადევნებს კანიდან პიგმენტის გაწოვის პროცესს, ეს თვალსაჩინოა და შედეგიც გარანტირებულია.

გაითვალისწინეთ, რომ ყველა ლაზერი არ არის განკუთვნილი ტატუს წასაშლელად. სამწუხაროთ, ზოგი გამოიყენებს ტატუს წასაშლელად ისეთ ლაზერს, რომელსაც სხვა დანიშნულება აქვს, განსხვავებით იმ ლაზერისა, რომელიც ტატუს წასაშლელად არის განკუთვნილი, ამას აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება, ამ შემთხვევაში შეიძლება დარჩეს სხეულზე შრამი.

2) ინტენსიური, პულსირებადი დასხივების თერაპია

intense Pulsed light therapy ან უბრალოდ IPL არის კანისთვის ტატუს მოშორების პროცესის გასამარტივებლად.მსუბუქი დასხივების ნაცვლად გამოიყენება საკმაოდ მაღალი ინტენსივობის დასხივება.სპეციალური გელის გამოყენებით გადასცემენ პულსირებად დასხივებას კანის ტატუირებულ ნაწილზე.

ექსპერტების აზრით ეს მეთოდი ნაკლებ მტკივნეულია და მეტი ეფექტურობით გამოირჩევა, ვიდრე ტრადიციული ლაზერული თერაპია, მაგრამ მათი უმრავლესობა არ უწევს რეკომენდაციას IPL-ს, მისი ფასთან შეუსაბამობის გამო.

ესეთი მეთოდით ტატუს მოშორება ერთი პულსი 10 (დო) ლარი ჯდება, ხოლო თქვენი ტატუს ზომის და ფერის მიხედვით თანხის გვარიანად დამატება მოგიწევთ, ვიდრე პირველ შემთხვევაში და განსხვავება კი ამ ორ მეთოდს შორის არც ისე დიდია, ამხელა თანხად და ინტენსიურ დასხივებად რომ ღირდეს.

სვირინგის მოშორება და შედეგი

3) სხვა სამედიცინი მეთოდები

არსებობს კიდევ რამდენიმე სამედიცინო მეთოდი ტატუს მოსაშორებლად. როდესაც კანის ტატუირებული ნაწილის ყველა ფენას ხეხავენ “ქვიშა” მეთოდით ან სვირინგს აჭრიან კანის ნაწილთან ერთად. თითოეული მათგანი საშინლად მტკივნეულია და ამიტომ, როგორც კი შესაძლებელი გახდა ლაზერული მოშორებით მათი შეცვლა, ეს მეთოდები უფრო და უფრო ნაკლებად გამოიყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ლაზერული დასხივება რეკომენდებული არაა, სხვადასხვა მიზეზების ან დაავადებების გამო.

34 კომენტარი to this post
  1. ჩემი ძალიანაც მომწონს, მაგრამ მეორეს აღარ გავიკეთებ. მოშორება რა თავის ტკივილი ყოფილა, არ მეგონა!

  2. ამ სტატიის წაკითხვამდე სულ მინდოდა მქონოდა ტატუ, ეხლა კი ნამდვილად აღარ მინდა:)))

  3. სვირინგი მაქვს ნახევრად მოშორწბული და მინდა მტლიანად მოშორება, როგორ მოვიქცე? ოგონდ არ მინდა ეს გავაკეტო ლაზერით

  4. კანის ყველა ფენას ხეხავენ ქვიშთ. ძალიან მტკივნეული და ფუჭი პროცესია. პოსტში,როგორც წერია, ამგვარად წაშლილი ტატუ ტოვებს ნაწიბურებს და შრამებს.

  5. დღეს ვიყავი პირველ პროცედურაზე, დაახლოებით 8-10 სანტიმეტრის ტატუ მაქვს, და პირველი პროცედურა 60 ლარი, არასასიამოვნო წვის შეგრძნებაა, წყლულები მაქვს რამდენიმე ადგილას, ცოტა მოშორდა, 1 თვის მერე კიდევ უნდა გავიკეთო, სავარაუდოდ 3-4 იქნება საჭირო

  6. ლოტუსში. მეორე პროცედურაში 44 ლარი გადავიხადე, მესამედ რომ მივალ 34 იქნება ფასი, მეორე უმტკივნეულო იყო პირველთან შედარებით, წყლულებიც არ გამჩენია, სავარაუდოდ კიდევ 2 პროცედურა დამჭირდება

  7. მეც მინდა გაკეთება მაგრამ მეშინია რომ დროთა გამავლობაში მომბეზრდება არ აგარ მომეწონება. წაშლა რომ შესაძლებელია ეს უფრო მეხმარება ამ ნაბიჯის გადადგმაში

შენ რას იტყვი?