Home თავის მოვლა

რუჯის თემა განსაკუთრებით აქტუალურია ზაფხულის პერიოდში: ზოგი სოლარიუმს მიმართავს, ზოგი ავტორუჯს, ზოგი მზეს ეფიცხება. ყველას ერთი მიზანი ამოძრავებს: კანმა მიიღოს მუქი ფერი. თუმცა არსებობენ რუჯის მიყვარულები, რომლებიც არასდროს კმაყოფილდებიან ნამზეურის ფერით და აქვთ პათოლოგიური დამოკიდებულება გარუჯვის მიმართ.

ტანორექსია – ამ ტერმინით აღინიშნება გარუჯვის მიმართ გადაჭარბებული “სიყვარული”. ტანორექსიას განიხილავენ ისეთივე სერიოზულ პრობლემად, როგორიცაა ნარკოტიკების მოხმარება. ამ მიდრეკლების ერთერთი გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ ულტრაიისფერი სხივები იწვევს ენდორფინის (ბედნიერების ჰორმონის, იგივე ბუნებრივი “ნარკოტიკის”) გამომუშავებას.

tanorexic

ტანორექსიის სიმპტომები ადვილადაა ამოსაცნობი: თუ თქვენ კვირაში 3-ზე მეტჯერ ირუჯებით და ფიქრობთ, რომ თქვენი კანის ფერი არ არის საკმარისად მუქი, ხშირად განიცდით ფრუსტრაციას კანის ფერის გამო, ფიქრობთ, რომ გარუჯული უფრო მიმზიდველი ხართ, დიდი შანსია ტანორექსიკი იყოთ. ტანორექსია ზრდის კანის კიბოს საშიშროებას. განსაკუთრებით სარისკოა რუჯით გატაცება თეთრი ფერის კანის მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც მზეზე ადვილად იწვებიან და წითლდებიან (ხშირ შემთხვევაში ქერები, წითურები). ულტრაიისფერი სხივები ასევე იწვევს კანის ნაადრევ დაბერებასა და გამოშრობას, აზიანებს მხედველობას.

ტანორექსიკებმა  უნდა გააცნობიერონ:

1. რომ ზედმეტი რუჯი სულაც არ უხდებათ და ამით უფრო მიმზიდველები არ ხდებიან,

2. ის საშიშროებები, რომლებსაც ულტრაიისფერი სხივები იწვევს.

თუ გარუჯვაზე უარს მაინც ვერ ამბობთ, სოლარიუმისა და მზეზე წოლის ნაცვლად უმსჯობესია მიმართოთ ავტორუჯს. ასევე აუცილებელია დაიცვათ უსაფრთხოების შემდეგი ნორმები: მზეზე ან სოლარიუმში გარუჯვამდე ნახევარი საათით ადრე წაისვით დამცავი კრემი, სოლარიუმში კი აუცილებლად გაიკეთეთ სათვალე. მზეზე გასარუჯად აირჩიეთ დილა ან საღამო.

17 კომენტარი to this post
  1. საინტერესო სტატიაა! სავალდებულო უნდა იყოს ამის წაკითხვა ყველასთვის)))

  2. მე ზღვის გასაოცარი სიყვარულის მიუხედავად რუჯი მაინცდამაინც არ მიზიდავ :D :D ჩემი არისტოკრატიული თეთრი ფერი უფრო მხიბლავს :D

  3. გარუჯული კანი ძალიან ლამაზია. თეთრი კანიც ძალიან მელამაზება. და საერთოდ ყველაფერს თავისი ეფექტი აქვს. უბრალოდ ტვინი ხომ უნდა დაატანონ ადამიანებმა რომ “პერედოზი” იწვევს კანის კიბოს. თავი ხომ უნდა გიყვარდეს არა?!

  4. ra dila, ra sagamo :D xalxi gatyavebamde cevs gagania 3-4 saatze pliajze :D mere am migebul zagars gadaityaveben xolme da axlidan sheudgenbian zagris migebas… aba ra qnan :D rac aqamde ishromes gadauvidat da… kai zafxuli zafxulia, ferad da tetr tansacmelze lamazia ruji (ra tqma unda zomieri) , shesabamisad yvelas unda rom lamazi feri qondes, magram nu zogi zamtarshic shavi dadis iseti ro meti ar sheidzleba. zomas vegar gebuloben ukve :))

    I’m sure that ამ ყველაფერს გაბოროტებული თეთრკანიანები წერთ და მერე ავრცელებთ

    am pirovnebis mosazrebaze kide dzalian vixalise :))) “gaborotebul” tetrkanianebs ra uchirt tetrebi arian da rogorme gashavdebian eg problemas ar carmoadgens, magram ai tavad rogor gatetrdebi ro moindomo? :)))

  5. აუ მარტლა ზოგს მართლა საერთოდ არ უხდებათ,პირიკით მაიმუნის სიფათები უხდებათ და რა მოსწონთვერ გავიგე,რაჯობია თეთრ ქალს ნაზი ლამაზი ბზინვარე კანით

შენ რას იტყვი?