ალბათ ერთი რეკლამა მაინც გახსენდებათ ტამპონების შესახებ რომელიც გვახსენებს, რომ მათი გამოყენებისას ჩვენ შეგვიძლია ჩავიცვათ ნებისმიერი ტანსაცმელი და ნებისმიერ ივენთს დავესწროთ.

რა თქმა უნდა ასეთ რეკლამებში არის სიმართლე და ქალთა ჰიგიენის საშუალებებიდან ტამპონი ერთ ერთი გენიალური მიგნებაა, თუმცა მოდით გადავხედოთ იმ მითებსა და ლეგენდებს რომელიც ყველას, ერთხელ მაინც გაგვიგონია და დავფიქრებულვართ ამაზე.

მითი #1: ტამპონის ყოველდღიური გამოყენება საშიშია, ისინი მენსტრუალური სისხლის გამოდინებას აფერხებს და ხელს უშლის.

ეს რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამება. გინეკოლოგები ადასტურებენ, რომ ტამპონი არაფერს არ აფერხებს, ის უბრალოდ ღრუბელივით იწოვს ყველაფერს, იღებს რა სხეულის ფორმას – არ იწვევს არანაირი გამონადენის შეფერხებას და საუკეთესო გადაწყვეტილებაა ციკლის პერიოდში ყოველ დღე გამოსაყენებლად.

სპეციალური კონტეინერი ტამპონის სატარებლად

მითი #2: ტამპონი ყოველდღიური გამოყენებისას იწვევს შინაგან დისკომფორტს. ის იგრძნობა, გაწუხებს და ხელს გიშლის.

სინამდვილეში სწორად მორგებული და შეყვანილი ტამპონი საერთოდ არ იგრძნობა და არ აჩენს დისკომფორტს. ციკლის სიუხვიდან გამომდინარე უნდა შეირჩეს ტამპონი – “small” , ”normal” ან ”super” წარწერით, შესაბამისად სწორად შერჩეული და მორგებული ჰიგიენის საშუალება , შეიძლება იმაზე მეტ ხანს დაგავიწყდეთ ვიდრე ეს ინსტრუქციით მითითებული ვადაა.

მითი #3: ტამპონები ცუდად მოქმედებენ ვაგინის მიკროფლორაზე.

რა თქმა უნდა, არის ასეთი შემთხვევებიც, თუმცა ეს ყველას როდის მიესადაგება. ექიმებმა დაადასტურეს, რომ ტამპონის სწორი გამოყენება და მათი დროული შეცვლა საერთოდ არანაირ საფრთხეს არ უქმნის მიკროფლორას და არ უწყობს ხელს საშიში ბაქტერიების გამრავლებას. შესაბამისად თუ თქვენ დაიცავთ ჰიგიენისა და მოხმარების ყველა წესს შეგიძლიათ მშვიდად იყოთ.

მითი #4: ტამპონის გამოყენება ღამით – ძალიან საშიშია.

სინამდვილეში ტამპონი ღამითაც ისევე კარგად და ოპტიმალურად გვიცავს, როგორც დღისით. ის არ იჭმუჭნება და არ მოძრაობს, თუმცა ამ აკრძალვის ძირითადი მოტივი არის ის, რომ ჩვენ იმაზე დიდი ხანი გვძინავს ვიდრე ტამპონის გამოყენების ვადაა. შესაბამისად თქვენ 3-4 საათში ერთხელ უნდა გაიღვიძოთ, რათა გამოცვალოთ ჰიგიენური საშუალება – წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ”ტშს”-გამომწვევი მიზეზები წარმოიშვას (ტშს= ტოქსიკური შოკის სინდრომი).

აპლიკატორიანი და უაპლიკატორო ტამპონები ზომებად

მითი #5: ტამპონები მხოლოდ განსაკუთრებულ მომენტებში უნდა გამოვიყენოთ, მაგალითად სანაპიროზე ან სავარჯიშო დარბაზში.

ძალიან უცნაური ვერსიაა, დაახლოებით ისეთი როგორიც იქნებოდა, რომ – კოსმეტიკით კვირაში ერთხელ უნდა ვისარგებლოთ, მანქანა მხოლოდ ლუწ რიცხვებში ვატაროთ და თავი მხოლოდ წვიმის წყლით დავიბანოთ.

ტამპონი იმდენად ოპტიმალური საშუალებაა პირადი ჰიგიენისათვის, რომ ციკლის დღეებში არ არსებობს შეზღუდვა, როცა ის არ უნდა გამოიყენოთ. პირველი ტამპონი ეგვიპტელმა ქალებმა გამოიყენეს, ის პაპირუსისგან იყო და მას შემდეგ ეს საშუალება მხოლოდ იხვეწება და უკეთესდება.

მითი #6: შესაძლოა ტამპონის გამოყენების შემდეგ იგი ვერ გამოცვალოთ, შიგნით დარჩეს,მოწყდეს სპეციალური თოკი.

ასეთი შემთხვევა ტამპონების არსებობის ისტორიაში სულ თითზე ჩამოსათვლელია, შესაბამისად თუ მაინც მოხდა ისე, რომ ტამპონს სპეციალური თოკი მოსძვრა, მისი გამოღება ჩვეულებრივ ხელით შეგიძლიათ. ხოლო თუ მაინც რაღაც პრობლემა შეგექმნათ, გინეკოლოგი ამ საკითხს რამდენიმე წამში გადაწყვეტს.

თამამად აარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი საშუალება პირადი ჰიგიენისათვის და ნუ დაფრთხებით ყოველ თვე გარკვეული რაოდენიბის დღეებით, ისინი ხელს აღარაფერში გიშლიან.