ჭორფლი (веснушки) – მოყავისფრო პიგმენტური ლაქები ჩვენ სხეულზე, რომელიც მზის სხივების ზემოქმედებით ჩნდება, უხშირესად გაზაფხულზე, როცა ულტრაიისფერი სხივების მოქმედება ზენიტშია და ქრება შემოდგომისას, ან არ ქრება და მუდმივად ჩვენთანაა. ჭორფლი ძირითადად სახეზეა: ცხვირზე, ლოყებზე და თვალების ირგვლივ, თუმცა ზოგჯერ მთელ სხეულსაც ფარავს.
არსებობს ღია ყვითლიდან მუქ ყავისფრამდე, დიდი და პატარა. მას სხვადასხვა საშუალებით ებრძვიან, არსებობს ბევრი კრემი, რომელიც მის მოცილებას გვპირდება, ან უბრალოდ აფერმკრთალებს ან ამასაც უბრალოდ გვპირდება.
მე ვარ ჭორფლიანი, ზამთარ-ზაფხულ, ჭირშიც და ლხინშიც. ადრე, როცა საკუთარი თავის შეცნობა/დამკვიდრების ასაკში ვიყავი, ეს ერთგვარ დისკომფორტს მიქმნიდა, ნაკლად მივიჩნევდი და მის მოცილებას ვცდილობდი კრემებით, პილინგით, ხალხური რეცეპტებით… ერთადერთი ღამურის სისხლის წასმა არ მიცდია, ამბობენ ეფექტურიაო, მაგრამ ვერც ღამურა გავიმეტე საამისოდ და არც მიღირდა.

ბევრი ვიცი დღემდე რომ წვალობს, ბევრი ამაყობს, ზოგს მოსწონს და ზოგს – არა. მე მეუბნებიან გიხდებაო, თუმცა უჭორფლოდ არავის ვახსოვარ და ვინ იცის… ჭორფლი უხშირესად წითურ, თეთრკანიან ადამიანებს აქვთ.
პირველი, ვინც ჭორფლზე მახსენდება, პეპი გრძელი წინდაა, მეორე – ლინდსი ლოჰანი,

ორივე მომწონს…
ზოგი ადამიანი იმდენადაა ჭორფლზე შეყვარებული, რომ იხატავს, ან წვრილად დახვრეტილი გადასაფარებლით ირუჯება თურმე… ვინც რა უნდა თქვას და როგორც უნდა შეხედოს ამ საკითხს, ჭორფლიანი ადამიანი მასისგან გამორჩეულია და ეს უკვე კარგია.
თურმე ჭორფლიანების ჩემპიონატიც არსებობს, თუ ვინმე მონაწილეობას გადაწყვეტთ, ჯერ ამ გოგოს შეეჯიბრეთ! : )

bolos ra sashinladaaqvs
:)
mec maqvs chorfliii ogondd asee araa daa momwonss :*
ar momwons
ме ар маквс маграм дарегистриреба минда тквентан .марто чорфдзе хом ар икнебаа саубари?
mec michndeba mzeze the dzan momcons mec :)
ერთი იდეა მაქვს, დადეთ თქვენი ფოტო ალექსანდრა და მკითხველი შეაფასებს, გიხდებათ თუ არა, მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გიხდებათ :):):):):)
momwons dzalian…
სანდრა, თუ მეხსიერება არ მღალატობს, პირველად ერთმანეთს შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის ლექცია-პრაქტიკულზე შევხვდით, მაშინ შენი სახელი პირველად გავიგონე და გითხარი: გადავირიე, სახელიც ისეთივე მშვენიერი გქონიათ, როგორიც თავად ბრძანდებით-მეთქი. :) :* ასე, რომ მე ძალიან მომწონს შენი ჭორფლები ;).
დიდი მადლობა, მე ეგ არ მახსოვდა, მე მღალატობს მეხსიერება :( მაგრამ ერთი მხრივ კარგია, ძველი კომპლიმენტებიც ახალივით ჟღერს ჩემთვის :D:D
თითქოს უფრო მხიარულები და კეთილგანწყობილები არან ჭორფლიანები<3
ისე ყველაზე ჭორფლიანი ჟირაფი ყოფილა:)))
Mec maqvs da sashinlad ar momwons, mteli cxovrebaa vebrdzvi…