შამპუნები სულფატების გარეშე – პროდუქტი, რომელსაც ბოლო რამდენიმე წელია სტილისტები აქტიურად უწევენ რეკომენდაციას. ტრადიციულ შამპუნებთან შედარებით, მათ მეტი კარგი თვისება აქვთ, თუმცა არის უარყოფითი მხარეებიც.

Hair_by_MaggiElvar

რა არის სულფატები?

ნივთიერებები, რომელიც შამპუნის სქელ ქაფს წარმოქმნის. სულფატები შედარებით იაფფასიანი ინგრედიენტია და გამოიყენება როგორც შამპუნებში და შხაპის გელებში, ასევე საპონში, კბილის პასტაში და ა.შ.  ხშირადაა აღნიშნული, როგორც sodium laureth sulfate და ammonium laureth sulfate.

რატომ უნდა გამოვიყენოთ შამპუნი სულფატების გარეშე?

მართალია სულფატები შედარებით იაფფასიანია, ვიდრე სხვა დეტერგენტები, მაგრამ ზოგჯერ კანს აღიზიანებს. თმის გაუხეშებას, გაფუებას და საღებავების გამორეცხვას სწორედ სულფატები უწყობს ხელს. შამპუნის თვალში მოხვედრისას თვალის აცრემლებასა და წვაშიც სწორედ ეს ინგრედიენტია დამნაშავე.

დადებითი მხარეები

  • დაბანისას თმა ნაკლებად ზიანდება და შრება
  • კარგია მგრძნობიარე კანისთვის
  • არ აუფერულებს შეღებილ თმას
  • თმა ხდება მორჩილი და არ არის აუცილებელი დამატებითი ნიღბების, კონდიციონერების და ბალზამების გამოყენება
  • ვინაიდან ასეთი შამპუნები უფრო “რბილია”, თმა ნაკლებად ცხიმიანდება
  • კერატინით გასწორებისას შედეგი ბევრად უფრო ხანგრძლივია

უარყოფითი მხარეები

  • ასეთი შამპუნები შედარებით ნაკლებად ქაფდება, ამიტომ საბოლოო ჯამში შეიძლება იმაზე ძვირი დაგიჯდეს, ვიდრე ჩვეულებრივი შამპუნი
  • არარეკომენდებულია ძალიან ცხიმიანი თმისთვის

სად ვიპოვოთ ასეთი შამპუნები?

გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს, რომლის შეძენაც ამაზონზე შეგიძლია. პროდუქტის შესაძენად დააწკაპუნე სახელწოდებაზე.

1. L’Oréal Paris

 

61OPf38J6nL._SL1500_

2009 წლიდან L’Oréal Paris ორი ტიპის სულფატებისგან თავისუფალ შამპუნებს უშვებს. EverPure შეღებილი თმისთვის და EverStrong – ყველა ტიპის თმისთვის.

2. DermOrganic Conditioning Shampoo

31WfH1DZCfL

ანტიოქსიდანტებით, ვიტამინ E-თი და არგანის ზეთით გამდიდრებული შამპუნი იცავს თმას თერმული ზემოქმედებისგან.

3. Sweet Baby Shampoo

4109ozCqPSL

სულფატებისგან თავისუფალი შამპუნი სპეციალურად ბავშვებისთვის. თუმცა დიდებსაც შეუძლიათ გამოყენება, განსაკუთრებით მათ, ვისაც ძალიან თხელი თმა აქვს.

4. Miracle Volumizing Shampoo

71BR2RhHhEL._SL1500_

შამპუნი მოცულობისთვის, რომელიც თმას კვებავს, ანიჭებს მბზინვარებას და ამასთან, შეღებილი თმისთვისაცაა განკუთვნილი.

სულფატებისგან თავისუფალი შამპუნები, ისევე როგორც “ჩვეულებრივები”, ყველა ტიპის თმაზე ინდივიდუალურად მოქმედებს, ამიტომ თუ პირველივე ცდაზე არ მოგეწონა, კიდევ სცადე, რომელიმე აუცილებლად მოუხდება შენს თმას.