დღეს, ვაჟა-ფშაველას 83-ში მდებარე სალონ “ირმა”-ს ვესტუმრე. სალონი გამოირჩევა პროფესიონალი მომსახურე პერსონალით.

ახალ სეზონთან დაკავშირებით ჩვენს ცხოვრებაში ახალი ვარცხნილობების მთელი სერია შემოიჭრა. პრობლემატური გახდა თმის მოვლა, ცვენა, წვა.

სწორედ ამ თემების შესახებ გავესაუბრე და რჩევები ვკითხე სალონ “ირმა”-ში მომუშავე ყველაზე სტაჟიან და საკმაოდ გამოცდილ სტლისტს სუსანა არუთინიანს.

სალონი “ირმა”

 

ახალი სეზონი. ახალი ვარცხნილობები. თმის მოვლისთვის რომელ შამპუნს გაუწევდით რეკომენდაციას Pink.ge-ს მომხმარებელს?

ჩვენი სალონი ფირმა “შვარცკოფთან” და  “ველასთან” თანამშრომლობს. კონკრეტული შამპუნის არჩევა დამოკიდებულია თმის ხარისხზე, არ არსებობს კარგი და ცუდი შამპუნი, არსებობს თმისთვის გამოსადეგი და გამოუსადეგარი.

ახალ სეზონზე რა სტილის ვარცხნილობებია აქტუალური?

სეზონზე ყველაზე მოთხოვნადი ვარცხნილობაა ე.წ: “პოდიუმი”. წინა წლისგან განსხვავებით გრძელი თმა არც თუ ისე აქტუალურია.
ისევე, როგორც გასულ სეზონზე, ახლაც ტენდენციურია “კარე,” და “კრისტინკა.” წინა წლისგან განსხვავებით ამ წელს ნაკლები მოთხოვნაა “მელირებაზე,” რაც მსოფლიო მოდაზეც ნათლად აისახება.მსოფლიო მოდაში აგრეთვე აქტუალურია ნატურალური ქერა თმა(და არა ყვითელი).

სახლის პირობებში რა ხერხით შეიძლება ქერტლთან ბრძოლა?

როგორც ქერტლთან ბრძოლისთვის,ისევე თმის სწრაფად ზრდისთვის, მაქვს ნიღბის რეპეცტი,რომლის დამზადება და მოხმარება სახლის პირობებში აბსოლუტურად შესაძლებელია:

ერთ წილ ზეითუნის ზეთს გავაზავებთ მის ნახევარ რაოდენობის აბუსალათინის ზეთში, გავათბობთ და შემდეგ ჩავუმატებთ კაფსულებში მოთავსებულ “A,” “B” და “E” ვიტამინებს. მასას შევიზილავთ თმის ძირებში და გავიჩერებთ ორი საათის განმავლობაში. მოცემული ნიღაბი ასევე ხელს უწყობს თმის ზრდასაც.

თმის ბზინვარებისთვის რა ხერხს შეიძლება მივმართოთ?

ძალიან სწრაფი შედეგი მოაქვს “შვარცკოფის” ლოსიონს, რომელიც იდეალურ ბზინვარებას ანიჭებს თმას.

როგორ შეგვიძლია მოვუაროთ პრობლემატურ თმას?
პრობლემატურში ვგულისხმობ ცვენად,მსხვრევად და დამწვარ თმას. 

პირველ რიგში, ასეთი საფრთხის წინაშე მყოფი თმა უნდა მოვარიდოთ დღე გამოშვებით დაბანას.  დაბანის პროცედურა კვირაში ერთხელაც სრულიად საკმარისია, ასევე უნდა მოვარიდოთ თმა ცხელ წყალსაც.

აგრეთვე არაა რეკომენდირებული ,ჟელატინის , ე.წ “მუსის” ხმარება ,რომელიც აშრობს თმას და მისი ხშირი ხმარება იწვევს თმის ძირების მტვრევას და ცვენას.  ხშირად თმის სწორება პრობლემას უორმაგებს ცვენად თმას. ფენის ხმარებისას ტემპერატურა აუცილებელია დაარეგულიროთ, რადგან ძალიან ცხელი ორთქლი აშრობს თმას.

თუ მაინც განაგრძობთ თმაზე ჟელატინის ხმარებას, ეცადეთ წაისვათ თმის სიგრძეზე და არა ძირებში.

როგორ გავუფრთხილდეთ ცხიმიან თმას?

სამწუხარო ფაქტია, რომ არ არსებობს ისეთი საშუალება,რომელიც ცხიმიან თმას მშრალად გარდაქმნის. თუ გვინდა,რომ ამგვარი თმა მიმზიდველად და ჯანმრთელად გამოიყურებოდეს ამისთვის საჭიროა მისი ხშირი ბანვა.

დაზიანებული თმა

რაიმე კონკრეტული პროცედურა არსებობს პრობლემატური თმის გასაუმჯობესებლად?

რა თქმა უნდა!  შემიძლია ვურჩიო თქვენს მკითხველს ის პროცედურა, რომელსაც ყველანაირი თმის ხარისხის განურჩევლად საოცრად კარგი შედეგი მოაქვს.

რეცეპტი:

გავხსნათ ერთი ჩაის კოვზი ბალზამი ნახევარ ლიტრ ცხელ წყალში, გავაჩეროთ 5 წუთი. პროცედურის შემდგომ წყალში გაზავებული ბალზამი გადავივლოთ სუფთა თმაზე.
რამდენიმე ასეთი პროცედურის შემდეგ იხილავთ ბრწყინვალე შედეგს. პროცედურა უკმკლავდება თმის წვას, ცვენადობას, მტვრევადობას და აგრეთვე თმის დამწვრობას. პრობლემატური თმისთვის უმჯობესია, ფირმული ბალზამის გამოყენებას ჩაენაცვლოს მცენარეული ბალზამი.

რომელ მცენარეულ ბალზამს შეგიძლიათ გაუწიოთ რეკომენდაცია?

“სტიმულიტს,” რომელსაც პირადად მოვიხმარ. მისი მოკითხვა აფთიაქებშია შესაძლებელი.

ხშირად ისმის პრობლემა მუქი თმის გაღიავებასთან დაკავშირებით. როგორც წესი, სალონებში თმის გაღიავების პროცესით კლიენტი სასურველ შედეგს ვერ იღებს. რას იტყვით ამაზე?

ძალიან მტკივნეული თემაა (იცინის).  როდესაც კლიენტი გაკითხავს სახლის პირობებში შეღებილი თმით (რაც ყველაზე ხშირია),  შეუძლებელია ის ერთ ან ორ დღეში გავაღიაოთ და “დავსვათ” ერთ ფერზე. პროცესი ნელ-ნელა მიდის. რამდენიმე ვიზიტია საჭირო სალონში სასურველი შედეგის მისაღწევად.