ჯენიფერ ენისტონი მუდამ მიმზიდველად გამოიყურება, მისი კალიფორნიული სტილი საკმაოდ ადვილი გასამეორებელია, ჰოლივუდელი ყველაზე “ცხელი” ქალბატონი გვაძლევს სტილის რჩევებს.

იმედია ეს ”გაკვეთილები” ჯენიფერ ენისტონისგან დაგეხმარებათ საკუთარი სტილის შექმნაში.

შიშველი

როცა საქმე მაკიაჟს ეხება, ენისტონი ბუნებრივ მაკიაჟს ანიჭებს უპირატესობას, არავითარი ”დრამის დედოფალი” და მუქი ფერები, ხორცისფერი ტუჩსაცხი და კრემისფერ-ყავისფერი თვალის ჩრდილები მას დახვეწილ, ბუნებრივ სილამაზეს ანიჭებს.

ბუნებრივი მაკიაჟი მუდამ მოდურია.

იყავი აქტიური

ჯენიფერი ყოველთვის ვერ ატარებს საათებს სატრენაჟორო დარბაზში, კალორიების დასაწვავად და ფიგურის შესანარჩუნებლად.

ის უბრალოდ დარბის, ასევე  უყვარს იოგა.

აჩვენე შენი თავი საუკეთესო მხრიდან

ჯენიფერმა იცის საკუთარი თავის წარდგენა საუკეთესო რაკურსით. ის ყოველთვის უსვამს ხაზს თავის მოხდენილ ფიგურას.

დალიე რაც შეიძლება მეტი წყალი

 “მე ვსვამ დაახლოებით ორ ლიტრ წყალს დღის განმავლობაში” – ამბობს ენისტონი. რჩევა: თუ შენთვის წყლის დალევა იგივეა, რაც წამლის მიღება, მაშინ წყალი ჩაანაცვლე სტაფილოს, ფორთოხლის, გრეიფრუტის ან ანანასის ნატურალური წვენით (შაქრის დანამატების გარეშე). შედეგი იგივე იქნება.

ცხენის კუდი

მისი სტილისტის, კრის მაკმილანის განცხადებით, ჯენიფერი ყველაზე კომფორტულად თავს აწეულ თმაში გრძნობს, აიწიე თმები მაღლა, ზუსტად  კეფამდე.

იბზინე, მაგრამ არ იკაშკაშო

მან ზუსტად იცის რა ტონალობის რუჟი უხდება სახეს და რა ანიჭებს მას ახალგაზრდულ იერს.  ის მუდამ ანათებს მაგრამ ნორმის ფარგლებში.

არ უღალატო სტილს

მსახიობს უყვარს გაშლილი თმის ტარება, მისი თმა ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება და იდეალურად გლუვია.