სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული ძირეული ცვლილებებით უკეთ სარგებლობისთვის, აუცილებელია, კარგად იცნობდე შენს უფლებებს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებისას, შენ უფლება გაქვს თავად აირჩიო კლინიკა, რომელშიც გსურს, რომ გაგეწიოს შესაბამისი სამედიცინო მოსახურება. თუ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გუნდი წინააღმდეგობას გაგიწევს, დაუყოვნებლივ მიმართე ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს (1505). გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად კი უნდა მიმართო პირველადად ოჯახის, სოფლის, ან უბნის ექიმს.

Gift

რას აფინანსებს სახელმწიფო?

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას:

1.1. ამბულატორიული მომსახურება (გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ პირველადად ოჯახის ან სოფლის, ან უბნის ექიმთან მიმართვის საფუძველზე), (სოფლის ექიმის/ექთნის მომსახურება განხორციელდება ჯანდაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში):

1.1.1. ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში, კრეატინინი, ჰემოგლობინი, განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე, ორსულობის ტესტი;

1.2. სტაციონარული მომსახურება:

1.2.1. მშობიარობა: ლიმიტი – 500 ლარი;

1.2.2. საკეისრო კვეთა: ლიმიტი – 800 ლარი;

1.2.3. გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, მათ შორის, გართულებულ ორსულობასთან, მშობიარობასა და ლოგინობის ხანასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია;

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის პროგრამა ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას:

2.1. გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, მათ შორის, გართულებულ ორსულობასთან, მშობიარობასა და ლოგინობის ხანასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია, ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 20%-ის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, გარდა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილების ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა (საპენსიო ასაკის პირები), რომელთათვისაც თანაგადახდა შეადგენს 10%-ს.

2.2. მშობიარობა (საკეისრო კვეთის ჩათვლით) – ლიმიტი 500 ლარი ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 20%-ის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან;

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის პროგრამა ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას:

3.1. ამბულატორიული მომსახურება (გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ პირველადად ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმთან მიმართვის საფუძველზე):

3.1.1. ქვემოთ ჩამოთვლილი ექიმ-სპეციალისტების მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმის დანიშნულებით: ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი – ითვალისწინებს ასანა-ზღა-ურებელი თანხის 30%-ის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან;

3.2. სტაციონარული მომსახურება:

3.2.1. მშობიარობა – ლიმიტი 500 ლარი;

3.2.2. საკეისრო კვეთა – ლიმიტი 800 ლარი.

ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებს უნაზღაურდებათ:

4.1. ამბულატორიული მომსახურება (გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ პირველადად ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმთან მიმართვის საფუძველზე):

4.1.1. ქვემოთ ჩამოთვლილი ექიმ-სპეციალისტების მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმის დანიშნულებით: ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი – ანაზღაურდება სრულად;

4.2. სტაციონარული მომსახურება:

4.2.1. მშობიარობა – ლიმიტი 500 ლარი;

4.2.2. საკეისრო კვეთა – ლიმიტი 800 ლარი.

Patents

ვინ არიან სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული მოსარგებლეები/ბენეფიციარები:

1. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემსბრის №218 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლე:

  • ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“, მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს;
  • 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახები, რომლებიც განსახლებულ იქნენ სახელმწიფოს ან სხვა იურიდიული პირების მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ადგილებში;
  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებების, დედათა და ბავშვთა თავშესაფრებისა და სათემო ორგანიზაციების ბენეფიციარები;
  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ტერიტორიულ ერთეულებში (ფილიალებში):
  • ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში, ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში მცხოვრები ბენეფიციარები; ა.დ.ბ) დასაქმებული უფროსი აღმზრდელები და აღმზრდელები;
  • რეინტეგრაციაში ან მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები, რომელთა გამოც ოჯახები იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურებას;
  • სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და რუსთაველის პრემიის ლაურეატები;
  • ამ დადგენილების მე-4 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები;
  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები ოჯახები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული სიის შესაბამისად.

2. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლე

ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში:

  • 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვები;
  • 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა);
  • 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა);
  • სტუდენტები;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები;
  • მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

3. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლე:

  • 218–ე დადგენილებით მოსარგებლისა;
  • 165–ე დადგენილებით მოსარგებლეებისა;
  • 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული პირებისა;
  • იმ ბრალდებული/მსჯავრდებული პირებისა, რომლებიც იმყოფებიან პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

4. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების N1.4. დანართით განსაზღვრული მოსარგებლე პირები – ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანები.

იმ შემთხვევაში, თუ პირი ერთდროულად მიეკუთვნება ზემოჩამოთვლილთაგან ერთზე მეტ კატეგორიას, მაშინ კატეგორიებისთვის მიკუთვნება მოხდება შემდეგი რიგითობის მიხედვით:

  1. 218–ე დადგენილების მოსარგებლეები;
  2. ვეტერანები;
  3. საპენსიო ასაკი;
  4. შშმპ სტატუსი;
  5. სხვა დანარჩენი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს – 1505.