მე თქვენ თითქმის მთელი ისტორია მოგიყევით , ახლა კი ბოლო დღეების ჯერია

აქვე შეგახსენებთ კიდევ ერთხელ –

თვითნებურად ამის გამეორება დაუშვებელია!!!

დღე 18:

უკვე კუჭი მაწუხებს რაღაცნაირად.

არა, კი არ მტკივა ან რამე, აი უბრალოდ ვგრძნობ სად არის მუცლის ღრუში განთავსებული – ფრიად უსიამოვნო შეგრძნებაა სიმართლე რომ ვთქვა.

დღე 19:

დასასრული

დღეს ძალიან აქტიურად ვიმოძრავე, ძალიან დავიღალე, მაგრამ უმოძრაობა საერთოდ მკლავს.

სულ ცოტა დამრჩა, სულ ცოტა.

მართალია თავს ბუმბულივით მჩატედ ვგრძნობ და საერთოდაც არის ამაში რაღაც ძალიან მუღამიანი, მაგრამ მაინც რთულია.

ისე როგორც იტყვიან “ჩიტი ბრდღვნად ღირს!”

დღე 20:

ბოლოს წინა დღე. უამრავი ვიბოდიალე. დავიღალე, ისედაც დაღლილი.

მიზანი თითქმის მიღწეულია, ფაქტიურად საწუწუნოც აღარაფერი დამრჩა.

დღე 21:

YEEEEEEEEEEEEE!!

დასრულდა. ბოლო ციკლიც მიილია. დღე უკანასკნელი.

მაქვს დისკომფორტი ისევ კუჭის გამო, მაგრამ ეგ უკვე აღარაფრად მეჩვენება.

ახლა ისევ თვიდან უნდა დავიწყო ჭამა. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

მე აუცილებლად გავიმეორებ ამ ყველაფერს ისევ!

ფინიში

მაშ ასე სრული 21 დღე ვიშიმშილე (ვცხოვრობდი რა გმოხდილ წყალზე მხოლოდ!) და მერე 21 დღე სულ თავიდან ვსწავლობდი ჭამას, ზუსტად ისე როგორც ჩვილი ბავშვები. ჯერ წვენებით დავიწყე შემდეგ მცირე ულუფა მსუბუქი საკვებით და ყველა ეტაპი გავიარე რასაც ბავშვობაში თითოეული ჩვენგანი გადის.

კუჭი საგრძნობლად მაქვს დაპატარავებული, მოქმედებაც ნელ – ნელა აღმიდგა.

ჯამში წონაში 16 კილოგრამამდე დავიკელი, ჩიყვის ფუნქცია თითქმის ნორმას დაუბრუნდა – ესეიგი ეს ყველაფერი ამად ღირდა.

მერწმუნეთ მთავარია მონდომება – სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია!!

თუმცა გაფრთხილებთ – თვითნებურად ამ ყველაფრის გამეორება საშიშია!!