მე თქვენ უკვე საკმარისად ბევრი მოგიყევით დასაწყისის შესახებ , ახლა კი ისევ გავაგრძელებ დანარჩენი დღეების ისტორიას.

აქვე შეგახსენებთ კიდევ ერთხელ –

თვითნებურად ამის გამეორება დაუშვებელია!!!

დღე 13:

მთელი დღე გარე – გარე დავეხეტები. მიუხედავად იმისა, რომ ძლივს დავჩანჩალებ – ერთ ადგილას მაინც ვერ ვჩერდები.

დაღლა

დღე 14:

მეორე ციკლის დასასრული. უკვე იმაზე მეტად მოდუნებული მაქვს სხეული ვიდრე ვისურვებდი. სულ მცივა და სულ დაღლილი ვარ, უმეტესწილად მძინავს.

დამრჩა ბოლო 7 დღიანი ციკლი. ფაქტიურად ვეღარ ვსვამ წყალს. რამდენიმე ყლუპის შემდეგ ისე ვიყეყები, თითქოს ერთი ქორწილის სამყოფი სუფრა მეჭამოს.

გამორეცხვები – SUCKS

დღე 15:

აუცილებლად უნდა გავიდე ბოლომდე მაგრამ ეს უკვე ძალიან ძნელი ხდება. ყველაზე და ყველაფერზე გაცეცხლებული ვარ!

დარჩა 6 დღე!

დღე 16:

აღარ მინდა!

გული მერევა!

სუსტად ვარ!

დაღლილი ვარ!

ვაიმე.

განწყობა

დღე 17:

საოცარია…

ნუთუ შიმშილობა რაღაც ახალი თავგადასავალის მომასწავებელია?

იქნებ როცა რაღაცას თმობ სხვა რამეს იღებ? იქნებ დამთხვევაა და მე შეცდომით ვაკავშირებ?

სულ რაღაც 4 დღე დარჩა. ახლა ვხვდები რატომ მეუბნებოდა დედა საკმაოდ რთულია 21 დღეო, მართალი ყოფილა, მაგრამ რადგან ვთქვი უნდა გავაკეთო კიდეც – შუაში მიტოვება ვის გაუგონია. თანაც ასე არ შეიძლება შეწყვეტა – რამდენი დღეც ვიშიმშილე იმდენივე დღე მინდა ჭამის თავიდან დასაწყებად.