მე თქვენ უკვე მოგიყევით პირველი ციკლის შესახებ პირველ და მეორე  ნაწილში, ახლა კი გავაგრძელებ დანარჩენი დღეების ისტორიას.

აქვე შეგახსენებთ კიდევ ერთხელ –

თვითნებურად ამის გამეორება დაუშვებელია!!!

დღე 8:

As Good As Possible. არაფერ განსაკუთრებულიც არ ხდება. ისევ დაღლილი ვარ, ისევ მიბჟუის კუნთები, ყელში ამომივიდა გამოხდილი წყალი. საერთოდ შიმშილობა რომ დავიწყე დღეში 2 ლიტრი წყალი ნორმა იყო , ახლა 1-ს ძლივს ვსვამ, კუჭიც დამიპატარავდა და ვეღარ იტევს.

ისე აღმოვაჩინე რომ როდესაც არ ჭამ – ბევრი დრო გაქვს, ძალიან ბევრი (არ გიწევს საჭმლის მზადება და ჭამაში დროის დახარჯვა, ასევე არ გიწევს ფეკალიებისგან გათავისუფლებაში დროის დახარჯვა)

მშიერი განწყობა

დღე 9:

ახლა მგონი წუწუნის პერიოდი დამიდგა.

დაღლა! დაღლა! და დაღლა! საკმაოდ რთულია რაიმეზე კონცენტრირება, წაკითხვასაც კი ვერ ვახერხებ, თავში არაფერი შემდის.

ხასიათიც უფრო და უფრო მყრალი მიხდება. ახლა ვხვდები კაცები სამსახურდან დაბრუნებისას რატომ არიან ავები სანამ არ შეჭამენ.

დღე 10:

რაოდენ საოცარიც არ უნდ იყოს დღეს კუჭის მოქმედება შეიმჩნეოდა ჩემს ორგანიზმში, სასწაულია პირდაპირ – შიმშილობის ამ ეტაპზე.

ორგანიზმი ცოტა ენერგიას გამოიმუშავებს და ”დაბალ აბაროტებზე” მუშაობს , შესაბამისად სხეულის ტემპერატურაც დაბალია და სულ მცივა (ესეთი რამე ჩემს ცხოვრებაში იშვიათად ხდება)

წონა არ ვიცი რამდენი დამაკლდა, ვიზუალურად – მოცულობაში კი საკმაოდ ბევრი.

უწი პუწი

დღე 11:

გამოფენა

უწი პუწი

გულიკები

დაღლა

დღე 12:

ადამიანები ჩემს გარშემო აღფრთოვანებულები არიან, უკვირთ, მეკითხებიან რაღაცეებს, რჩევებსაც კი მაძლევენ.

დღეს, მიუხედავად იმისა რომ არ ვჭამ – ძალიან გემრიელი სალათი გავაკეთე.

სალათი

მართალია ვერ ვსინჯავდი , მაგრამ მაინც მაგარი გამომივიდა – ნიჭიერი ვარ , რეცეპტი კი ძალიან მარტივია:

  • ნახევარი თავი კომბოსტო
  • მუხუდოს კონსერვი
  • წიწაკის მწნილი
  • ყველი (უმარილო)
  • მოხრშული სოსისი ან სარდელი
  • მაიონეზი
  • სუნელები, პილპილი და მარილი.

მოკლედ ყველა აღფრთოვანდა (მე ვერ ვსინჯავ) ჰოდა ესეიგი კარგი გამოვიდა ნამდვილად.