ბლოგპოსტების ამ სერიაში მოგიყვებთ იმის შესახებ, თუ როგორ ვიშიმშილე 21 სრული დღე.

მერწმუნეთ ეს არც ისე რთულია, მაგრამ თვითნებურად ამის გაკეთება დაუშვებელია, ჯამრთელობისთვის საზიანო და სიცოცხლისათვის საშიში.

21 დღე მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ ვყავი და თან დღიურს ვაწარმოებდი, რომ შემდეგ კარგად დავკვირვებოდი ცვლილებებსა და შედეგებს.

მაშ ასე გთავაზობთ პოსტების სერიას : ჩემი შიმშილობის დღიური

რეალურად ეს ყველაფერი გავაკეთე ჩიყვის ფუნქციის აღსადგენად და წონაში დასაკლებად ერთდროულად!
შეგახსენებთ კიდევ ერთხელ –

თვითნებურად ამის გამეორება დაუშვებელია!!!

დღე 1:

დილიდან დავიწყე გამოხდილი წყლით. მეტი არაფერი არც შეიძლება,

გამოხდილი წყალი

სიგარეტსაც თავი დავანებე. ფაქტიურად სიგიჟეა – ჭამა და მოწევა ერთბაშად მივატოვე. კარგად ვგრძნობ თავს. გარშემომყოფები გიჟს მეძახიან და ჰგონიათ, რომ მოვკვდები. ვერ მივართვი – ბოლომდე მივიყვან დაწყებულ საქმეს.

დღეს პირველად უნდა გამეკეთებინა კუჭ-ნაწლავის გამორეცხვა , არ გავაკეთე. ეს ყველაზე საშინელი ნაწილია შიმშილობის. სხვა ყველაფერს მარტივად ავიტან, მაგრამ ეს მძაგს.

დღე 2:

გვიანობამდე მეძინა და თავის ტკივილით გავიღვიძე. საწოლის გვერდზე 2 ლიტრი გამოხდილი წყალი დამხვდა. არაფრის გემო არ აქვს ამ წყალს , თანაც ცივის დალევაც არ შეიძლება, აუცილებლად ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს, ფუჰ საშინელებაა – თანაც ორივე ლიტრი უნდა დავლიო დღეს.

გული არ მერევა, არც თავბრუს ხვევა მაქვს, თუმცა საჭმლის სუნებზე შეგრძნებები გამიმძაფრდა.

გამორეცხვები საშინელებაა – სისასტიკე, თუმცა რამდენი სიბინძურე გროვდება თურმე ორგანიზმში ვერ წარმოიდგენთ.

არაჯანსაღი საკვები

დღე 3:

გმირი ვარ! დღეს მე დაბადების დღეზე ვიყავი მეგობართან და ხელიც კი არ წამცდენია არაფერზე.

ეგ კი არა, არც ნერწყვი წამომდენია და არც კუჭი ამწანწალებია, მშვიდად ვუმზერდი სუფრას.

სახლში მოსვლისას კიდევ ერთი ”ინფარქტი” დამხვდა ლახათლუხუმის სახით – მაგასაც გავუძელი.

დღეს გულძმარვა მქონდა დილით, თუმცა მალევე გამიარა. კუჭი ჯერ ვერ მიხვდა, რომ საჭმელი უნდა დაივიწყოს ცოტა ხნით.