0804-bust-a-move

ვარჯიში, სირბილი, ფიტნესი ძალიან კარგია ფიგურისთვის, მაგრამ აუცილებლად უნდა გახსოვდეს, რომ სპეციალური ბიუსტჰალტერის გარეშე მკერდს შეიძლება ზიანი მიაყენო. ჩვეულებრივი ლიფები როგორც წესი, უხეშია და  აქტიურ მოძრაობაზე არაა გათვლილი. ვერც მკერდს აფიქსირებს კარგად და მიკროტრავმების მიღების შანსიც საკმაოდ მაღალია. მართალია, სპორტული  ბიუსტჰალტერი ჩვეულებრივზე ცოტა უფრო ძვირია, მაგრამ სამაგიეროდ მიღებული  კომფორტი ნამდვილად ღირს ამად.

სპორტული ბიუსტჰალტერების არჩევანი ძალიან დიდია. არსებობს ბრეტელებიანი, უბრეტელო, შესაკრავიანი, მთლიანი, მკერდის ზომაში შემამცირებელი, უკეთ დამაფიქსირებელი და ა.შ. ტიპის მოდელები. სხვადასხვა აქტივობას სპეციფური ტიპის ბიუსტჰალტერები შეესაბამება, ხშირად სხვადასხვა ფუნქციების კომბინაციებით. მე მხოლოდ ზოგად მიმოხილვას შემოგთავაზებ, რომელიც დაგეხმარება უკეთ გაერკვე ამ ყველაფერში და შენთვის ოპტიმალური ვარიანტი შეარჩიო.

რომელი ტიპის ბიუსტჰალტერია შენთვის საუკეთესო:

PicMonkey Collage3

Racerback თუ ბრეტელები?

თუ შენი მკერდის ზომა B და პატარაა, მაშინ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თუ შენი მკერდის ზომა B და მეტია, მაშინ უმჯობესია ბრეტელებიანი, რადგან ის უკეთ აფიქსირებს მკერდს. ბრეტელები ჯობია განიერი იყოს.

 PicMonkey Collage

კომპრესია თუ კარგი ფიქსაცია?

კომპრესია (Compression) ასეთი ლიფები A და B ზომისთვისაა საუკეთესო. მკერდის დაფიქსირება ქსოვილის ელასტიურობის ხარჯზე ხდება .  მაგალითად, Panache Women’s Underwired Sports Bra.

კომპრესია/ენკაფსულაცია (Compression/encapsulation ) : ასეთი ტიპის ლიფები C და D ზომებისთვისაა კარგი. ეს კომბინაცია ერთი მხრივ კომფორტულია, მეორე მხრივ უკეთესი ფიქსაცია აქვს.  მაგალითად Moving Comfort Women’s Calli Bra

ენკაფსულაცია (Encapsulation): საუკეთესოა D და DD ზომებისთვის. ასეთ ლიფებში სათითაო “ჩაშკებია” მკერდისთვის. კომპერესია აქ გათვალისწინებული არაა. (მოდელები ძალიან გავს ჩვენს ყოველდღიურ ლიფებს). ასეთია Champion Women’s Powerback Under Wire Sports Bra

PicMonkey Collage2

მთლიანი თუ შესაკრავიანი?

მთლიანი ლიფი უკეთ ფარავს ზურგს, თუმცა მისი მორგება ბევრად უფრო რთულია, რადგან ზომის დარეგულირება შეუძლებელია. ასეთი ლიფები პატარა ზომის მკერდისთვისაა იდეალური, თან უფრო იაფიც ღირს.

შესაკრავიანი ლიფი დიდი ზომის მკერდის შემთხვევაში ჯობს, რადგან წელის ზომა რეგულირდება და ასეთი მოდელების უმეტესობას  რეგულირებადი ბრეტელებიც აქვს.

როგორ მივხვდეთ რომ ზუსტად მოგვერგო?

  • სპორტული ლიფი უფრო მჭიდროდ უნდა გეცვას, ვიდრე ჩვეულებრივი. თუმცა  ღრმად ჩასუნთქვისას ხელს არ უნდა გიშლიდეს.
  •  სამკლავეებზე, ნაკერების ან ბრეტელების ადგილას ქსოვილი კანს არ უნდა გიხეხავდეს. ანალოგიურად, შესაკრავები არ უნდა აღიზიანებდეს კანს, არ უნდა გერჭობოდეს და არანაირ დისკომფორტს არ უნდა გიქმნიდეს.
  • ბრეტელები არ უნდა “გერჭობოდეს” მხრებში.
  • იმისთვის, რომ არჩეული ზომის სისწორეში დარწმუნდე,  ხელები თავს ზემოთ აწიე. თუ ქვედა, ელასტიური ნაწილი ნეკნებს სრულად ვერ ფარავს, უფრო პატარა გარშემოწერილობა გჭირდება, ან ბრეტელებია დასარეგულირებელი.
  • ლიფის წინა ნაწილი, ე.წ. “ჩაშკები”,  ნაოჭებს არ უნდა იკეთებდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზომა შენთვის დიდია.
  • იმისთვის, რომ შეამოწმო, რამდენად კარგად აფიქსირებს ლიფი მკერდს, რამოდენიმეჯერ ახტი ადგილზე.

რამოდენიმე ზოგადი რჩევა

  • აარჩიე ისეთი მოდელები, რომლებიც სტანდარტული ზომების მიხედვით შეგიძლია იყიდო , მაგალითად  32A, 32 B დაა.შ. და არა “small” “medium” და ა.შ. ზომებში. ასეთი მოდელები უფრო ზუსტად ერგება ფიგურას.
  • ყურადღება მიაქციე ნაკერების განლაგებას. სწორად განლაგებული ნაკერების მეშვეობით მკერდის უკეთესი ფიქსაცია ხდება, აქტიური ვარჯიშისას კი ტრავმების  რისკი არ არსებობს.ზოგიერთ ბრენდს ისეთი მოდელებიც აქვს, რომელსაც მაისურის ჩაცმისას საერთოდ არ ეტყობა  ნაკერები. ასეთია Champion Women’s Cotton Fitness Bra.

untitled

  • აირჩიე სპეციალური მაღალტექნოლოგიური ქსოვილები, რომლებიც ტენს სწრაფად იწოვს  და მალე შრება. მაგალითად, სპეციალურად მორბენალთათვის, Shock Absorber Women’s Run Sports Bra
  • როდესაც არ იცი, რომელი ლიფი იყიდო,  უფრო გამძლე, მაღალი ფიქსაციის უნარის მქონე ლიფს მიანიჭე უპირატესობა.
  • მიიღე პროფესიონალის რჩევა.  თეთრეულის მაღაზიაში ყოველთვის არის კონსულტანტი, ვისაც შეუძლია დახმარება გაგიწიოს.
  • თუ გინდა რომ ერთი წელი მაინც გემსახუროს, რამდენიმე ლიფი იყიდე და მორიგეობით იხმარე. წინააღმდეგ შემთხვევაში ელასტიურობას მალე დაკარგავს.

sports-bras