ნებისმიერ ჩვენგანს (რეალურად განურჩევლად სქესის, ასაკის თუ სხვა მახასიათებლისა) ზოგჯერ , თანაც გვიან ღამე- გვინდება ხოლმე რაიმე სასუსნაო.

ძირითადად ასეთი რამეები ძალიან ცუდად მოქმედებს წონასა და ზოგად ფიზიკურ მდგომარეობაზე, ამიტომ ამ სტატიაში შემოგთავაზებთ კალორიული გემრიელობის ჩანაცვლებას ნაკლებ საზიანო ალტერნატივებით.

გვინდა: შოკოლადში ამოვლებული “ესკიმო” ნაყინი
ვანაცვლებთ: გაყინული ბანანით ჯოხზე

რეცეპტი:

გაფცქვნილი ბანანის ნახევარში ვათავსებთ ხის ჯოხს.  ვავლებთ წვრილად დახეხილ მუქი შოკოლადის ფანტელში (ან ცხიმგაცლილი ვაფლის ფანტელში), ვახვევთ ფოლგაში და ვყინავთ.

შედარება:

ჩვეულებრივი შოკოლადში ამოვლებული ნაყინი: 290 კალორია, 20 გრამი ცხიმი

გაყინული ბანანი ჯოხზე: 70 კალორია და 1 გრამამდე ცხიმი

 

გაყინული ბანანი
გაყინული ბანანი

გვინდა: ეკლერი (მოხარშული კრემით)
ვანაცვლებთ: ფენოვანი ნამცხვრით

რეცეპტი:

შუაზე ვყოფთ ფენოვან ნამცხვარს (გავრცელებულს როგორც ნამცხვარი ”ენა” ან ”ქალის თითები”) შუაზე, ვასხამთ მთელს სიგრძეზე ვანილის პუდინგს ( იყიდება სუპერმარკეტებში, იოგურტის მსგავსად დაფასოებული) ისევ ვკრავთ  ნამცხვარს.

შედარება:

ეკლერი: 260 კალორია, 16 გრამი ცხიმი

ფენოვანი ნამცხვარი პუდინგით: 55 კალორია, 1 გრამზე ნაკლები ცხიმი

”ენა”

გვინდა: თხლად დაჭრილი კარტოფილის ”ჩიპსები”
ვანაცვლებთ: სწრაფად დამზადებადი სახრამუნოთი

რეცეპტი:

ვიყენებთ მიკროტალღური ღუმლის შეწვის ფუნქციას. ვჭრით გაუფცქვნელ კარტოფილს თხელ, მრგვალ ნაჭრებად. ვაწყობთ ღუმელში, ვამარილებთ და თითო მხარეს ვბრაწავთ 5-დან 6 წუთამდე. ორივე მხარის ოქროსფრამდე შებრაწვის შემდეგ ვიღებთ და ველოდებით 1 წუთი გაგრილებას.

შედარება:

კარტოფილის ”ჩიფსები”: 105 კალორია, 7 გრამი ცხიმი ( 12 ცალზე)

სწრაფი სახრამუნო: 15 კალორია, 0 გრამი  ცხიმი (ერთ კარტოფილზე)

სახრამუნო