იოგურტის პარფე (parfait-ფრანგული სიტყვაა და ქართულად სრულყოფილს, სრულქმნილს ნიშნავს, ინგლ.-perfect) – ეს არის შენი სილამაზის, ჯანმრთელობის, გახდომის და უბრალოდ გემრიელობის რეცეპტი! ეს შესანიშნავი ალტერნატივაა კარაქის და პურის, რომელიც შეიძლება გემრიელია, მაგრამ ყოველთვის კარგი არ არის შენი ჯანმრთელობისთვის. ასევე ზედმეტად მიღებული ცხიმები და ნაშხირწყლები შენს ფიგურაზე დადებითად არ აისახება.

ძალიან ძნელია მავნე ჩვევებისთვის თავის დანებება მაგრამ დამიჯერე არ ინანებ თუ იოგურტის პარფეს გაიმზადებ და კვირაში ორჯერ ან სამჯერ მაინც ამით კარაქიან პურს ჩაანაცვლებ. შენი დღე არა მარტო ჯანმრთელად, ტკბილად დალამაზად დაიწყება.

იოგურტის პარფე მზადდება ვანილიანი იოგურტით (დაბალი ცხიმის შემცველი), ხილით, უმეტესწილად მარწყვით, სხვადასხვა სახის კენკრით და გრანოლათი. გრანოლა შვრიის, შაქრის, ქოქოსის, ქიშმიშის მშრალი ნარევი გახლავთ.  სასურველია ნაკლებ – ცხიმიანი და ნაკლებ- შაქრიანი შემცველობის გრანოლა შეარჩიოთ.

რა დაგჭირდება?

  • ვანილის იოგურტი ან ვანილის ფხვნილით გაზავებული მაწონი
  • კენკრეული- ან ხილი შენი გემოვნებით
  • გრანოლა

დამატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ

  • თხილეული- ნუში, ნიგოზი, „ფისთაშკები“
  • ტკბილეულობა- M&M-ი, სახეხზე გაცრილი ფილა შოკოლადი, თაფლი, ნუტელა, ჯემი.

მაგრამ ფრთხილად- ზომიერება დაიცავი იმ შემთხვევაში თუ შენს რაციონს აკონტროლებ და გახდომა გსურს!

ესთეტიური მხარე ძალზედ მნიშვნელოვანია. შეამჩნიე ალბათ რომ იოგურტის პარფე გამჭირვალე ჭიქაში თავსდება და სასურველია ხილი, იოგურტი, გრანოლა და სხვა ნაწილები რასაც გაურევ ფენა-ფენა მოათავსო ერთი მეორეს მიყოლებით. რა თქმა უნდა შეზღუდვები არ არსებობს, შეგიძლია ვანილის იოგურტი მარწყვისათით ჩაანაცვლო, ასევე გრანოლას ნაცვლად მიუსლი მოაყარო იოგურტს.

შენი სურვილისამებრ და უსაზღვრო ფანტაზიით გაიმზადე დილას უგემრიელესი საუზმე და დაიკელი წონაში. მოიწყვე საკუთარი თავისთვის დღესასწაული. გახსოვდეს რომ კარგი განწყობით დაწყებულუ დღე წარმატების საწინდარია.