Home თავის მოვლა

ქალი ყველა სეზონზე შეუდარებლად უნდა გამოიყურებოდეს და თუ კანი წესრიგში არაა, ეს პრობლემად იქცევა ხოლმე. ყველამ უნდა გაითვალისწონოს, რომ ზამთარში  კანს ცოტა განსხვავებული მოვლა ესაჭიროება, რომ თავიდან ავიცილოთ გამოშრობა და ჯანმრთელი იერიც შევინარჩუნოთ.

სახის კანი

საუკეთესო გამოსავალი ამ დროს საცხის ან სპეციალური სპრეის გამოყენებაა. გაითვალისწინე, რომ საცხი სახლიდან გასვლანდე 40 წუთით ან 1 საათით ადრე მაინც უნდა გამოიყენო. სხვა შემთხვევაში კანი უფრო მეტად დაზიანდება, ვიდრე სარგებელს მიიღებს.

00066990

კანის დასატენიანებლად შეგვიძლია შინაური მკვებავი ნიღბების გამოყენებაც. გაითვალისწინე, რომ უნჯობესია, ნიღბის გაკეთებამდე 5 წუთით ადრე და მოცილების შემდეგ კანზე დაიფინო თბილი, პიტნის ან გვირილის ნაყენში დასველებული ხელსახოცი. ასე შენი კანი სასარგებლო ნივთიერებებს უკეთესად შეიწოვს. ნიღბები რეკომენდირებულია არაუმეტეს 2-ჯერ კვირაში.

კვერცხიანი და ზეთიანი ნიღაბი

დაჭიმულობისა და კანის აქერცვლისაგან კვერცხი და მცენარეული ზეთი გიხსნის. 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ნებისმიერი მცენარეული ზეთი, 2 ჩაის კოვზი ხილის წვენი ან თაფლი და ამდენივე ხაჭო გადაურიე ერთმანეთში და დაიტანე სახეზე. ნიღაბი 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანე თბილი წყლით. თუ ალერგიული ხარ, ან კრუპეროზი (კაპილარული “ვარსკვლავების” გაჩენა კანზე) გაწუხებს, თაფლს ნუ გამოიყენებ.

ვაშლის ნიღაბი

გახეხილ ვაშლს დაუმატე 1 კვერცხის გული და 1 ჩაის კოვზი გლიცერინი. 20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანე.

კანი კისერზე

zimaბეწვიანი საყელოები, სვიტერები, შალის სამოსი აღიზიანებს მგრძნობიარე კანს კისერზე, დროთა განმავლობაში კი ის შრება, იქერცლება და ნაადრევი ნაოჭებიც ჩნდება. საერთოდაც, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყელის და დეკოლტეს კანი უფრო სწრაფად ბერდება, ვიდრე სახის, რამაც ჩვენი ასაკი შეიძლება გასცეს, თუ ქალი სხეულის ამ უბანს ნაკლებ ყურადღებას აქცევს. ამიტომ საჭიროა, ყელის მოვლისთვის განსაკუთრებული კოსმეტიკური საშუალებები გამოიყენო; ეს შეიძლება იყოს ცხიმიანი საცხი და შინაური ნიღბები მკვებავი და დამარბილებელი ეფექტებით. მაგალითად გამოგადგებათ მკვებავი ნიღაბი ბანანისაგან.

მკვებავი ნიღაბი ბანანისაგან

3 სუფრის კოვზ ბანანის რბილობს დაუმატე 2 სუფრის კოვზი მცენარეული ან ზეითუნის ზეთი. მასა კარგად აურიე, დაიტანე დეკოლტეზე და გაიჩერე 20 წუთს. ამ ნიღაბში ცხიმის ნაცვლად შეგიძლია, კვერცხის გული ან  1 ჩაის კოვზი თაფლიც  გამოიყენო. მასა თბილი წყლით ჩამოიბანე. ნიღაბი განკუთვნილია მშრალი და დანაოჭებისკენ მიდრეკილი კანისთვის.

გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი

გაათბე ნებისმიერი ზეთი კანისთვის სასიამოვნო ტემპერატურაზე, დაასველე მასში საფენი და დაიტენე დეკოლტესა და ყელზე. ზემოდან დაიფარე პოლიეთლენის პარკი და თბილი პირსდახოცი, რომ ზეთი კანმა კარგად შეიწოვოს. ნიღაბი გაიჩერე 20 წუთს და ნარჩენი ზეთი თბილი პირსახოცით მოიცილე. ეს ნიღაბი შეუდარებლად კვებავს, არბილებს და ტონუსს მატებს კანს.

ხელები

რაც შეეხება ხელების მოვლას ზამთარში, აქაც რამდენიმე გამონაკლისი მოქმედებს. ზაფხულისაგან განსხვავებით ზამთარში ხელის კანი ყინვისაგან იქერცლება, წითლდება და სკდება, ამიტომაც საღამოს მხოლოდ კრემის წასვლა საკმარისი არაა. საცხი უნდა დავიტანოთ ხელებზე დღეში რამდენჯერმე, სასურველია წყალთან ყოველი კონტაქტის შემდეგ. ეცადე, არ დაიბანო ხელი უშუალოდ ქუჩაში გასვლის წინ და ხელის საცხსაც ნუ დაივიწყებ.

ხელებისთვის იგივე ნიღბები შეგიძლია გამოიყენო, რაც კისრისა და დეკოლტესათვის.

ტანი

ცხელი აბაზანა ან შხაპი კანს ძალიან აშრობს, რადგანაც სისხლძარღვები ფართოვდება და შედეგად კანისთვის სასარგებლო ნივთიერებებიც იკარგება.  ცხიმიანი კანის მქონეთათვისაც კი ცხელი შხაპი უკუნაჩვენებია.

მსგავსი არასასურველი გავლენა აქვს კანზე ცივ წყალსაც, რასაც, საბოლოოდ, მშრალ კანამდე მივყავართ. ამიტომ შეეცადე, წყალი თბილი, ოთახის ტემპერატურასთან მიახლოებული იყოს.

რაც შეეხება კონტრასტულ შხაპს, ეს პროცედურა ზამთარშიც თავისუფლად შეგიძლია, ჩაიტარო. იგი ძალიან ეფექტურია და კანს ელასტიურობასა და სიმკვრივეს მატებს. თუმცა აუცილებლად გაითვალისწინე, რომ კონტრასტული შხაპი საღამოს უნდა მიიღო და არა დილას.

წყლის პროცედურების შემდეგ გამოიყენე სპეციალური ლოსიონები ან ზეთები. თუ ზამთარში კანი მეტისმეტად გიშრება, ყურადღება მიაქციე მათ შემადგენლობას. უკეთესი იქნება, თუ ლოსიონი ვიტამინების ნარევსა და სხვადასხვა მცენარის ზეთს შეიცავს.  water bottle

თუმცა მხოლოდ ლოსიონები და ნიღბები საკმარისი როდია. კანს შიგნიდანაც უნდა მივეხმაროთ. ამისთვის კი არსებობს ყველაზე მარტივი გზა, ყოველდღიურად საჭირო რაოდენობის სითხის,- 2ლ-მდე წყლის მიღება. წყალი მინერალურ ბალანსსაც აღგიდგენს, ნაოჭებისაგანაც დაგიცავს და სიმხნევესაც შეგმატებს.

ნიღბებს თუ გამოცდი, აუცილებლად მოგვწერე. არ შეუშინდე სიცივეს.

6 კომენტარი to this post
  1. შეგიძლიათ, ლიმონის შემცველი ნიღბები გამოიყენით. რაც შეეხება საცხებს, ეს ინდივიდუალური საკითხია. შემადგენლობას და კანის ტიპის აღნიშვნას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება შეძენისას, ურიგო არ იქნებოდა კოსმეტოლოგის კონსულტაციაც…

შენ რას იტყვი?