მითები ზამთარში კანის მოვლის შესახებ, რომლებიც არაფრის დიდებით არ უნდა დავიჯეროთ!

მითი: რაც უფრო სქელი კონსისტენციისაა კრემი, მით უფრო კარგად ატენიანებს

სინამდვილეში: კონცენტრირებული არ ნიშნავს საუკეთესოს, ლიპიდების დიდმა რაოდენობამ კი შეიძლება კანის მკვდარი უჯრედების აქერცვლას ხელი შეუშალოს, რაც კანის გაუფერულებას და არაჯანსაღ ფერს უზრუნველყოფს.

უკეთესი იქნება, თუ შრატებს (serum) გამოიყენებ, რომელიც კონცენტრირებულია, მაგრამ გაცილებით უფრო მსუბუქი სტრუქტურა აქვს და კარგადაც შეიწოვება.

მითი: ზამთრის ღრუბლიან დღეებში UV ფილტრიანი საშუალებების გამოყენება საჭირო არ არის

სინამდვილეში: ეს ასე არაა! SPF-იანი საშუალებები მუდმივად უნდა იხმარო, მთელი წლის განმავლობაში. ღრუბლები ულტრაიისფერი გამოსხვივებისაგან ვერ გიცავს, ამიტომ აარჩიე დამატენიანებელი კრემი SPF15 მაჩვენებლით მაინც.

მითი: ცხიმიანი კანი დამატენიანებელ საშუალებებს არ საჭიროებს

სინამდვილეში: სიცივე და ყინვა ყველა ტიპის კანს აზიანებს, მათ შორის ცხიმიანსაც და პატარა დახმარების გარეშე კანი აიქერცლება, გაღიზიანდება, გაჩნდება ნაოჭები.

თუ ძალიან ცხიმიანი კანი გაქვს, კრემ-გელზე შეგიძლია შეაჩერო არჩევანი. კომბინირებული კანის შემთხვევაში კი უფრო მსუბუქი კრემ-გელი იხმარე T-ზონისთვის (ცხვირი, ნიკაპი და შუბლი), ხოლო ლოყებისთვის და კანის მშრალი უბნებისთვის  უფრო სქელი სტრუქტურის მქონე კრემი.

მითი: ჰიგიენური პომადა ტუჩების ნაზ კანს გამოშრობისა და დასკდომისაგან იცავს

სინამდვილეში: კი, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პომადა სწორადაა შერჩეული.

ზოგიერთ ინგრედიენტს პირიქით, ზიანის მოყენებაც შეუძლია. მაგალითად მინერალური ზეთი (petroleum jelly) ტუჩებზე ხელოვნურ აპკს ქმნის, კანის მიერ ცხიმის გამომუშავება ნელდება  და ამავდროულად პომადის შემადგენლობაში შემავალი სხვადასხვა არომატიზატორები და საღებავები კიდევ უფრო აშრობს კანს.

ზამთარში ჯობია აარჩიო ისეთი პომადები, რომელთა შემადგენლობაში  შეას ან ქოქოსის კარაქი შედის.

მითი: რაც უფრო მეტ დროს გაატარებ დახურულ სივრცეში, მით უკეთესია კანისთვის

სინამდვილეში: მართალია ძალიან დაბალი ტემპერატურა კანის გამოშრობას იწვევს, მაგრამ ოთახში ჩართულ გათბობის საშუალებებსაც ზუსტად ასეთივე ეფექტი აქვს. ამიტომ გაატარე ბევრი დრო სუფთა ჰაერზე, მერე დაბრუნდი სახლში და კანს კრემებით დაეხმარე ტენიანობის აღდგენაში.

ჰაერის დამატენიანებელი მოწყობილობები საუკეთესო საშუალებაა ოთახის მშრალი ჰაერის დასანოტივებლად.

მითი: ცივი ქარი შენს სახეს ჯანსაღ სიწითლეს შესძენს

სინამდვილეში: ყინვაში და ქარში ძალიან დიდხანს ყოფნა ლოყებს მართლა აწითლებს, გაწყვეტილი კაპილარების ხარჯზე, ასე რომ, თავად განსაზღვრე, რამდენად “ჯანსაღია” ეს ვარდისფერი ლოყები. ქარიან ამინდში დიდხანს გარეთ ყოფნაგანსაკუთრებით ცუდი კი მგრძნობიარე კანისთვისაა.

იმისთვის, რომ დაზიანება თავიდან აიცილო, სპეციალური, ზამთრის ცივი ამინდისთვის  განკუთვნილი კრემები უნდა იყიდო.

მითი: ზამთარში კანი უნდა დაასვენო

სინამდვილეში: ზამთარი საუკეთესოა დროა  ლაზერული ეპილაციისთვის. ეპილაციისას უმჯობესია კანი გაურუჯავი იყოს, ეპილაციის პროცედურის შემდეგ რაღაც პერიოდი კი კანი ძალიან მგრძნობიარეა მზის სხივების მიმართ. ზამთარში კი არც პირველია მოსახერხებელი, არც მეორე და სინდისის ქენჯნის გარეშე შეგიძლია სეანსები დაგეგმო.