“ბავშვის საპნით სახის დაბანა შეიძლება”, “გარუჯვისას კანი უფრო ლამაზია და გამონაყარი ქრება”, “არაფერი მოხდება თუ დღეს მაკიაჟის მოშორების გარეშე დავიძინებ, ძალიან დავიღალე და მეძინება”… მსგავი ფრაზები ალბათ ყველას გვითქვამს. ვითომ დიდი არაფერი, მაგრამ ეს ზუსტად ის შეცდომებია, რომლებიც ჩვენს სახის კანს აფუჭებს და დროზე ადრე აბერებს.

1. კანის მექანიკური გაღიზიანება

facials-and-touch-therapies

ეს ყველას გაგვიკეთებია. საძულველი აკნეს მოშორება ძალიან გვინდა, მაგრამ ამის გაკეთება კატეგორიულად არ შეიძლება, რადგან მდგომარეობა შეიძლება გართულდეს, სახეზე  შრამები დარჩეს ან აკნე კიდევ უფრო გამრავლდეს. უკეთესია, საერთოდ არ შეეხო და აცადო, სანამ თავისით მოშუშდება.

ალტერნატიული გამოსავალი სპეციალური ადგილობრივი საშუალებების ხმარებაა, (უმჯობესია ისეთის, რომელიც სალიცილის მჟავას შეიცავს), რომლებიც აფთიაქებში იყიდება. თანამედროვე საშუალებები სწრაფად ამცირებს გამონაყარს ზომაში და აქრობს სიწითლეს.

ზოგადად, აჯობებს სახის კანს არ შეეხო, თუ ხელი ახალი დაბანილი არ გაქვს.

2. სახის დაბანა მყარი საპნით

Screen Shot 2013-09-27 at 1.18.41 PM

მყარი საპონი ტანის მოვლისთვისაა შექმნილი და არა სახის კანის. მისი ინგრედიენტები ბევრად უფრო ძლიერია და  თითქმის მთლიანად აშორებს ბუნებრივ ცხიმებს, რის გამოც კანი უკიდურესად გამომშრალი ხდება. მყარი საპნის ნაცვლად უნდა გამოიყენო სახის დასაბანი გელები და ქაფები, რომლებიც ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომელიც კანს კვებავს და ამშვიდებს.

3. მზისგან დამცავი საშუალებების უგულებელყოფა

o-SUNSCREEN-facebook

არ აქვს მნიშვნელობა ტროპიკულ პლაჟზე ირუჯები, თუ მთაში  სრიალებ თხილამურებით – ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავი საშუალებები მთელი წლის მანძილზეა აუცილებელი: მზიან და ღრუბლიან ამინდში, ქარშიც და წვიმაშიც. ულტრაიისფერი გამოსხივება ყველა წვიმიან და ღრუბლიან ამინდში აღწევს შენამდე. მზის გამოსხივება კანის დაბერების ხელშემწყობი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფაქტორია. ამიტომ, თუ მზისგან დამცავი კრემის და ლოსიონების ხმარება არ გინდა, ისეთი თავის მოვლის საშუალებები და დეკორატიული კოსმეტიკა შეარჩიე, რომლის შემადგენლობაში მინიმუმ (SPF) 15 იქნება.

4. მაკიაჟის მოშორების გარეშე ძილი

15remix-makeup-tmagArticle

ზოგჯერ იმდენად დაღლილი ხარ, რომ მაკიაჟის მოშორების გარეშე იძინებ. ამას ბევრი უარყოფითი შედეგი მოსდევს: მაკიაჟისგან და მკვდარი უჯრედებისგან დახშობილი ფორები და დიდი ალბათობით – გამონაყარი, აკნე. ამიტომ ყოველთვის როგორი დაღლილიც უნდა იყო, აუცილებლად მოძებნე ძალები სახის გასაწმენდად.

5. ზედმეტი გარუჯვა

tanning

გარუჯვის მოყვარულებს კანის ადრეულად დანაოჭების მეტი შანსი აქვთ , გარდა ამისა, მზის სხივების გავლენით შეიძლება გაჩნდეს პიგმენტური ლაქები და ყველაზე ცუდი – კანის კიბო. განსაკუთრებით მაშინ, თუ თეთრი კანი გაქვს.

ზოგჯერ სახის კანთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ამ მარტივი შეცდომების გამოსწორებითაც შეიძლება. იქნებ შენც უშვებ შეცდომას? ჯერ კიდევ არაა გვიან – გამოასწორო და ლამაზი, ჯანმრთელი კანით იამაყო.