Home თავის მოვლა

დამღლელი დღის ბოლოს სახის კანის მოვლაზე უარის თქმა შესაძლოა იმაზე საზიანო იყოს, ვიდრე გგონია. მაგალითად, თვალის ქუთუთოების მოვლა აუცილებელია, რადგან სახის ამ ნაწილში არსებობს ინფექციის საშიშროება. იმისთვის, რომ თავიდან აიცილო საკუთარი სხეულისთვის უნებლიედ მიყენებული ზიანი, აუცილებელია იცოდე:

რას უნდა მოერიდო?

კანის მოვლა

skincare

„ფრთხილად იყავი საკუთარ კანთან ახლა, რადგან დღეს შენი კანი უკეთ გამოიყურება პოტენციურ სამომავლო მდგომარეობასთან შედარებით“ – გერვეის გერსტნერი, კოსმეტოლოგი და დერმატოლოგი ნიუ–იორკში.

მისი თქმით, კანისთვის ყველაზე მავნებელია:

  1. საღამოობით სახის კანის დაბანაზე უარის თქმა. ამ გადაწყვეტილებით ხელს უწყობ ბაქტერიების, ჭუჭყისა და ცხიმის ფორებში დარჩენას. ამან შესაძლოა გამოიწვიოს აკნე, გარდა ამისა, მაკიაჟის სახეზე დიდი ხნით დატოვება იწვევს კანის გამოშრობას, ცვლის მის სტრუქტურას ვიზუალურად და ამკვეთრებს ნაოჭებს.
  2. სახის კანის „წვალება“. როდესაც კანზე ჩნდება ნაწიბური ან „ცხიმგროვა“, ნუ შეეხები მას ხელით, რადგან ამ დროს ინფექციის არეალი ფართოვდება და კანი წითლდება, უხეშად მოქმედებისას შესაძლოა დარჩეს ნაიარევიც.
  3. რამდენიმე პროდუქტის ერთდროული, ყოველდღიური გამოყენება. კომპლექსურმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ალერგია, სახეზე წითელი ლაქები და სხვა მსგავსი ალერგიული რეაქციები. სილამაზის ახალი პროდუქტის გამოყენებამდე აუცილებლად გაეცანი მის შემადგენლობას და დარწმუნდი, რომ მისი ინგრედიენტების მიმართ ალერგიული არ ხარ.
  4. მზისგან დამცავ კრემზე უარის თქმა. განსაკუთრებით ახალგაზრდები ერიდებიან მის გამოყენებას, რადგან ჰგონიათ, რომ ასე სასურველ შედეგს ვერ მიიღებენ. სინამდვილეში, დამცავის გამოყენება აუცილებელია, ოღონდ მნიშვნელოვანია იცოდე დოზა. ასევე, მცდარია გავრცელებული ინფორმაცია, რომ მზის სხივები აშორებს ცხიმგროვებს სახიდან. თუ გაქვს მსგავსი პრობლემა, გამოიყენე არაზეთოვანი კრემი SPF შემცველობით.
  5. კისრის, მკერდის და ხელების უგულებელყოფა კანის მოვლისას. როდესაც სახის კანის პარალელურად არ უვლი კისრისა და მკერდის არეს, ეს ნაწილი ხელებთან ერთად, მიუხედავად სახის მდგომარეობისა, ნათლად წარმოაჩენს ასაკობრივ ნაკლოვანებებს, ამიტომ მნიშვნელოვანია მათზე ლოსიონებით და ასაკის შესაბამისი პროდუქციით ზრუნვა.
  6. სახის კოსმეტოლოგიურად წმენდა მუდმივად. ამ ტიპის წმენდის დროს ორთქლის კანთან ზემოქმედებით ფართოდ იხსნება ფორები და დიდდება კაპილარები, ზედმეტი სიცხისგან ისინი შესაძლოა დასკდეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ წმენდას პროფესიონალი გიკეთებს, შესაძლოა გაჩნდეს პატარა ნაკაწრები ფორებში, რომელიც სამუდამოდ რჩება.
  7. ასაკობრივ სილამაზის პროდუქციაზე უარის თქმა.  უმეტესად, ეს ხდება მაშინ, როცა თვლი, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ ასაკობრივი მოვლის დასაწყებად. სინამდვილეში, 20–30 წლის ასაკში დაწყებული მოვლა, უზრუნველყოფს შენი კანის ახალგაზრდული იერის შენარჩუნებას და როცა 40 წლის იქნები, სახის კანი 30 წლის ასაკის შესაბამის ვიზუალს შეინარჩუნებს.

მაკიაჟი

cos-04-beautuiful-woman-de

პროფესიონალი ვიზაჟისტი Kirstin Piggott–ის ინსტრუქციით, აუცილებელია გაითვალისწინო, მაკიაჟის გამოყენებისას შემდეგი ქმედებებით გამოწვეული ზიანის საშიშროება:

  1. მაკიაჟის ქვეშ სქელი ფუძის გამოყენება. თუ შენ მოცულობის მქონე საცხს იყენებ, ის ეფინება ფორებს და ხურავს მათ. იმ შემთხვევაშიც კი, როცა მისი გამოყენება აუცილებელია, უნდა შეარჩიო კრემი, რომელიც სახის კანს სუნთქვის საშუალებას მისცემს. მაგალითად Rimmel London Stay Matte Liquid Mousse Foundation.
  2. წამწამების დახვევა უხეშად, ან ტუშის გამოყენების შემდეგ. ეს წამწამებს გაახმობს და ჩნდება მათი ცვენის საშიშროება. უმჯობესია, წამწამები დაიხვიო მაშინ, როცა მშრალი და სუფთაა, მხოლოდ ამის შემდეგ გადაისვი ტუში.
  3. წყალგაუმტარი ტუშის ხშირი გამოყენება. რა თქმა უნდა, შეგიძლია გამოიყენო ასეთი ტუში, თუმცა ხშირი გამოყენებისას ის საზიანოა, რადგან არ შეიცავს დამანოტივებელ ინგრედიენტებს და რჩება წამწამებზე უფრო დიდხანს. მუდმივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს წამწამების დაცვენა, ან შეთხელება.
  4. თვალებიდან მაკიაჟის უხეშად მოშორება. თვალის მაკიაჟის მოშორებისას, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინე.
  5. შეუფერებელი ტუჩსაცხი. აუცილებელია ტუჩის შესაბამისად დატენიანება. ტუჩებზე არ უნდა გქონდეს ბზარები, სიმშრალე ან სისხლიანი წინწკლები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთარში. გამოიყენე რბილი და თხელი ტუჩსაცხი.
  6. წარბების ზედმეტი/არასწორი კორექცია.  ხშირია შემთხვევა, როცა სუპერვარსკვლავების მსგავსი წარბების მისაღებად ზედმეტ თმის ღერებს იღებენ წარბებიდან.  ზოგჯერ ეს თმა თავიდან აღარ ამოდის და ჩნდება წარბის დახატვის, გამუქების და გახშირების აუცილებლობა. რეალურად, წარბი თვალის ზემოთ აუცილებელია სახის ამ მონაკვეთის ჩარჩოში მოსაქცევად. ნუ ეცდები წარბის ფორმის რადიკალურად შეცვლას, შეეცადე ისე შეასწორო, რომ მისი ბუნებრივი ფორმა შეინარჩუნო.
  7. თვალის შიდა ხაზის ყოველდღიური შეღებვა. თვალის ამ ტიპის მაკიაჟი მხოლოდ იშვიათად არის ნებადართული, რადგან ხშირი გამოყენებისას, საღებავი (ფანქარი) იწვევს საცრემლე ჯირკვლების გაღიზიანებას, არსებობს ინფექციის საშიშროება და შესაძლოა ალერგიაც გამოიწვიოს. იმავე ვიზუალური ეფექტის მისაღებად, შეგიძლია გამოიყენო ლაინერი წამწამების გასწვრივ.
  8. პარფიუმერიის გაზიარება. სხვა ადამიანის, თუნდაც შენი საუკეთესო მეგობრის ბაქტერია საშიშია შენთვის. თვალის ლაინერის, ტუშის და ყველა საერთო პარფიუმერული პროდუქტის გამოყენებით შეიძლება ბაქტერიის ერთი ორგანიზმის მიერ მეორესთვის გადაცემა. შედეგად კი, შესაძლოა, ლამაზი მაკიაჟის ნაცვლად, ინფექციისგან დაზიანებული თვალები მიიღო.

თმა

„ჩვენი თმა ყოველდღიურად ძალიან ბევრნაირად ზიანდება“ – ამბობს ჰარი ჯოში, რომელიც არა ერთი ვარსკვლავის სტილისტია. (მაგ. ჟიზელი, როუზ ბერნი და ა.შ)

მისი თქმით, ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედებები სრულიად ანადგურებს თმას:

  1. ექსპერიმენტები საკუთარ თმაზე. მაგალითად, ცდილობ ომბრეს გაკეთებას სახლის პირობებში და არასასურველი ფერის მიღებისას მეორე კოლოფ საღებავს ყიდულობ. ასე თმა იწვება, ფუჭდება ხარისხი და იწყებს ცვენას. ვიზუალურადაც გაცილებით უარესად გამოიყურება, ვიდრე ჩვეულებრივ.
  2. პატარა მეტალის სამაგრები თმის დასაფიქსირებლად.  ისინი ჭიმავენ და აზიანებენ თმას, რეკომენდებულია მათი ქსოვილის სამაგრით ჩანაცვლება.
  3. ზუსტად ერთნაირი „ცხენის კუდი“ ყოველდღე. თუ შენ ყოველ დღე ერთსა და იმავე ადგილზე იმაგრებ თმას, დროთა განმავლობაში იმ ტერიტორიაზე ღერები დაიწყებს მტვრევას და დასუსტებას. ამ ზიანის თავიდან ასაცილებლად, კუდის პოზიცია პერიოდულად შეცვალე.
  4. „ბალერინას ვარცხნილობა“, მჭიდროდ აზიდული თმა. დროთა განმავლობაში თმის ძირები დაჭიმულობისგან სუსტდება.
  5. ვარცხნილობების კეთება თმის დამცავი პროდუქტის გარეშე. მაგალითად, როცა თმას ისწორებ, ან იხვევ. დამცავი პროდუქტი წარმოადგენს ბარიერს თმასა და ცხელ მეტალს შორის, ეს კი გაზღვევს თმის დაწვისგან, თმა ინარჩუნებს გამძლეობას და არ ზიანდება. როცა უარს ამბობ დამცავ პროდუქტზე, თმა შრება და უხეშდება.
  6. სველი თმის ჯაგრისით ვარცხნა. თმის დასამორჩილებლად, რა თქმა უნდა პრაქტიკულია დიდ კბილებიანი სავარცხელი ან ჯაგრისი, მაგრამ უმჯობესია სველი თმის შემთხვევაში გამოიყენო განიერ კბილებიანი სავარცხელი, რომ არ დააზიანო წყლისგან შეწებებული ღერები.
  7. მუდმივად დაუვარცხნელი თმა. თმის პერიოდულად ვარცხნა აუცილებელია. პირველ რიგში, ვარცხნისას ხდება თავში სისხლის მიმოქცევის რეგულაცია და ეს სასარგებლოა, რაც შეეხება თმას, ვარცხნისას კანის მიერ გამოყოფილი ზეთი ნაწილდება ღერის მთელ სიგრძეზე და უნარჩუნებს მას ჯანსაღ, ლამაზ იერს.
6 კომენტარი to this post
  1. dzalian kargi gverdi gaqvt da xshiri stumai viqnebi tqveni.didi madloba aseti rchevebistvis.
    am dgeebshi shevigebe tma.mqonda bunebrivi muqi yavisferi tma magram boloebshi shenagebi iyo.shevigebe giad. tmis dzirebi dzmewva.xom ver mirchevt ra gamoviyeno?
    2 kolopi gamagiaveneli gamiketes.
    winaswar didi madloba.

  2. დედაჩემი ხმარობს ქოქოსის ცხიმს.
    ძალიან კმაყოფილია და შედეგიც ძალიან კარგი აქვს.
    მე თმას ვიბან და აშკარად ძაან არბილებს.
    ძალიან კმაყოფილი ვარ
    ამათთან ვყიდულობთ და მიტანის სერვისიც უფასო აქვთ.
    http://www.herbalmedicine.ge/#!product-page/cjfw/313cc06b-fd85-8215-e8c5-066f5dbcb08d

შენ რას იტყვი?