Home თავის მოვლა

გამარჯობა. მე თამრი ვარ  და ვიწყებ ბლოგს იმ ადამიანებისთვის, ვინც სირბილს იწყებს ან, სულაც, პირადი ამბების კითხვა უყვარს.

tumblr_mq5b1rtwcp1snuksdo1_400

გაზაფხული გავიდა და ზაფხულიც ლამისაა ხელში შემოგვადნეს. ჩემი ნაცნობების დიდი არმია ელოდებოდა ზამთრის შემდეგ ამინდების გამოსვლას სირბილის დასაწყებად. არ ვიცი, მათგან რამდენმა დაიწყო ან დაიწყებს მართლაც სირბილს, თუმცა, შენ თუ იმ მცირე რაოდენობაში ხარ, ვინც ნამდვილად გადწყვიტა ირბინოს, ეს ბლოგი და მომავალი პოსტებიც ნამდვილად გამოგადგება.

უკვე გადახედე ჩვენი ჟურნალის ახალ ნომერში 9 რჩევას დამწყებ მორბენალთათვის ( გვ. 34 )? მაშინ გეცოდინება მთავარი პრობლემა: ყველაზე ხშირად ადამიანები სირბილს იმის გამო წყვეტენ სირბილით იწყებენ დატვირთვას და მოთელვა ავიწყდებათ.  ყველაზე დიდი შეცდომა შენი ორგანიზმის შესაძლებლობების გაუცნობიერებლობაშია. დაუგეგმავი და არასწორი სირბილისას კი სიტუაცია დაახლოებით ასე ვითარდება, როგორც ფოტოზე :D

4249a84bdaf63c34332d1988244fb089

არა, მე შენს დაშინებას არ ვცდილობ. უბრალოდ იმის ახსნა მინდა, რომ სირბილი, დასაწყისში მაინც, ის ნამდვილად არაა, რაც უმრავლესობას ჰგონია: ჯანსაღი სხეული, სექსუალური, მოკლე შორტი,  ტოპი, ფლეიერი, წყლის ბოთლი და ცხენის კუდივით შეკრული თმა, რომელიც რიტმულად მოძრაობს შენს უკან, როცა შენ ამასობაში გვერდით მორბენალ დაკუნთულ ბიჭს უკრავ თვალს…

სინამდვილე გამოიყურება დაახლოებით ასე: მოკლე შორტი არის დიდი უაზრობა იმიტომ, რომ სირბილი თუ გჭირდება, ესე იგი პრობლემური ზონების ნაკლებობასაც არ განიცდი, რასაც დამალვა სჭირდება. გრძელი სპორტული შარვალი და ელასტიკი გაცილებით მოსახერხებელია. იგივე ეხება ტოპს. ფლეიერის ყურსასმენები შუა სირბილისას ცვივა ყურიდან, წყლის ბოთლის თრევის თავი სულაც არ გაქვს და ქოშინის ფონზე აღარც თვალის ჩაკვრა გინდება ვინმესთვის.

დიახ, ალბათ სექსუალურ შორტებამდე და მორბენალ ბიჭებამდეც მივალ ოდესმე, მაგრამ ეს ამბავი უახლოეს თვეებში ნამდვილად არ მოხდება.

ცოტა პესიმისტური სიტუაცია გამოვიდა არა? ბოლომდე არც ასეა საქმე: სამაგიეროდ, სირბილს იმაზე მალე ეჩვევი, ვიდრე გეგონა და შედეგსაც მალე გრძნობ. მე, მაგალითად, ძვლების ტკაცუნიც შემიმცირა, დაძინებაც ძალიან გამიადვილა ( ღამე დავრბივარ ) და, შენ წარმოიდგინე, საფიქრალი დროც მომცა. იმედია, წონის კლებაშიც მომეხმარება, თუმცა ხანგრძლივი შედეგი ჯერ არ ვიცი. ამაზეც დავწერ შემდეგ პოსტებში აუცილებლად.

სექტემბრიდან მოყოლებული დიეტას ვიცავ. როცა საგრძნობლად დავიკელი წონაში (122 კგ-დან 90-ზე ჩამოვედი), გადავწყვიტე, რომ სირბილის დაწყებაც შემეძლო. ინტერნეტში დავიწყე რჩევების ძიება და  The Couch-to-5K – ს გადავაწყდი. ეს 9 კვირიანი სირბილის პროგრამაა, რომლის მიზანიც ბოლოს 5 კილომეტრიანი დისტანციის თავისულად დაძლევაა. თავიდან ცოტა სკეპტიკურად მივუდექი ამ 5 კილომეტრს 9 კვირაში, მაგრამ თანდათან გამოვარკვიე, რომ ეს 9 კვირა დოგმა არაა. მასში 9 ეტაპია (“კვირა”) და თითოეულზე იმდენ ხანს შეიძლება გაჩერება, რამდენიც შენ დაგჭირდება. ეს პუნქტი ძალიან მომეწონა, თან დასაწყისიც საკმაოდ მარტივი მეჩვენა და ამაზე შევჩერდი.  პროგრამას აპლიკაციაც აქვს, თუმცა მე არ მიცდია.

თუ დაინტერესდი, გაწერილი გეგმა ზემოთ ბმულზეც შეგიძლია სრულად ნახო, მე კი ყოველ ახალ ეტაპზე გადასვლისას განხილვას შემოგთავაზებ, სირთულეებზე დავწერ და ჩემს პროფესიულ ცოდნასაც მოვიშველიებ სამედიცინო სფეროში. თანაც, ამ ახალი წამოწყების გადამკიდე იმდენი ინფორმაცია დამიგროვდა სირბილზე, მარტო ჩემთვის ხომ არ შევინახავ, შენც უნდა გაგიზიარო :) .

მაშ ასე; კვირაში 3-ჯერ დარბიხარ 30 წუთით ჯამში. პირველი კვირის გეგმა კი ასეთია:

პირველი კვირის პროგრამა

1 kvira

ჩატვირთე პროგრამა ტელეფონში QR კოდის წამკითხველით

00:00-05:00: warm up სიარული

05:00-06:00: სირბილი

06:00-07:30: სიარული

07:30-08:30: სირბილი

08:30-10:00: სიარული

10:00-11:00: სირბილი

11:00-12:30: სიარული

12:30-13:30: სირბილი

13:30-15:00: სიარული

15:00-16:00: სირბილი

16:00-17:30: სიარული

17:30-18:30: სირბილი

18:30-20:00: სიარული

20:00-21:00: სირბილი

21:00-22:30: სიარული

22:30-23:30: სირბილი

23:30-25:00: სიარული

25:00-30:00: cool down სიარული.

მოკლედ რომ ვთქვათ: პირველი 5 წუთი დადიხარ გასახურებლად, მერე 1 წუთი დარბიხარ, წუთნახევარი დადიხარ. ჯამში 8 სირბილის და 8 სიარულის ციკლია, ბოლო 5 წუთი კი ამოსასუნთქი და დასაწყნარებელი სიარულია.

შემდეგ პოსტში უკვე ამ განრიგით პირველად სირბილის შთაბეჭდილებებზე მოგიყვები. იმედია, არ მოიწყენ და ბლოგის წარმოებაშიც მომეხმარები. აუცილებლად მომწერე, თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდება, ბლოგზე პოსტი დაიგვიანებს ან რჩევის მოცემას დააპირებ.

შენც აპირებ, სირბილი დაიწყო? შემომიერთდი, გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება ერთმანეთს. აღარც მე ვიქნები მარტო და მეცოდინება, რომ სადღაც, ქალაქის მეორე ბოლოში ვიღაც კიდევ დარბის ჩემთან ერთად. :)

წარმატებები მეც და შენც. არ დაგენანოს 30 წუთი შენი ჯანმრთელობისათვის!

19 კომენტარი to this post
  1. ძალიან ცუდი გოგო ვარ :) ესე იგი აპრილში დავიწყე სირბილი და ერთ თვეში შევეშვი არადა არც ვიცი რატომ.. უკვე აღარც მიჭირდა და არაფერი… არადა ჩემი ზედმეტი კილოგრამები საფუძვლიანად მოთავსდნენ უკვე ჩემს სხეულზე :((( სამუშაოც ისეთი მაქვს რომ მთელი დღე ვზივარ გაუნძრევლად… შენ ნამდვილი შოკი მოახდინე ჩემზე, საოცარ შედეგებს მიგიღწევია… წარმატებები, და მგონი დროა მეც განვაახლო ვარჯიში!!!!!!! ასე აღარ შეიძლება…

    • არაფერი არასდროს გვიან არაა :)
      გააგრძელე სირბილი. აღდგენა უფრო ნაკლებად გაგიჭირდება, ვიდრე თავიდან დაწყება.
      ზედმეტი კილოგრამები კი ნამდვილად არაა ის საბაბი, რის გამოც ხასიათის გაფუჭება ღირს. :)

  2. ყოჩაღ!ყოჩარ! მე თავიდან არ მიყვარდა სირბილი და მერე მომეწონა. ძალიან მიჭირდა დასაწყისში მაგრამ ნელ ნელა მივუდექი მეც. აბა შენ იცი, დიდი წარმატებებს მიაღწიე უკვე და კიდევ მეტს გისურვებ!

  3. რატომღაც ძალიან მინდა სირბილი დავიწყო მაგრამ წონის პრობლემა არ მაქვს და ამიტომაც თავს ვიკავებ :)

  4. სწორი სირბილი ჯანმრთელობაა, არ არის აუცილებელი, წონის პრობლემა გქონდეს. თანაც სირბილი სხვა რამეებშიც შეიძლება გამოგვადგეს :) აუცილებლად განვავრცობ ამ თემას მოავალ პოსტებში ^_^

  5. დიდი მადლობა :)
    თუ სირბილისთვის გინდა დილით ადგომა, ძალიანაც ნუ ინერვიულებ ამაზე :)
    მე როგორც ვიცი, დილით სირბილი საერთოდაც არაა სასურველი. ამ დროს ადამიანის ორგანიზმის ფიზიოლოგიური ფუნქციები მოდუნებულია, "გვძინავს". ყველაზე კარგი დრო საღამოს 18:00 – დან 20:00 – მდეა, როცა ორგანიზმში ე.წ. ფიზიოლოგიური პიკია.

    ისე, დილით ჰაერი კია უკეთესი, მაგრამ ამის გულისთვისაც ვერ ვდგები მე :D

  6. თამარ საკვარელო წარმათებები და აგფრთოვანებული ვარ ასეთი შემართებით რომ ხარ განწკობილი,გადამდებია..მაინტერესებს რა დიეტაა ასეთი ამდენი რომ დაიკელი და თუ არ დაგეზარება მომწერე.მადლობა წინასწარ

    • დიდი მადლობა :))
      კონკრეტულად ჩემს დიეტაზე ამ ბმულზე შეგიძლიათ, ნახოთ ინფორმაცია:
      http://akunkula.wordpress.com/2013/03/21/weight-loss/
      პრინციპში ყველანაირი წვრილმანი წერია, რაც შეიძლება დაგჭირდეთ, თუმცა უექიმოდ არ დაიწყოთ დიეტა, ამის მიზეზებიც მიწერია მანდვე. თუ კიდევ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ, აუცილებლად მომწერეთ და გიპასუხებთ :)

  7. თამრი, იცი რა მაინტერესებს სირბილის წინ რა უნდა მივირთვათ და სირბილის შემდეგ?? შენ რა მიირთმევ??

  8. 1. ყურასმენი რომ არ ჩამოგივარდეს, ზემოდან უნდა ჩამოიკიდო ყურზე…
    2. საერთოდ როცა ქუჩაში დარბიხარ, ჯობია არ გეკეთოს ყურსასმენი, და გრძნობდე ბუნებას გარემოს, რადგან საიდან რა გამოვარდება, ძაღლი თუ მანქანა არ იცი…
    3. შენი პროგრამით, კაცს სირბილი შეზიზღდება….
    4. არაპროფესიონალი რატომ წერ სხვისთვის დამაზიანებელ რეკომენდაციებს…? ეს დანაშაულია…
    5… აზრი არ ააქვს დანარჩენის თქმას, სირბილი გულ-სისხლძართვთა სისტემის მტერია , თუ არასწორად დაიწყებ სირბილს, და ა.შ…..

შენ რას იტყვი?