ვისაც წითლად/მოწითალოდ შეღებილი თმა გაქვთ, ალბათ ყველას გამოგიცდიათ, რომ ორ-სამ კვირაში თმა ძალიან უფერულდება. გამოსავალი შეღებვაა, მაგრამ ყველას არ სჭირდება სამ კვირაში ერთხელ ღებვა. მითუმეტეს იმათ, ვისაც თმა ნელა ეზრდება. მე პირადად, იმდენად ნელა მეზრდება, თვენახევარში ერთხელაც კი მყოფნის შეღებვა. თან, მშვენივრად მოგეხსენებათ, ხშირი ღებვით თმის ხარისხი როგორ ეცემა.

გაუფერულების შემდეგ ნებისმიერ “არასტანდარტულ” ფერად შეღებილი თმა ძალიან მალე კარგავს ფერს. არამხოლოდ იმიტომ, რომ მწვანე, ვარდისფერი და ა.შ. საღებავები ძირითადად არამდგრადია, არამედ იმიტომ რომ შეღებვამდე გაუფერულებაა საჭირო, თმის ღერები ზიანდება და პიგმენტი ძალიან მარტივად გამოირეცხება. არსებობს უამრავი მეთოდი იმისთვის, რომ მაქსიმალურად დიდხანს შეინარჩუნო წითელი ფერი (და არამარტო წითელი). მათ შორის: არ უნდა დაიბანო შამპუნით შეღებვიდან 24-48 საათის განმავლობაში, მხოლოდ სპეციალური ბალზამი იხმარე. მაგრამ ეს არასოდეს არაა საკმარისი…

ერთი თვის წინ Hairhaus-ში მომცეს Schwarzkopf-ის ფერის შემანარჩუნებელი ორ ფაზიანი სპრეი. ძალიან დიდი ხანია აქ დავდივარ და იციან, თუ როგორ მიყვარს და ვუფრთხილდები ჩემს წითელ თმას, არც თმის მოვლის ახალი საშუალებების გამოცდის მეშინია.

DSC_1104

სახლში მივედი, სპრეი თაროზე შემოვდე და სისტემატურად ხმარება დავიწყე.

მოხმარების წესი

სპრეი ძალიან მარტივი მოსახმარია! ვანჯღრევთ, რომ ორი ფაზა ერთმანეთში აირიოს და რძისფერი სითხე მივიღოთ. ახალდაბანილ და პირსახოცით ოდნავ შემშრალებულ თმაზე ვისხავთ და მერე ვიშრობთ. მე ორი თვის მანძილზე ყოველ  დაბანაზე ვიყენებ. შედეგი ფანტასტიკურია.  შეგიძლიათ თქვენ თვითონ დარწმუნდეთ: მარცხენა ფოტოზე თებერვლის ბოლოა, მარჯვენა ფოტოზე მარტის. ფერი თითქმის იდენტურია.

PicMonkey Collage2

ობიექტური რომ ყოფილიყო შეფასება, თმა მხოლოდ გავიშრე და ამ სპრეის გარდა არანაირი დამატებითი საშუალება არ მიხმარია (არც ფოტოშოპი :D  )

პლიუსები

  • უცვლელად შემინარჩუნა ფერი 4 + კვირის განმავლობაში
  • თმა ძალიან რბილდება,  უფრო ადვილად ივარცხნება და არ იბურდება
  • ბზინვარებას მატებს
  • ძალიან სასიამოვნო, “ფრეში”, ოდნავ შესამჩნევი სურნელი აქვს
  • თმა დავარდნილია, მაგრამ არა “მძიმე” და “გაზეთილი”. საერთოდ არ იგრძნობა, თუ რამე გასხია.

მინუსები

  • ყოველი ხმარების წინ უნდა შეინჯღრეს.

შენჯღრევა ძალიან მარტივად შეიძლება დაგავიწყდეს. არა, არაფერი საშინელება არ მოხდება, უბრალოდ კიდევ ერთხელ მოგიწევს მისხურება, ამჯერად უკვე წინასწარ შენჯღრეულის. მარცხენა ფოტოზე კარგად ჩანს ორი სხვადასხვა ტიპის სითხე, მარჯვენაზე კი უკვე შერეულია ერთმანეთში.

PicMonkey Collage

საინტერესო დაკვირვება

ჩემი გამოცდილებით, თმას ცოტათი ასწორებს. მე ბოლოებში კარგად დახვეული თმა მაქვს და ამ სპრეის დასხმის შემდეგ, ფაქტიურად სწორ ან ტალღოვან თმას ვიღებ. მომწონს რომ მისწორდება, ასე უფრო გრძელი თმა ჩანს, მაგრამ ხვეულ თმას შეიძლება პრობლემებიც შეუქმნას. არგანის ზეთი ასე არ შვრება, ის პირიქით, თმას დახვევაში ეხმარება.

სად ვიყიდოთ?

ამაზონზე სულ რაღაც 10$-ად

თბილისში Hairhaus-ში იქნება. სხვაგან არ მიძებნია.

ვის გამოადგება ეს სპრეი?

მათ, ვისაც:

  • შეღებილი თმა აქვს
  • არ უყვარს მძაფრი სურნელის მქონე საშუალებები
  • არ უყვარს ზედმეტი/ჭარბი/მძიმე  საშუალებები, როგორიცაა თმის ლაქი, ცვილი, ჟელე და ა.შ.

და ბოლოს, გახსოვდეს, რომ თვით ყველაზე “ულამაზო” თმა და “თივის ზვინიც” კი შეიძლება ულამაზეს კულულებად და ვარცხნილობად იქცეს, თუ შესაბამის საშუალებებს შეურჩევ და კარგად მოუვლი.