დაძაბული გრაფიკი, ხანგრძლივი შეხვედრები, მუდმივად სადღაც გვეჩქარება. თითქოს არასდროს მთავრდება! ამ ტიპის გრაფიკმა შეიძლება გამოიწვიოს სტრესი და დაძაბულობა, ხანდახან ჩვენ გვჭირდება პატარა განტვირთვა.
სილამაზის ექსპერტები გვირჩევენ გავჩერდეთ და შევისუნთქოთ ვარდი სურნელი.
საუკეთესო ვარიანტი იმისთვის რომ გვქონდეს ნათელი, ჯანსაღი კანი და ვებრძოლოთ სტრესს არის ის რომ ჩავრთოთ ვარდის წყალი ჩვენი სახის კანის მოვლის ყოველდღიურ რეჟიმში. რეალურად ვარდის სუნი ამშვიდებს ნერვულ სისტემას და მოქმედებს როგორც ანტი-დეპრესანტი. პლიუს ამას ის არის საოცარი საშუალება კანის გამოსაცოცხებლად.
ერთ-ერთი ძირითადი სარგებელი ვარდის წყლის არის ის, რომ მოქმედებს როგორც ანთების საწინააღმდეგო, გაღიზიანებული კანის დამამშვიდებელი საშუალება. ძალიან მნიშვნელოვანია, ვარდის წყლის ყიდვისას დარწმუნებული ვიყოთ იმაში რომ მასში გამოყენება 100% ნატურალური პროდუქტი. ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ ვარდის წყალი სახლის პირობებში. ვარდის წყლის მოსამზადებლად არ გამოგადგებათ სათბურის ვარდები. ამიტომ, უნდა დაელოდოთ მაის-ივნისს, უფრო კარგი ხარისხის ტონიკი კი შემოდგომის ვარდის ფურცლებისგან მზადდება. ეს რეცეპტი არის უფრო ტრადიციული მეთოდი.
დილის 6-7 საათზე მოაგროვეთ შავი (მუქი ბორდო) ვარდის ფურცლები (ჯერ კიდევ ცვრიანი), ოღონდ, არც კოკორი იყოს და არც ძალიან გადაშლილი. გააშრეთ ჩრდილში, შემდეგ ჩაპრესეთ მუქი ფერის მინის ჭურჭელში და დაასხით 90-გრადუსიანი სპირტი, ისე რომ 1 სანტიმეტრით დაიფაროს ფურცლები. მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და თავი პლასტელინით მოულესეთ. 2 თვით დადგით ბნელ, გრილ ოთახში. შემდეგ გადაწურეთ და მოათავსეთ ცალკე, ჰერმეტულად დაცულ მინის ჭურჭელში. მოხმარების წინ გააზავეთ შემდეგი პროპორციით: 1 ჩაის კოვზი ნაყენი + 1 ჩაის ჭიქა გადადუღებული წყალი და ვარდის წყალი მზად არის.
სხვათა შორის, ჩემი დიდი ბებია გამხმარ ვარდის ფურცლებს პატარა ბალიშში ყრიდა და თავის საწოლში დებდა .ამბობდა- ადამიანს ამშვიდებს და კარგი სიზმრები იცისო.
კარგი სტატიაა.რომ გამოიყენებ ისეთი.
აი მე მაგ ვარდისაგან მურაბას ვაკეთებ ხოლმე :)
ვარდს ბევრი სასარგებლო თვისებები აქვს ;)
ძალიან მომეწონა, ვეცდები მე თვითონ მოვამზადო ვარდის წყალი<3
აუ აის გდამზადებას ყიდვა ჯობია:)
გუშინ გავაკეთე და ორ თვეს გადავიანგარიშებ :)
მე დილით ძილი მიყვარს და ღამე რომ დავკრიფო არ შეიძლებაა?.
ვფიქრობ თემატური იქნება, თუ წითელი ვარდის ფურცლებს შემოგთავაზებთ http://www.facebook.com/palmolea
ვარდის ფურცლებით გაფორმებული ცხელი აბაზანა დღის ბოლოს სანთლების შუქზე განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა
სად შეიძლება ვიყიდო ვარდის წყალი
სად შეიძლება რომ ვიყიდო ვარდის წყალი