ნამდვილად არაა სწორი ის აზრი, რომ მხოლოდ ექიმს შეუძლია, გამოიცნოს, რა მდგომარეობაშია შენი ორგანიზმი და რა ჭირდება მას ნორმალური ფუნქციონირებისათვის. უბრალოდ, საჭიროა, ყურადღება მიაქციო, რას გთხოვს ის და ამის მიხედვით მიაწოდო მას ესა თუ ის მინერალი და ვიტამინი, რომელიც აკლია.

ეს ინფო დიეტის დაგეგმვაშიც დაგეხმარება, რადგან შეძლებ, ორგანიზმს მიაწოდო საჭირო ნივთიერებები, მაგრამ უფრო დაბალკალორიულად. მაშ, ასე:

როცა შოკოლადი ან რამე მჟავე გინდა

ხშირად გიჩნდება შოკოლადის და მჟავე პროდუქტების მირთმევის სურვილი? იმასთან ერთად, რომ, ალბათ შოკოლადის მოყვარული ხარ, შენ ორგანიზმს მაგნიუმიც აკლია, რისი შევსებაც მოუხალავი მზესუმზირით, თხილით და პარკოსანი მცენარეებითაც შეგიძლია.

როცა პური გინდა

პურს ჭამ ჭარბად? ორგანიზმს აზოტი აკლია, რასაც ცილის მაღალი შემცველობის პროდუქტები, მაგალითად პარკოსნები (რომლებიც ამ ნივთიერების შეუცვლელი მარაგია), თევზი, ხორცი, კაკალი შეიცავს.

როცა ყინული გინდა

თუ ყინულის ჭამაც გიყვარს, ეს რკინის ნაკლებობის ნიშანია და საჭიროა, შენ რაცონს დაემატოს ხორცი, თევზი, ზღვის კომბოსტო, ჭარხალი, ბალი, ალუბალი და ფრინველის ხორცი. სუფთა ჰაერზე სეირნობაც არ გაწყენდა.

როცა ტკბილი ან რამე დაბრაწული გინდა

სულ ტკბილი გინდა? ზედმეტად შებრაწული საკვებისკენ გაგირბის თვალი? ნახშირბადის მარაგის შევსება გჭირდება ახალი ხილით.

როცა ჩაი ან ყავა გინდა

ბევრ ჩაის და ყავას სვამ? შენ ორგანიზმს გოგირდის მარაგის შევსება არ აწყენდა. შეგიძლია, რაციონში დაამატო შტოში, კომბოსტოს ყველა სახეობა, კვერცხი, ხახვი, ყველი.

როცა მოწევა ან დალევა გინდა

თუ ხშირად გიჩნება მოწევისა და დალევის სურვილი, ორგანიზმს ცილების ნაკლებობა აწუხებს;

ცილებს დიდი რაოდენობით შეიცავს პარკოსნები, რძის პროდუქტები, ახალი საქონლის და ფრინველის ხორცი, კაკალი, ზღვის პროდუქტები.

როცა გაზიანი სასმელი გინდა

გაზიანი სასმელების მოთხოვნილება კალციუმის ნაკლებობის ნიშანია. მიირთვით ყველი, რძის პრიდუქტები, პარკოსნები, ბროკოლი.

როცა რამე მარილიანი გინდა

მარილიანი საკვების მოთხოვნილება ქლორის ნაკლებობაზე მოგვანიშნებს.

დანაკლისს შეივსებთ აუდუღარი თხის რძით, არარაფინირებული ზღვის მარილით, თევზით.

როცა ცხიმიანი, სველი ან მყარი საკვები გინდა

ცხიმიანი ან მაგარი ან წვნიანი საკვები გინდათ ხშირად? ორგანიზმს წყალი აკლია. ცხიმიანი საკვების შემთხვევაში საქმე არც ისე ცუდადაა, მთავარია ყურადღება მიაქციო, რომ დღეში 8-10 ჭიქა წყალი დალიო, შეიძლება დაამატო ლიმინის წვენიც. მაგარი საკვების შემთხვევაში გაუწყლოება უფრო მეტადაა გაღრმავებული და ამ ამბის უყურადღებოდ დატოვება არ ღირს.

როცა ცივი სასმელი გინდა

ცივი სასმელების გადაჭარბებული მოთხოვნილება მარგანეცის ნაკლებობის ნიშანია.

მიირთვით ბერძნული კაკალი, თხილი.

როცა სულ ჭამა გინდა

ჭამის დაუოკებელი სურვილი გაქვს? ეს ან დეპრესიის შემოტევის ნიშანია, ან ორგანიზმში ტრიფტოფანისა და თიროზინის (ამინომჟავების) დამატება გჭირდება.

ტრიფტოფანს შეიცავს ყველი, ქიშმიში, ტკბილი კარტოფილი, ისპანახი; ხოლო თიროზინს კი ვიტამინ C-ს დანამატები, მწვანე, წითელი და სატაფილოსფერი ხილი.

როცა ჭამა საერთოდ არ გინდა

მადა დაგეკარგა? B1 და B2 ჯგუფის ვიტამინები უნდა დაამატო რაციონში.

B1-ს შეიცავს თხილი, კაკალი, მზესუმზირა, ღვიძლი; B2 შედის ფრინველის ხორცში, თევზში, მზესუმზირაში, პარკოსნებში.

როცა ბევრს ეწევი

ბევრს ეწევი? სილიციუმი და თიროზინი გესაჭიროება. სილიციუმს შეიცავს კაკალი, მზესუმზირა; ასევე, ნუ მიირთმევთ რაფინირებულ, კრახმალის შემცველ პროდუქტებს.