ბევრს ჰგონია რომ ხუჭუჭა თმიანებს თმასთან დაკავშირებული პრობლემები არ გვაქვს; დაიბან, გაიშრობ და ეგაა. თუმცა სინამდვილეში არც ასე მარტივადაა საქმე. სხვისთვის მარტივი შხაპი, ჩემთვის 10 წუთიანი თმის ვარცხნაა, რათა ყველანაირი თმის ნასკვი გავხსნა. გაშრობით კი ყოველთვის სხვადასხვანაირად მიშრება და, ხშირ შემთხვევაში, არც ისე კარგ ფორმას იღებს…

Curly Girl Probblems

ბავშვობაში ძალიან ხუჭუჭა თმა მქონდა და დაუვარცხნელობის გამო სასწაულად ამებურდა. მგონი 4 წლის ვიქნებოდი, თმა რომ გადამპარსეს და მას შემდეგ სწორი თმა ამოვიდა. გარდატეხის პერიოდში ისევ დამეხვა, თუმცა ისე აღარ, როგორც ბავშვობაში. ახლა უფრო ტალღოვანი მაქვს ვიდრე ხუჭუჭა, მაგრამ თმის სხვადასხვა პროდუქტების მეშვეობით ვახერხებ ფორმისა და მოცულობის მინიჭებას. სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ჩემი თმა ამა თუ იმ პროდუქტს ეჩვევა და ისეთ ეფექტსაც აღარ იძლევა, როგორც მანამდე.

პრობლემა#1: გაპუწულობა, რომელსაც ვერაფრით ვშველი. დაბანიდან მეორე დღესვე იშლება კულული და უფორმო ხდება…

პრობლემა#2: ყოველთვის მეშინია სტილისტმა იმაზე მეტი არ მომაჭრას ვიდრე ვუთხარი. 2 წლის წინ ერთ-ერთმა საკმაოდ პოპულარულმა სტილისტმა სრულიად არ გაითვალისწინა ჩემი ხუჭუჭა თმის სიჯიუტე და ისე მოკლედ შემჭრა, რომ სალონიდან გარეთ გამოსვლა შემრცხვა. ამის გამო გასწორება დავიწყე  და 1 წლის განმავლობაში სწორი თმით დავდიოდი.

პრობლემა#3: თმის შეჭრას, აჩეხვას ან შეთხელებას ვერავინ ამჩნევს. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საკმაოდ დავიმოკლებ.

პრობლემა#4: დიდ ხნიანი გასწორების შემდეგ ხუჭუჭებმა ფორმა დაკარგეს და ახლა მუსიც აღარ შველის.

პრობლემა#5: სანამ ჩემი თმის გასწორებას კარგად “დავამუღამებდი,” ერთი-ორი ასეთი კომენტარი მომისმენია “შენ ამას გასწორებულს ეძახი?.” იუმორით ნათქვამი ეს წინადადება, ხუჭუჭ თმიანებს გულზეც კი გვხვდება, რადგან სხვამ არც კი იცის, რამდენი დრო და ენერგია უნდა მის გასწორებას.

პრობლემა#6: არც ისე ხშირია ვარცხნილობის ტუტორალები ხუჭუჭა თმიანებისთვის. გული მწყდება, რომ უმეტესი ვარცხნილობებისა, რომელიც გვერდზე ნაწნავს მოიცავს, ჩემს თმებზე არ ჩანს. შესამაბისად –

პრობლემა#7: ძირითადად მხოლოდ 3 ვარცხნილობას ვიკეთებ – კიკინა, ჩვეულებრივი ან “ფრენჩ” ნაწნავი  და “კოსა”.

პრობლემა#8: და ცოტა არ იყოს ჩემთვის დღემდე ამოუცნობი ფენომენი – დაბანის შემდეგ გაღვიძებულს ერთი მხარე უფრო ხვეული მაქვს ხოლმე ვიდრე მეორე o.O დავაკვირდი და წოლის მანერაზე არაა დამოკიდებული…

პრობლემა#9: თბილისის სუპერ თუ ჰიპერმარკეტებში არც ისე დიდი არჩევანია ჩემი თმის შესაფერისი პროდუქტებისა, რაც საკმაოდ დიდ დისკომფორტს მიქმნის.

curly hair problem 2

სულ ჩემს პრობლემებზე რომ არ ვისაუბრო, გეტყვი, როგორია ჩემი თმის მოვლის პროცედურები და რჩევები:

  • პირველ რიგში, სავარცხელს არ ვხმარობ! მხოლოდ სქელ კბილებიანს (სპეციალურად ხუჭუჭა თმიანებისთვის) და ისიც მხოლოდ დაბანის დროს.
  • კარგად შეარჩიე შამპუნი და აუცილებლად იხმარე ბალზამი. ეს ბოლო პერიოდია დავეძებ სპეციალურად ხუჭუჭა თმისთვის დამხადებულ ხაზს, თუმცა ამაოდ. გაყიდვაში მხოლოდ მუსები და კულულების შესანარჩენებელი თმის ლაქებია…
  • აბაზანიდან გამოსული თმას არა პირსახოცით, არამედ ბამბის მაიკით ვიმშრალებ. ვიცი, უცნაურად ჟღერს, მაგრამ მაიკით შემშრალებისას ჩემი კულულები არ იშლება და შესაბამისად გაშრობისას არ იპუწება, რასაც ვერ ვიტყვი პირსახოცზე.
  • კულულების შესანარჩუნებლად და მათი კარგად დაყენებისთვის, რა თქმა უნდა, მუსს ვხმარობ. ამჟამად მაქვს ნივეას და ტაფთის საშუალებები, რომლებიც ორივე საკმაოდ მომწონს.
  • თმას ფენით მხოლოდ მაშინ ვიშრობ, როდესაც ვისწორებ. თუ მაინცდამაინც ფენის მოყვარული ხარ და მის გარეშე არ შეგიძლია, მაშინ ცოტა გრილი ჰაერით გაიშრე და არა ცხელით!!

შენც გაქვს მსგავსი  ან განსხვავებული პრობლემები და რჩევები?