ამ თემაზე ქართულად საკმაოდ მწირი ინფორმაციაა, პრობლემა კი არცთუ იშვიათია. დაგვეთანხმები, რომ ძალიან ცუდად ჩანს ამობურცული ადგილები, მუქი ლაქები ფეხებზე ან და თმა – კანქვეშ. თუ გაწუხებს თმის ჩაბრუნება, მაშინ ეს სტატია საინტერესო იქნება შენთვის.
პილინგი
დღეში ორჯერ პილინგით კარგად დაიმუშავე ის ადგილი, სადაც ხშირად ხდება თმის ჩაბრუნება. ამით მოიცილებ მკვდარ უჯრედებს, ჭუჭყს და ცხიმს, რომელიც თმის ჩაბრუნების ძირითადი მიზეზია. პილინგისთვის შეგიძლია გამოიყენო სპეციალური ხელთათმანი, ან დაამზადო სკრაბი (გამოიყენე მარილი, ან ზეითუნის ზეთი და შაქარი).
იყავი ფრთხილი. შენი მიზანია მოიშორო მკვდარი უჯრედები და არა სისხლი იდინო, ასე რომ სჯობს კანი დაიმუშაო დიდხანს და ნაზად, მოერიდე სწრაფ და უხეშ მოძრაობებს. იმ შემთხვევაში, თუ პილინგი არ გაამართლებს, შეგიძლია, გამოიყენო სხვა მეთოდი, უკეთეს შემთხვევაში კონსულტაცია გაიარო ექიმთან.
აკნეს მკურნალობის მეთოდი.
ჩაბრუნებული თმა ძალიან ჰგავს აკნეს სტრუქტურას. გამოიყენე ბენზოილის პეროქსიდი ან სალიცილის სპირტი რამდენიმეჯერ დღეში. პილინგთან ერთად სალიცილის სპირტით კანის გასუფთავება საკმარისია ჩაბრუნებული თმის მოსაცილებლად. თუ ხელთ არ გაქვს სალიცილის სპირტი ან ბენზოილის პეროქსიდი, შეგიძლია გამოიყენო კბილის პასტა.
კომპრესები
დაიდე თბილი მკვებავი კომპრესი რამდენიმე წუთით. ეს დაარბილებს კანს.
• დაასველე ღრუბელი ცხელ წყალში, გაწურე და დაიდე იქ, სადაც თმა ხშირად გიბრუნდება. როგორც კი შეგრილდება, კვლავ დაასველე ცხელ წყალში.
• თუ კანქვეშ თმის ღერს ხედავ, კომპრესი დაეხმარება თმას კანის ზედაპირზე ამოვიდეს, ხოლო თუ თმა არ ჩანს, გაიჩერე თბილი კომპრესი მანამ, სანამ ის არ გამოჩნდება.
• თუ კომპრესის გაკეთებიდან 10 წუთის შემდეგ თმა არ ჩანს, ე.ი. დამოუკიდებლად მას ვერ მოიცილებ და დროა ექიმ-დერმატოლოგს მიმართო. სასურველია, გაესინჯო კანის კიბოზე.
პინცეტი, ნემსი…
გამოიყენე სტერილური ნემსი ან პინცეტი, რათა ჩაბრუნებულ თმას კანის თხელი ფენა მოაცილო. პირველ რიგში დაიდე თბილი კომპრესი – ეს დაეხმარება თმას ზედაპირზე ამოსვლაში. ნუ ამოჩიჩქნი და თუ შესაძლებელია, ნუ მოწყვეტ თმას, უბრალოდ დარწმუნდი, რომ თმის ბოლო კანს ზემოთაა.
მუდმივად გაისუფთავე კანი ჩაბრუნებული თმისგან
დაიბანე პრობლემური ადგილი თბილი წყლით და დამატენიანებელი საპნით. გამოიყენე ანტისეპტიკური საპონი,რათა დაიცვა თავი ინფექციისგან. მოერიდე მჭიდრო ტანსაცმელს და მუდმივად გამოიყენე პილინგი.
დამატებითი რჩევები
• თუ თმა არ ჩანს საწყის ეტაპზე, დაიტოვე თბილი კომპრესი ცოტა დიდხანს
• ყოველთვის გამოიყენე ახალი საპარსი დანა, როცა საქმე მგრძნობიარე ადგილს ეხება (მაგ. ბიკინის ზონა)
• თუ პარსვის შემდეგ კანი გიწითლდება და გაყრის, გამოიყენე დამატენიანებელი კრემი, ეს გააქრობს სიწითლეს. ამ ფუნქციას ვაზელინიც მშვენივრად ითავსებს.
• რაც უფრო გრძელია თმა, მით ნაკლებია ჩაბრუნების შანსი, ასე რომ სცადე ცოტა უფრო იშვიათად გაიპარსო. უმჯობესია, გამოიყენო ერთპირიანი ან ელექტრო საპარსი, მრავალპირიანი საპარსის ნაცვლად.
• არასოდეს გაიპარსო „მშრალად“ და მითუმეტეს მშრალ ადგილზე საპნის წასმით.
• შეინარჩუნე სისუფთავე. ყოველდღიური ჰიგიენური პროცედურები აგარიდებს მსგავს პრობლემებს.
• ყოველთვის გაასუფთავე საპარსი გამოყენებამდე. ხარისხიანი საპარსი კრემის გამოყენებამ შესაძლოა დაიცვას შენი თმა ჩაბრუნებისგან.
• ეცადე არ გაიპარსო, სანამ ამის აუცილებლობა არაა. ყოველდღიური პარსვისას თმა უფრო ხშირად იზრდება, თუმცა ზოგიერთი ღერი ვერ ასწრებს გაზრდას, სწორედ ამიტომ ხდება თმის ჩაბრუნება.

დიდი მადლობა ამ სტატიისთვის! მართლა სერიოზული პრობლემაა და იშვიათია ასეთი კომპლექსური რჩევები. :)
არასდროს მქონდა და ეპილატორის ხმარების შემდეგ დამეწყო.. გავიჩალიჩე ძალით.. :)
tu shegidzliat mirchot rame mamakacistvis saxeze tmis chabrunebis winaagmdeg.
იგივე მეთოდი შეგიძლია გამოიყენო, ოღონდ სკრაბი შეარჩიე სახისთვის, ყოველდღიური. სალიცილით დაბანაც კარგი იდეაა, კარგად ასუფთავებს კანს. შეგიძლია ესეც სცადო http://www.amazon.com/Tend-Skin-Care-Solution-Ounce/dp/B00021DO6Y/ref=sr_1_2?s=hpc&ie=UTF8&qid=1381773415&sr=1-2&keywords=ingrown+hair+men
Nacnobi shemtxvevaa:))
Tamuna Demetrashvili chemtvisac
uuuf metki rame axalia tko es kvelam icis visac eg problema akvs dziritada epilatoris ckalobit:D
ეპილატორის შემდეგ დამეწყო ეს პრობლემა, კარგად კი შემაშინეთ , კანის კიბოზე გაესინჯეთო:)) ეხლა დავგუგლავ, კანის კიბოს მარტო ეს სიპტომი ხომ არ შეიძება ქონდეს
მელანომაზეც გვაქვს სტატია :)
http://pink.ge/articles/beauty-health/melanoma/
მეც ეპილატორის ხმარების შემდეგ დამეწყო :( ეხლა აღარ ვხმარობ მაგრამ მაინც მიბრუნდება ხოლმე. მივქარე რა :( აუ ეხლა ამ კანის კიბომ ძაან შემაშინა :( მადლობა ასეთი სტატიისთვის
ეპილატორის ხმარება რაც დავიწყე, მას შემდეგ გამიჩნდა მეც ეს პრობლემა და ვერაპრით ვეღარ ვმკირნალობ :(
mec epilatoris shemdeg gamichnda shavi sazizgari wertilebii lazeri gavikete epilaciaa da mtlianad alagda shavi wertilebi 5 procedura damchira me :/
Ramodenimejer gamoviyene epalatori da damewko da vegarc movishore sashinel dgeshi maq fexebi kaba vegar chamicvia :( :( sashineleebaa muwukebi maqvs me da misivdeba chabrunebuli adgilebi :(
magda tu sheileba romeli lazeri gaikete,da sad?
chebrunebuli tna didi xani Seidzleba rom gqondes?2 welia ramodnime wertili maqvs,tma amden xans sheidzleba iyos chabrunebuli?
უმჯობესია მიხედო თორემ ხალხი ჩაბრუნებული თმის გამო ოპერაციას იკეთებს თუ თმა ზედმეტად გრძელია, შეცდომაში რომ არ შეგიყვანო ვერ გეტყვი ზუსტად რას მიყავს ოპერაციის დონემდე ეს თმის ჩაბრუნება, მაგრამ ფაქტია, მიხედვა აუცილებლად უნდა, 2 წელი საკმაოდ დიდი დროა
გოგოებო მეც ეგრე დამემართა ეპილატორის შემდეგ,ფეხებზე ჩამიბრუნდა თმა საშინლად, დაახლოებით ეგეთი რჩევები მომცეს მეც,ძალიან კარგი რჩევებია მაგრამ ამდენი რაღაცის გაკეთება დაგეზარება ადამიანს, და ამიტომ ზარმაცმა ადამიანმა ჩემით გამოვნახე გზა და მინდა გაგიზიაროთ, ძალიან სულელურმა რაღაცამ მიშველა, მოკლედ ტანის დასაბანი ღრუბელი ხო იცით, აი ყვავილს რო მოგაგონებთ, დაბლა ლინკს დავტოვებ რო ნახოთ, ეგ აიღეთ, ყოველ ღამე ან ყოველ დილით ფეხები კარგად გაისაპნეთ, და ამ ღრუბლით კარგად დაიმუშავეთ,დაახლოებით 3-5 წუთი(თუ ფეხებზე იკეთებთ ეპილატორს) მთლად არ გადაიტყაოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში თუ ეპილატორს იყენებთ არ გამოტოვოთ ერთი დღეც კი, არავითარ შემთხვევაში, მთელი ზაფხული ასე ვაკეთებდი და ერთი ჩაბრუნებული თმა არ მინახავს, და კიდევ, თუ გინდათ რო მაინც თავი დაიზღვიოთ ჩაბრუნებული თმისაგან და გეშინიათ რომ ამან შეიზლება არ გიშველოთ, აიღეთ მჭადის ფქვილი და ამით დაიმუშავეთ ფეხები კვირაში 2 ჯერ მაინც…(ეს არ აძლევს ფორებს დახურვის საშუალებას,ანუ კანი არ ფარავს და არ იზრდება თმის ადგილას) ძალიან მარტივია… ზამთარში ვიპარსავ, ხოლო ზაფხულში როცა ეპილატორის გამოყენებას ვიწყებ ზემოთ ჩემს მიერ ჩამოთვილ ხერხს აუცილებლად ვაკეთებ.. სცადეთ, ვიცი სულელურად ჟრერს მაგრამ შველის :) ..
http://sparesource.ca/products/SPONGE-BLUE_xl.jpg
salome epilatorit sheidzleba chaibrunos tma???????????????
icit ra mainteresebs? ai gaparsvis shemdeg gamonayari rogor sheidzleba tavidan avicilo? ra xerxs ar mivmarte. uxeshi tma maqvs, gaparsvidan imave dges amomdis ukve, mewyeba qavili rac iwvevs gamonayars, shemdeg kani titqos mechimeba da mtkiva, meore dges britvis dasma agar shemidzlia radgan kani dazianebuli maq, epilatori ukan mibrunebs tms. garda epilaciisa da depilatorisa kidev ra sashualebit sheidzleba am yvelafris tavidan acileba. tqveni daxmareba dzalian mchirdeba da iqneb icodet amis shesaxeb rame. winaswar gmadlobt, es aris chemi ertaderti problema rac tavdajerebulobas makargvinebs
rame mishvelet raa,, bikinis zonashii patara sharikivit moqnda cota muqi peris, mec epilaors vxmarob, neln-nela gaizardaa gamagrebulic aris cota da xels rom videb mtkiva dzaaan.ra vqna ra gavaketoo? dzaan emshinia rame ar mchirdes