ბროწეულის ყვავილებს და ნაყოფს უძველესი დროიდან იყენებენ სამკურნალოდ, საკვებად და კოსმეტიკური საშუალებებისათვის. ბროწეულის ნაყოფი და მისგან გამოწურული წვენი საუკეთესოდ მოქმედებს სახის კანზე.

ბროწეული ებრძვის აკნეს

გამონაყარი კანზე ანუ აკნე ზოგჯერ საჭმლის მომნელებელი სისტების პრობლემებითაა გამოწვეული. ბროწეულის რეგულარულად მიღება ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის  წესრიგში მოყვანას და სისხლის მიმოქცევის დარეგულირებას, შედეგად გამონაყარი მცირდება ან/და ქრება.

შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას, რომელიც ჰემოგლობინის შემადგენლობაში შედის. ჰემოგლობინი უჯრედებში ჟანგბადის ტრანსპორტირებას ემსახურება  და შედეგად კანის ფერიც უმობესდება.

ბროწეული შეიცავს ასევე ვიტამინ C-ს რომელიც მონაწილეობს კანის ცხიმის გამოყოფის რეგულაციაში. კანის ცხიმის ჭარბი გამოყოფა აკნეს გაჩენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

ხელს უშლის კანის დაბერებას

ბროწეული დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, C, E და A  ვიტამინებს, კალციუმს, ფოლუმის მჟავას, კალიუმს და რკინას შეიცავს,რომლებიც ხელს უწყობენ კანის უჯრედების რეგენერაციას და იცავენ კანის უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან.

მზით დამწვრობის შემდეგ ბროწეულის წვენის დალევა ხელს უწყობს კანის  აღდგენას და  ელასტიურობის შენარჩუნებას.