Home თავის მოვლა

პლაზმოლიფტინგი – კანის გაახალგაზრდავების ერთ-ერთი მეთოდია, რომლის დროსაც გამოიყენება პაციენტის სისხლი. ამის გამო მას სახის “ვამპირულ” ლიფტინგსაც უწოდებენ. პროცედურას მიმართავენ ხოლმე ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა ანჯელინა ჯოლი, კიმ კარდაშიანი, ბარ რაფაელი …

პლაზმოლიფტინგი შემდეგში მდგომარეობს – პაციენტის ვენიდან იღებენ სისხლს და ცენტრიფუგის მეშვეობით ამუშავებენ. შედეგად პლაზმა სისხლისგან ცალკევდება. მიღებული პლაზმა კანში შეყავთ მცირე ნემსის საშუალებით. თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა ხელს უწყობს კოლაგენისა და ჰიალურონის მჟავის სინთეზს, კანი ხდება გლუვი და ელასტიური, დატენიანებული, ჯანსაღი ფერის, მცირდება ნაოჭების რაოდენობა. პრობლემიდან გამომდინარე კეთდება სხეულის სხვადასხვა ზონაზე. “სისხლის” ხსენებაზე ბევრი ცუდად ხდება, თუმცა, პლაზმოლიფტინგი ერთ-ერთი უსაფრთხო პროცედურაა – სხვა პროცედურებისგან განსხვავებით გამოიყენება ორგანიზმის შინაგანი რესურსი. მეთოდი გარდა კოსმეტოლოგიისა ფართოდ გამოიყენება მედიცინის შემდეგ სფეროებში: ტრავმატოლოგია, სტომატოლოგია, ორთოპედია… ამ მეთოდის საშუალებით მკურნალობენ თმის ცვენასაც.

რომელი წლის ასაკიდან არის რეკომენდებული?

ასაკი შეზღუდული არ არის. თუმცა, რამდენად რეკომენდებულია პლაზმოლიფტინგი შენი კანისთვის, სპეციალისტმა უნდა განსაზღვროს. პროცედურა განსაკუთრებით ეფექტურია მოდუნებული კანის, მცირე ნაოჭების, აკნეს, ნაწიბურების, პიგმენტური ლაქების შემთხვევაში.

რამდენი პროცედურაა საკამრისი ეფექტის მისაღებად?

პრობლემიდან გამომდინარე კურსი მოიცავს 3-5 პროცედურას, რომლებიც 10-14 დღეში მეორდება. ერთი პროცედურა 30 წთ-მდე გრძელდება.

plasma

სად ჩავიტარო?

მიმართე გამოცდილ პროფესიონალსა და კლინიკას, რომელსაც ენდობი. პროცედურის ჩატარებამდე გაიარე კონსულტაცია, გაარკვიე ყველა დეტალი მის შესახებ.

რა ღირს?

ერთი პროცედურის ფასი, დაახლოებით, 100 ლარიდან 250-მდე მერყეობს.

არსებობს თუ არა რაიმე სახის შეზღუდვები?

არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, სისხლისა და კანის დაავადებების დროს.

საფრთხეები

შესაძლოა სახეზე გაჩნდეს მცირე დალურჯებები და სისხლჩაქცევები, რომლებიც რამდენიმე დღეში გაქრება.

რა უნდა გაითვალისწინო

პლაზმოლიფტინგი მართალია ამცირებს წვრილი ნაოჭების რაოდენობას და ღრმა ნაოჭებს ნაკლებად შესამჩნევს ხდის, თუმცა, ეს პროცედურა უფრო მეტად განკუთვნილია კანის ფერის, ტენიანობის შეცვლისთვის

 

შენ რას იტყვი?