ჩემს ცხოვრებაში ბევრჯერ ყოფილა, როცა მინდოდა დიეტა დამეცვა ან ვარჯიში დამეწყო, ან რაიმე მავნე ჩვევა მომეშალა და ხშირად თავს ვერ ვაბამდი. ასეთ დროს მეგობრების და თანამაზრეების თანადგომა ჰაერივით გვჭირდება ხოლმე!
სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ ახალ პროექტს – Pinky Promise (“პინკური” პირობა) – რომლის ფარგლებშიც ყველანი გავერთიანდებით მავნე ჩვევების წინააღმდეგ და სასარგებლო ჩვევების გამომუშავებისთვის!
წესები მარტივია:
ყოველი თვის დასაწყისში მე გთავაზობთ პირობას, რომელიც მომავალი 30 დღის განმავლობაში ყველამ ერთად უნდა შევასრულოთ (მომდევნო თვისთვის იდეებს და რჩევებს თქვენგანაც მივიღებ).
ყველა “პინკურ” პირობას facebook-ზე საკუთარი event-ი ექნება, რომელსაც მსურველები შევუერთდებით. ამ event-ში დაიდება გამამხნევებელი ფოტოები და ლინკები, თქვენც შეგეძლებათ დადოთ თქვენი ფოტოები და პროგრესის შესახებ გაგვიზიაროთ.
ივნისის პირობა:
არ მინდოდა პირველი პირობა, რომელსაც შემოგთავაზებდით ძალიან რთული ყოფილიყო. დიდხანს ვიფიქრე, უამრავი სტატია წავიკითხე და საბოლოოდ მივედი იმ დასკვნამდე, რომ ამ პირობის შესრულება განურჩევლად ყველას შეგვიძლია, თუმცა ხშირად არ ვაკეთებთ, არადა გვინდა, რომ ვაკეთებდეთ!
ალბათ უკვე წაიკითხეთ ჩვენი სტატია წყლის სასარგებლო თვისებების შესახებ. მაშინ ისიც გეცოდინებათ, რომ სულ მალე, ზაფხულის დადგომასთან ერთად, ჩვენს სხეულსაც მეტი სითხე დასჭირდება. ამიტომ –
ჩვენ ვდებთ “პინკურ” პირობას, რომ ყოველ დღე დავლევთ წყალს!
დიეტოლოგები გვეუბნებიან, რომ წყლის მიღება აუცილებელია ნებისმიერი ჯანსაღი დიეტისას.
“ხშირად, როდესაც წასუსნავება მოგინდება, უბრალოდ წყლის დალევით შესაძლებელია მადის დაქვეითება.”
მოდით ერთად ჩავატაროთ ექსპერიმენტი: გთავაზობთ, 1 ივნისს სასწორზე შედგეთ და ივენთის ვოლზე დააფიქსიროთ თქვენი წონა, თვის ბოლოს კი შეადაროთ გაუმჯობესდა თუ არა მდგომარეობა თქვენი სურვილისამებრ.
გარდა ამისა, დიეტოლოგები და ექიმები სხვა სასარგებლო გვერდით ეფექტებსაც გვპირდებიან.
“თუ შენ დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის წყალს მიიღებ, უფრო ენერგიული და ამტანი გახდები, გაგიმარტივდება წონის კონტროლი, რადგან კუჭნაწლავის მოქმედება გაგიუმჯობესდება.”
“წყლის რეგულარული მიღება საოცარ შედეგებს მოგცემს: ტვინის მოქმედების კოორდინაციის გაუმჯობესება და ენერგიის მოზღვავება სახეზეა, სახის კანი გაცილებით სუფთა ხდება. “
მთელი თვის განმავლობაში დააკვირდით საკუთარ თავს და გაგვიზიარეთ თქვენი პროგრესი facebook-ზე! რაც მთავარია – არ დაგავიწყდეთ წყლის დალევა!
პირობის დეტალები:
- პირობა ძალაშია 1 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით;
- პირობის თანახმად, დღეში უნდა მივიღოთ 1,5-დან 4 ლიტრამდე წყალი, ჩვენი წონიდან და ფიზიკური დატვირთვიდან გამომდინარე; დეტალური ცხრილი შენი სხეულის სპეციფიკის მიხედვით იხილე სტატიაში წყლის სასარგებლო თვისებების შესახებ.
- პირობაში შედის მხოლოდ წყლის მიღება: ჩაი, ყავა, წვენები, ალკოჰოლი, გაზიანი სასმელები მართალია შეიცავენ წყალს, მაგრამ ასევე შედგებიან ქიმიური კომპონენტებისგან და ხელს უწყობენ გაუწყლოებას. ამიტომ ეს სასმელები არ ითვლება!
- პირობის უსაფრთხოებისთვის, მიღებული რაოდენობა უნდა გადანაწილდეს დღის განმავლობაში და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დალიო 2 ლიტრი წყალი ერთ ჯერზე.
მომავალ თვეებში პირობები ნელ-ნელა გართულდება და სხვადასხვა შინარსის და ფორმატის გახდება. შემოგვიერთდით! გამოიყენეთ და დააფასეთ პინკური საზოგადოების მხარდაჭერა და ასევე მხარში დაუდექით სხვებს.
მე კი აქ ვიქნები და თქვენთან ერთად გავივლი ამ სველ, ცივ და კამკამა 30 დღეს რომელიც წინ გველოდება! წყლის ძალა გქონოდეთ! :)
P.S. კომენტარებში ველოდები თქვენს იდეებს მომავალი თვის პირობასთან დაკავშირებით! მომავალი თვის პირობას დაახლოებით 25 ივნისის შემდეგ გამოვაქვეყნებ.
[poll id=”200″]
dzalian kargi ideaa,me yovekldge vdeb pirobas rom davlev xan vsvam xan maviwydeba.ase room zalian,zalian moxaruli var da me giertdebit :)
tqvens gverdit migulet.:)
მართლა ძალიან მაგარი იდეააა, ვიცი რომ დილით უზმოზე აუცილებელია ერთი ჭიქა წყალი )))მინერალური წყალი შეიძლება? უფრო სიამოვნებით ვსვამ ვიდრე უბრალო წყალს
შესანიშნავი პროექტია, და მე ვდებ “პინკურ” პირობას, რომ ყოველ დღე დავლევ 2 ლიტრამდე წყალს <3
ძალიან კარგი იდეაა ^_^ იქნებ ასე მაინც ”გამოვსწორდე”. მე ვდებ ”პინკურ” პირობას…
gogoebo ar vici rogor mogmartot amitom ak davcer)) 1 kvirashi vapireb sport darbazshi siarulis dackebas savarjishod, zapxuli modis/) xoda pirvelad xdeba aseti eam chems cxovrebasb, makvs celulitis problema da imedia 1 tviani varjishis shendeg ragacas movuxerxeb da davamarczeb, ubralod ar vici ra saxis varjishebi vaketo tviton darbazshi da arc ishesabamisi “trenajorebi” romlitac vivarjisheb. arc saxsrebi makvs rom fitnes instruqtori davikiravo.. saitebze versad vipove, ikneb dadot raime amis msgavsi anu ra unda gaaketos damckebma sportdarbazshi…))) didi madloba winaswar,
Kvatatuna fbze damimate raa
mec giertdebit, mivdivar macivrisken da viwyeb wylis smass <3 banketistvis formaSi unda Chavdge madlobaaa yvelas. sawyisi aseTia var 68 kilo 178 simagel
shedgebsac gagcnobT
მომწონს ! ძალიან კარგი წამოწყებაა, მითუმეტეს ჩემნაირი უნებისყოფო ადამიანისთვის,რომლისთვისაც სტიმული და მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს.
დიდი სიამოვნებით გიერთდებით და ვდებ პირობას, რომ ყოველდღე 2,5-3 ლიტრამდე წყალს დავლევ.
შემდეგ პირობებს რაც შეეხება, თუ ბევრი მსურველი იქნება, დიდი სიამოვნებით დავდები რაიმე პირობას, რომელიც
1) ცელულიტის გაქრობაში მომეშველებოდა;
2) პირობას, რომელიც ვარჯიშიც ცხოვრების წესად ქცევაში დამეხმარებოდა
3) პირობას,რომელიც გვიან (და არაჯანსაღად) კვებას გადამაჩვევდა :))))
au me momewona samive idea da dade :)
AMAS DIDI XANIA VAKETEB WYALS VSVAM 2 -3 LITRS DGIS GANMAVLOBASHI…..VUERTDEBI PROEQTSAC RATQMA UNDA,GARDA AMISA VVARJISHOB WONASHIC DAVIKELI ..VAGRDZELEB DIDI ENTUZIAZMIT..
mec momwoons :P yovel 1 saatShi ro davlio arafers ar mavnebs xo? :)
giertdebit,,,mxolod ramdenad gamaxsendeba da movaxerxeb chemi rejimis gamo es sxva saqmea,,,,mtavari mainc survilia da yvelafers eshveleba…..
mec minda vcado…dietebs veraprit vicavvv:((( arada ukve cona gamekcaaaaa
Mec giertdebit.4 tvis win vimshobiare da over davikeli.Anastasia shen tu dieta gchirdeba aba me raga vtkva 67 kilo var da 162 :((( sasowarkvetilebashi var chavardnili
დღეს ისედაც დავიწყე დიეტა,მაგრამ წყალი ჯერ არ დამილევია.ძირითადად ჭამის დროს მიყვარს წყლის მიყოლება,ისე მთელი დღე შეიძლება არ დავლიო. რაც მემგონი პირიქით ასუქებს. ამიტომ დღეიდან გიერთდებით და ვსვავ წყალს .. ვარ 66 კილო და 162
mshvenieri ideaa da didi siamovnebit..tan chemtvis aucilebelicaa…
1) ცელულიტის გაქრობაში მომეშველებოდა;
2) პირობას, რომელიც ვარჯიშიც ცხოვრების წესად ქცევაში დამეხმარებოდა
3) პირობას,რომელიც გვიან (და არაჯანსაღად) კვებას გადამაჩვევდა :)))) esenic mshvenieriaaa
მე ისედაც ვსვავ ძალიან ბევრ წყალს :)
გაყინულ და შემდეგ გამღვალ წყალს ვსვამ და ვერ ვიტან ონკანის წყალს!
მე უკვე კარგა ხანია ჩემ თავს დავუსვი საკითხი უფრო მეტი წყალი დამელია, ვიდრე აქამდე ვსვამდი.
პროფესიონალებმა მითხრეს, რომ თურმე ძალიან სასარგებლოა უზმოზე წყლის დალევა (0,5 ლ-მდე).
ასევე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და ჭამიდან საათი-საათ ნახევრის შემდეგ უნდა მივიღოთ წყალი!
ჭამიდან ჭამამდე შუალედში კი განუზომელი რაოდენობით შეგვიძლია ვსვათ.
მე პირადად, ჯერ უზმოზე დავიწყე წყლის მიღება. თუ ბოთლს საწოლის გვერდით მოიდგამთ, დამიჯერეთ არც თქვენ გაგიჭირდებათ :))))
მოკლედ, მე თქვენთან ვარ!!! :)
mec giertebit gogoebooooooooo
xvalidan vicyeb aranairi yava da gaziani sasmeli mxolod da mxolod wyali
დალიეთ წყალი ყოველდღე!
ar vici ramdenad daklebuli maqvs , magram tavs rom ufro msubuqad vgrdznob es faqtia… madloba aseti rchevistvis pink. :) ;)
tqveni dila ra sauzmit iwkeba?
me xvalidan giertdebit.dzalian magaria