Home Pinky Promise

ჩემს ცხოვრებაში ბევრჯერ ყოფილა, როცა მინდოდა დიეტა დამეცვა ან ვარჯიში დამეწყო, ან რაიმე მავნე ჩვევა მომეშალა და ხშირად თავს ვერ ვაბამდი. ასეთ დროს მეგობრების და თანამაზრეების თანადგომა ჰაერივით გვჭირდება ხოლმე!

pinkypromise

სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ ახალ პროექტს – Pinky Promise (“პინკური” პირობა) – რომლის ფარგლებშიც ყველანი გავერთიანდებით მავნე ჩვევების წინააღმდეგ და სასარგებლო ჩვევების გამომუშავებისთვის!

წესები მარტივია:

ყოველი თვის დასაწყისში მე გთავაზობთ პირობას, რომელიც მომავალი 30 დღის განმავლობაში ყველამ ერთად უნდა შევასრულოთ (მომდევნო თვისთვის იდეებს და რჩევებს თქვენგანაც მივიღებ).

ყველა “პინკურ” პირობას facebook-ზე საკუთარი event-ი ექნება, რომელსაც მსურველები შევუერთდებით. ამ event-ში დაიდება გამამხნევებელი ფოტოები და ლინკები, თქვენც შეგეძლებათ დადოთ თქვენი ფოტოები და პროგრესის შესახებ გაგვიზიაროთ.

ივნისის პირობა:

არ მინდოდა  პირველი პირობა, რომელსაც შემოგთავაზებდით ძალიან რთული ყოფილიყო. დიდხანს ვიფიქრე, უამრავი სტატია წავიკითხე და საბოლოოდ მივედი იმ დასკვნამდე, რომ ამ პირობის შესრულება განურჩევლად ყველას შეგვიძლია, თუმცა ხშირად არ ვაკეთებთ, არადა გვინდა, რომ ვაკეთებდეთ!

ალბათ უკვე წაიკითხეთ ჩვენი სტატია წყლის სასარგებლო თვისებების შესახებ. მაშინ ისიც გეცოდინებათ, რომ სულ მალე, ზაფხულის დადგომასთან ერთად, ჩვენს სხეულსაც მეტი სითხე დასჭირდება. ამიტომ –

drink-water

 

ჩვენ ვდებთ “პინკურ” პირობას, რომ ყოველ დღე დავლევთ წყალს!

დიეტოლოგები გვეუბნებიან, რომ წყლის მიღება აუცილებელია ნებისმიერი ჯანსაღი დიეტისას.

“ხშირად, როდესაც წასუსნავება მოგინდება, უბრალოდ წყლის დალევით შესაძლებელია მადის დაქვეითება.”

მოდით ერთად ჩავატაროთ ექსპერიმენტი: გთავაზობთ, 1 ივნისს სასწორზე შედგეთ და ივენთის ვოლზე დააფიქსიროთ თქვენი წონა, თვის ბოლოს კი შეადაროთ გაუმჯობესდა თუ არა მდგომარეობა თქვენი სურვილისამებრ.

გარდა ამისა, დიეტოლოგები და ექიმები სხვა სასარგებლო გვერდით ეფექტებსაც გვპირდებიან.

თუ შენ დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის წყალს მიიღებ, უფრო ენერგიული და ამტანი გახდები, გაგიმარტივდება წონის კონტროლი, რადგან კუჭნაწლავის მოქმედება გაგიუმჯობესდება.”

“წყლის რეგულარული მიღება საოცარ შედეგებს მოგცემს: ტვინის მოქმედების კოორდინაციის გაუმჯობესება და ენერგიის მოზღვავება სახეზეა, სახის კანი გაცილებით სუფთა ხდება. “

მთელი თვის განმავლობაში დააკვირდით საკუთარ თავს და გაგვიზიარეთ თქვენი პროგრესი facebook-ზე! რაც მთავარია – არ დაგავიწყდეთ წყლის დალევა!

პირობის დეტალები:

  • პირობა ძალაშია 1 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით;
  • პირობის თანახმად, დღეში უნდა მივიღოთ 1,5-დან 4 ლიტრამდე წყალი, ჩვენი წონიდან და ფიზიკური დატვირთვიდან გამომდინარე; დეტალური ცხრილი შენი სხეულის სპეციფიკის მიხედვით იხილე სტატიაში წყლის სასარგებლო თვისებების შესახებ.
  • პირობაში შედის მხოლოდ წყლის მიღება: ჩაი, ყავა, წვენები, ალკოჰოლი, გაზიანი სასმელები მართალია შეიცავენ წყალს, მაგრამ ასევე შედგებიან ქიმიური კომპონენტებისგან და ხელს უწყობენ გაუწყლოებას. ამიტომ ეს სასმელები არ ითვლება!
  • პირობის უსაფრთხოებისთვის, მიღებული რაოდენობა უნდა გადანაწილდეს დღის განმავლობაში და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დალიო 2 ლიტრი წყალი ერთ ჯერზე.

მომავალ თვეებში პირობები ნელ-ნელა გართულდება და სხვადასხვა შინარსის და ფორმატის გახდება. შემოგვიერთდით! გამოიყენეთ და დააფასეთ პინკური საზოგადოების მხარდაჭერა და ასევე მხარში დაუდექით სხვებს.

მე კი აქ ვიქნები და თქვენთან ერთად გავივლი ამ სველ, ცივ და კამკამა 30 დღეს რომელიც წინ გველოდება! წყლის ძალა გქონოდეთ! :)

P.S. კომენტარებში ველოდები თქვენს იდეებს მომავალი თვის პირობასთან დაკავშირებით! მომავალი თვის პირობას დაახლოებით 25 ივნისის შემდეგ გამოვაქვეყნებ.

რის შესახებ გავაკეთოთ შემდეგი Pinky Promise?

  • არ ჭამო 6-ის მერე (39%, 616 Votes)
  • გააკეთე 30-50 პრესი ყოველდღე (30%, 472 Votes)
  • დაიბანე და გაიწმინდე სახე ყოველდღე (19%, 305 Votes)
  • არ ჭამო ცომეული (Gluten Free Diet) (17%, 273 Votes)
  • ჭამე ხილი ყოველდღე (15%, 235 Votes)
  • ისაუზმე ყოველ დილით (14%, 227 Votes)
  • არ ჭამო ტკბილეული (Sugar Free Diet) (14%, 226 Votes)
  • იძინე მინიმუმ 8 საათი ყოველდღე (12%, 196 Votes)
  • დალიე მწვანე ჩაი ყოველდღე (11%, 177 Votes)
  • არ დალიო ყავა (11%, 175 Votes)

გამოკითხვას უპასუხა: 1,574 მომხმარებელმა

Loading ... Loading ...
მსგავსი სტატიები
27 კომენტარი to this post
  1. მართლა ძალიან მაგარი იდეააა, ვიცი რომ დილით უზმოზე აუცილებელია ერთი ჭიქა წყალი )))მინერალური წყალი შეიძლება? უფრო სიამოვნებით ვსვამ ვიდრე უბრალო წყალს

  2. შესანიშნავი პროექტია, და მე ვდებ “პინკურ” პირობას, რომ ყოველ დღე დავლევ 2 ლიტრამდე წყალს <3

  3. ძალიან კარგი იდეაა ^_^ იქნებ ასე მაინც ”გამოვსწორდე”. მე ვდებ ”პინკურ” პირობას…

  4. gogoebo ar vici rogor mogmartot amitom ak davcer)) 1 kvirashi vapireb sport darbazshi siarulis dackebas savarjishod, zapxuli modis/) xoda pirvelad xdeba aseti eam chems cxovrebasb, makvs celulitis problema da imedia 1 tviani varjishis shendeg ragacas movuxerxeb da davamarczeb, ubralod ar vici ra saxis varjishebi vaketo tviton darbazshi da arc ishesabamisi “trenajorebi” romlitac vivarjisheb. arc saxsrebi makvs rom fitnes instruqtori davikiravo.. saitebze versad vipove, ikneb dadot raime amis msgavsi anu ra unda gaaketos damckebma sportdarbazshi…))) didi madloba winaswar,

  5. მომწონს ! ძალიან კარგი წამოწყებაა, მითუმეტეს ჩემნაირი უნებისყოფო ადამიანისთვის,რომლისთვისაც სტიმული და მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს.
    დიდი სიამოვნებით გიერთდებით და ვდებ პირობას, რომ ყოველდღე 2,5-3 ლიტრამდე წყალს დავლევ.
    შემდეგ პირობებს რაც შეეხება, თუ ბევრი მსურველი იქნება, დიდი სიამოვნებით დავდები რაიმე პირობას, რომელიც
    1) ცელულიტის გაქრობაში მომეშველებოდა;
    2) პირობას, რომელიც ვარჯიშიც ცხოვრების წესად ქცევაში დამეხმარებოდა
    3) პირობას,რომელიც გვიან (და არაჯანსაღად) კვებას გადამაჩვევდა :))))

  6. დღეს ისედაც დავიწყე დიეტა,მაგრამ წყალი ჯერ არ დამილევია.ძირითადად ჭამის დროს მიყვარს წყლის მიყოლება,ისე მთელი დღე შეიძლება არ დავლიო. რაც მემგონი პირიქით ასუქებს. ამიტომ დღეიდან გიერთდებით და ვსვავ წყალს .. ვარ 66 კილო და 162

  7. mshvenieri ideaa da didi siamovnebit..tan chemtvis aucilebelicaa…
    1) ცელულიტის გაქრობაში მომეშველებოდა;
    2) პირობას, რომელიც ვარჯიშიც ცხოვრების წესად ქცევაში დამეხმარებოდა
    3) პირობას,რომელიც გვიან (და არაჯანსაღად) კვებას გადამაჩვევდა :)))) esenic mshvenieriaaa

  8. გაყინულ და შემდეგ გამღვალ წყალს ვსვამ და ვერ ვიტან ონკანის წყალს!

  9. მე უკვე კარგა ხანია ჩემ თავს დავუსვი საკითხი უფრო მეტი წყალი დამელია, ვიდრე აქამდე ვსვამდი.
    პროფესიონალებმა მითხრეს, რომ თურმე ძალიან სასარგებლოა უზმოზე წყლის დალევა (0,5 ლ-მდე).
    ასევე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და ჭამიდან საათი-საათ ნახევრის შემდეგ უნდა მივიღოთ წყალი!
    ჭამიდან ჭამამდე შუალედში კი განუზომელი რაოდენობით შეგვიძლია ვსვათ.
    მე პირადად, ჯერ უზმოზე დავიწყე წყლის მიღება. თუ ბოთლს საწოლის გვერდით მოიდგამთ, დამიჯერეთ არც თქვენ გაგიჭირდებათ :))))
    მოკლედ, მე თქვენთან ვარ!!! :)

შენ რას იტყვი?