Home Pinky Promise

ვინც ამ სტატიას კითხულობთ, ალბათ უკვე ყველამ იცით #PinkyPromise-ის შესახებ. ეს ის პროექტია, რომელის ფარგლებშიც ყოველ თვე გადაწყვეტილი გვაქვს რამე აქტივობა ავირჩიოთ და ჯგუფურად დავდოთ პირობა რომ 30 დღის განმავლობაში ყოველდღე გავიმეორებთ მას.

Pinky Promise-ის ფარგლებში ივნისი – წყლის სმის თვედ გამოვაცხადეთ.

drink-water

პირველი 10 დღის განმავლობაში:

ამ სტატიაში მინდა თავი მოვუყარო იმ კოლექტიურ ცოდნას, რაც გასული 10 დღის განმავლობაში დავაგროვეთ.

სმარტფონის აპლიკაცია

ჩვენმა აღმასრულებელმა რედაქტორმა – გვანცამ შემოგვთავაზა სმარტფონის აპლიკაცია – Water Balance, სადაც დღის განმავლობაში შეგვყავს მიღებული სასმელები და აპლიკაცია თავად ითვლის, რამდენი წყალი გვაქვს დასალევი ან შევასრულეთ თუ არა დღის ნორმა ჩვენი წონისა და სიმაღლის მიხედვით.

waterbalance

აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Android-ის მომხმარებლებისთვის, ისე iPhone-ის მომხმარებლებისთვის.

როგორ დავლიოთ ამდენი წყალი?

limoni

1. გადაანაწილე

თუ ერთბაშად ბევრ წყალს ვერ სვამ (ეს არც არის სასარგებლო), გადაანაწილე დღის განმავლობაში და ნელ-ნელა დალიე. ცნობილია, რომ უზმოზე წყლის დალევას გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს და კარგად მოქმედებს საჭმლის მონელების სისტემაზე.

გეგმა #1:

  • საუზმემდე ნახევარი ან 1 საათით ადრე – 1 ლ
  • სადილამდე ნახევარი საათით ადრე – 0.5 ლ
  • ვახშმამდე ნახევარი საათით ადრე – 0.5 ლ
  • ვახშმიდან ნახევარი საათის შემდეგ – 0.5 ლ (ან რამდენიც გვაქვს დარჩენილი)

გეგმა #2

  • საუზმემდე ნახევარი ან 1 საათით ადრე – 0.5 ლ
  • სადილამდე ნახევარი საათით ადრე – 0.5 ლ
  • სადილიდან ნახევარი საათის შემდეგ – 0.5 ლ
  • ვახშმამდე ნახევარი საათით ადრე – 0.5 ლ
  • ვახშმიდან ნახევარი საათის შემდეგ – 0.5 ლ (ან რამდენიც გვაქვს დარჩენილი)

ლიტრაჟი შეგიძლიათ შეცვალოთ იმის მიხედვით, თუ რამდენი ლიტრის დალევა გეკუთვნით დღიურად ამ სტატიაში მოცემული ცხრილის მიხედვით.

2. გააგემრიელე

ინტერნეტში უამრავ რესურსს მიაგნებთ წყლის გაგემრიელებასთან დაკავშირებით. შეგიძლია შეურიო ლიმონის ნაჭრები (ან სხვა ციტრუსები), კიტრის ნაჭრები, კენკრა (მარწყვი, ჟოლო და სხვა), პიტნის ფოთლები, თაფლი, მწვანე ჩაი… თითოეული მიქსი სხვადასხვა გავლენას ახდენს ორგანიზმზე.

შეგიძლია სხვადასხვა ხილი დაკეპო და ეს ფარში პატარა კუბიკებად გაყინო, შემდეგ კი ჭიქა წყალში თითო კუბი ჩააგდო. ყინულის კუბებთან დაკავშირებით ჩვენი სტატია ნახე, ხილის იდეები კი ამ სურათიდან აიღე.

xili da wyali

3. ის რაც კონკრეტულად შენზე მოქმედებს

ჩვენმა მკითხველებმა უამრავი იდეა და შენიშვნა დაწერეს facebook-ის ღონისძიების გვერდზე. მათ შორის ძალიან მომეწონა სხვადასხვა ჭურჭლით დალევის იდეა. ყველას სხვადასხვა რამ ეხალისება.

ზოგს მინის დიდი ჭურჭლის ნელ-ნელა გამოცლა მოსწონს:

doqi

ზოგი საყვარელი მაგრამ მავნე სასმელის ჭიქაში ასხამს წყალს:

makis chiqa

ზოგს სპეციალური ბოთლი აქვს მიჩენილი ამ საქმისთვის:

botli

ზოგი კი უბრალოდ საკუთარი პროგრესით ტკბება:

botlebi

ხშირად დასმული კითხვები:

ასუქებს თუ არა წყალი? – არა, წყალი თავისთავად არ ასუქებს, ის შეიცავს 0 კალორიას, 0 მგ ცილას, 0 მგ ნახშირწყალს, 0 მგ ცხიმს – შესაბამისად შეუძლებელია, რომ ის ასუქებდეს. წყალი შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა მინერალებს და ვიტამინებს, რაც ცალკე საკვლევი თემაა და დამოკიდებულია მწარმოებელზე და წარმომავლობაზე.

ახდუნებს თუ არა წყალი? – არა, წყალი თავისთავად არ ახდუნებს. თუმცა ის გვეხმარება კვების რეჟიმის მოწესრიგებაში, აჩქარებს მეტაბოლიზმს, ამცირებს ზედმეტი კალორიების მოხმარებას, შესაბამისად გვეხმარება წონის დაკლებაში.

 

პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეუერთდი facebook-ის Event-ს – Pinky Promise: დალიე წყალი ყოველდღე და იაქტიურე.

გახსოვდეს წესები:

  1. დღეში უნდა მიიღო საშუალოდ 1.5-2.5 ლიტრი წყალი;
  2. ყავა, ჩაი და სხვა სასმელები წყლის გარდა არ ითვლება;
  3. ყავის ჩაის და ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში ამდენივე წყალი უნდა დაამატო დღიურ ნორმას (დეტალებისთვის გადმოწერე Water Balance);

 

ასევე უპასუხე გამოკითხვას და აირჩიე მომდევნო თვის აქტივობა:

miznebi

რის შესახებ გავაკეთოთ შემდეგი Pinky Promise?

  • არ ჭამო 6-ის მერე (39%, 616 Votes)
  • გააკეთე 30-50 პრესი ყოველდღე (30%, 472 Votes)
  • დაიბანე და გაიწმინდე სახე ყოველდღე (19%, 305 Votes)
  • არ ჭამო ცომეული (Gluten Free Diet) (17%, 273 Votes)
  • ჭამე ხილი ყოველდღე (15%, 235 Votes)
  • ისაუზმე ყოველ დილით (14%, 227 Votes)
  • არ ჭამო ტკბილეული (Sugar Free Diet) (14%, 226 Votes)
  • იძინე მინიმუმ 8 საათი ყოველდღე (12%, 196 Votes)
  • დალიე მწვანე ჩაი ყოველდღე (11%, 177 Votes)
  • არ დალიო ყავა (11%, 175 Votes)

გამოკითხვას უპასუხა: 1,574 მომხმარებელმა

Loading ... Loading ...
12 კომენტარი to this post
  1. ყავას 1ს მაინც ვსვამ და რავიცი,წყალში ლიმონს და კიტრს ვხმარობ და ვსვამ ხოლმე ,წყალს მაშინ ვსვამ როცა მომწყურდება და ასევეა ეს კიტრი და ლიმონიც…მართლა ამდენის დალევა არ შემიძლია,როცა მწყურია მაშინ ვსვამ, არადა წონასთან დაკავშირებული პრობლემები მაქვს,ძირითადად უკანა ტანი და ფეხების ზემოთა ნაწილი,რომ იტყვიან მსხალივით ვარ….ყველაზე მეტად დაკლება მინდა და დიეტას მივმართავ,ვჭამ ჭვავის პურს ისიც ცოტას, ტკბილეულს იშვიათად,თან მეშინია კუჭიც არ გამიღიზიანდეს,მაგრამ შედეგი მაქვს…

  2. vnatrob anorexias 1,70 var 62 kilominda uzomod daviklo agar vici ra vqna varjishob bostneuls vcham ucximod vaketeb yvelapers ,wyalsac 1 litrs vsvav dgeshi, gushin 3 cali qatmis sasiski ucximod shevwvi da vchame ISE VNANOB ISEEE :0((((((((

    • გვანცა, შიმშილს თავი დაანებე, ნორმალურად იკვებე, მინიმუმ 2 ლიტრი წყალი დალიე და ენდოკრინოლოგს მიაკითხე. შიმშილი და ვარჯიში ერთად არ შენიძლება! საერთოდაც, შეიმშილით თუ გინდა წონაში დაკლება, არც მანდ გამოვა არაფერი!

შენ რას იტყვი?