მას, ვისაც უყვარს ყველაფერი ვარდისფერი, ალბათ სურვილიც ექნება, ვარდისფერი სუნამოების შესახებაც გაიგოს მეტი. ანუ იმ სუნამოების შესახებ, რომელთა დასახელებაშიც სიტყვა “ვარდისფერი” ანუ “PINK” ურევია. შევეცადეთ მოგვეძებნა შედარებით პოპულარული ვარდისფერი არომატები და ერთად მოგვეყარა თავი.

DKNY Sweet Delicious Pink Macaroon

DKNY Sweet Delicious Pink Macaroon

ჯგუფი: ყვავილოვანი-ხილის

DKNY Sweet Delicious  კოლექციის ლიმიტირებული გამოშვება. კოლექციაში სამი ტკბილი სურნელი შედის:  Pink Macaroon, Tart Key Lime და Creamy Meringue. სუნამო ძალიან ტკბილია, მანდარინის, მარციპანის, ბროწეულის, ვარდის და მუშკის ნოტებით. მოხერხებული დიზაინის ფლაკონი ძალიან კომფორტულია ჩანთით სატარებლად.

Wish Pink Diamond by Chopard

 

chopard

ჯგუფი: ყვავილოვანი-ხილის

ამ არომატის მუზას ვარდისფერი ბრილიანტი წარმოადგენდა – მისტიური, ძვირფასი და იშვიათი. მსუბუქი, სიცოცხლით სავსე ყვავილოვანი არომატი  გაზაფხულზე და ზაფხულში იდეალურია. სუნამოს შემადგენლობაში მანდარინის, ვარდის, ატმის, გარგარის, ფრეზიას, სანდალოზის ხის, მუშკის და ქარვის არომატები შედის.

შეიძინე ამაზონზე.

Touch of Pink by Lacostelacoste touch of pink

ჯგუფი: ყვავილოვანი-ხილის

2004 წელს შექმნილი ახალგაზრდული სუნამო. ის ქალური, მხიარული და თავისუფლებისმოყვარული სულის მქონე ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. სუნამოს ზედა ნოტები ციტრუსოვანია – ფორთოხალი და წითელი ფორთოხალი, ასევე ატამი. შუაგულში ჟასმინი, იის ფოთოლი, ქინძის თესლი და ილია. ძირითად, საბაზისო ნოტებს ვანილი, სანდალოზის ხე და მუშკი ქმნის. სურნელი ნაზია, ოდნავ მოტკბო, ძირითადად გაზაფული-ზაფხულისთვის შესაფერისი, დახვეწილი, გარდამავალი ვარდისფერი შეფერილობის ფლაკონით.

შეიძინე ამაზონზე.

Pink Sugar by Aquolina

pink sugar

ჯგუფი: ყვავილოვანი-ხილის

სახელწოდებიდან გამოდინარე, ალბათ მიხვდებოდი, ძალიან ტკბილი სუნამოა. მისი არომატი ბამბის ნაყინის სურნელს მოგაგონებს. ზედა ნოტებში ვხვდებით ბერგამოტს, სიცილიურ ფორთოხალს, შუაგულში ლილია და ძირტკბილაა, ასევე ბამბის ნაყინის არომატი. სუნამოს ბაზას ვანილის, კარამელის, მუშკის არომატები ქმნის. განხილვის მიხედვით, სუნამო საკმაოდ მდგრადია.

შეიძინე ამაზონზე.

Pink Sugar Sparks by Aquolina

pink sugar sparks

ჯგუფი: აღმოსავლური, ყვავილოვანი

სუნამოს ზედა ნოტებს ბერგამოტი, ჩაი, ატამი და ჟოლო შეადგენს, შუაში ჟასმინი, ვარდი, ორქიდეა და ფრეზიაა. სუნამოს საბაზო ნოტები კი მუშკი, ვანილი და ყავაა. არომატი საკმაოდ ძლიერია და მდგრადი. ვინაიდან საკმაოდ ტკბილია, შემოდგომაზე და გაზაფხულზე იქნება იდეალური. თუმცა არც ისეთი კანფეტივით ტკბილია, როგორც ორიგინალური Pink Sugar. ლამაზი ფლაკონი დამატებით საბაბს ქმნის კარგი განწყობისთვის.

შეიძინე ამაზონზე.

Precious Pink Jasmine by Trish McEvoy

precious pink

ჯგუფი: ყვავილოვან-მერქნოვანი; მუშკი

სუნამო ციტრუსების, ჟასმინის და სხვადასხვა ყვავილოვანი არომატების გამოყენებითაა შექმნილი. რაღაცით D&G Light Blue და Lanvin Eclat d’Arpege-საც წააგავს. სურნელში ძირითადად ციტრუსების არომატი ჭარბობს, რაც მთელი დღე დადებით განწყობაზე ყოფნის გარანტიაა.

შეიძინე ამაზონზე.

Pink Princess Vera Wang

vera wang pink princessჯგუფი: ყვავილოვანი-ხილის

ეს სუნამო Vera Wangის სუნამოს Princess – ვარდისფერი ვარიაციაა, სპონტანული და ენერგიული, ახალგაზრდა, მომხიბვლელი გოგონებისთვის და ყველასთვის, ვინც თვლის, რომ შინაგანაც ნამდვილი პრიცესაა.

ყვავილოვანი არომატი ვარდისფერი გრეიფრუტის და ჟოლოს სურნელით იხსნება, ცოტა ხანში მას ვარდისფერი ჰიბისკუსის და ცხრატყავას ყვავილის სურნელი ცვლის, სუნამოს ძირითადი ნოტები კი მარშმეულოუ და ქარვაა. საზაფხულო, მსუბუქი არომატი, რომელიც საშუალო მდგრადობისაა.

შეიძინე ამაზონზე.

Pure White Linen Pink Coral Estée Lauder

51406c5adc2ea-full

ჯგუფი: ყვავილოვანი

ყვავილოვანი, მსუბუქი, არატკბილი, ერთ-ერთი ყველაზე რომანტიული არომატი. აქვს ძალიან დახვეწილი და უბრალო დიზაინის ფლაკონით. მიუხედავად იმისა, რომ სუნამოს საბაზო ნოტებში ვანილია გამოყენებული, თითქმის არ იგრძნობა. გარდა ვანილისა, საბაზისო ნოტებია სანდალოზის ხე და ჰელიოტროპი. სუნამოს გულში ჟასმინის, პეონის და ალუბლის ყვავილებია, ხოლო ზედა ნოტებს ვაშლის ყვავილი და ვარდისფერი პილპილი წარმოადგენს. გაზაფხული-ზაფხულის არომატია, საშუალო მდგრადობის.

შეიძინე ამაზონზე.

Paradiso Inferno Pink by Benetton

benetton

ჯგუფი: ყვავილოვანი

მიუხედავად იმისა, რომ სუნამო ყვავილოვანი არომატების ჯგუფშია, საკმაოდ ძლიერი ციტრუსოვანი არომატით გამოირჩევა. ზედა ნოტებში ლიმონი, ფორთოხალი და მწვანე ფოთლებია გამოყენებული, სუნამოს შუა ნოტებს ჟასმინი, ვარდი და ილანგ-ილანგი წარმოდგენს, ხოლო საბაზისო ნოტები კედრის ხე, მუშკი და სანდალოზის ხეა.  მსუბუქი საზაფხულო სუნამოა, საშუალო მდგრადობით.

შეიძინე ამაზონზე.

ჩემს პირად კოლექციაში Lacoste-ს Touch of pink იყო რამოდენიმე წლის წინ, უნაზესი, “ფრეშ” სურნელით. ახლაც ვაპირებ რომელიმეს გამოწერას, თუმცა არჩევანი ჯერ არ გამიკეთებია. შენ თუ გაქვს რომელიმე სუნამო, შეგიძლია კომენტარებში გაგვიზიარო შენი პირადი გამოცდილება.