ქეით მოსი რეალურ ცხოვრებაში და "გაფოტოშოპებული"
ქეით მოსი რეალურ ცხოვრებაში და “გაფოტოშოპებული”

ფოტოშოპის საშუალებით საოცრებების მოხდენაა შესაძლებელი. წარუმატებელი ფოტო “ერთი ხელის მოსმით” შეგვიძლია ვაქციოთ წარმატებულად. ფოტოშოპი ერთგვარი კოსმეტიკაა, რომლის დახმარებითაც ვალამაზებთ სურათებს. მედიაში გავრცელებული ფოტოების დიდი უმეტესობა, განასკუთრებით სელებრითების, ამ პროგრამით კორექტირდება.

ჟურნალებსა და გაზეთებში ძირითადად იმისთვის იყენებენ ფოტოშოპს, რომ ფოტოზე გამოსახული ადამიანი შეუსაბამონ სილამაზის გავრცელებულ სტანდარტებს. ეს სტანდარტები, ალბათ, ყველასთვის ნაცნობია (ქალის შემთხვევაში): მაღალი, გამხდარი, გრძელფეხება, დიდმკერდიანი … ამ პროგრამით უმეტესწილად შემდეგ ცვლილებებს ახდენენ:

  • სხეულის გახდუნება: წელის, ხელების, ფეხების შევიწროება
  • მკერდის გადიდება
  • ნაოჭების გაქრობა
  • კბილების გათეთრება
  • სიმაღლეში გაზრდა
  • მუქი ფერის კანის გათეთრება
  • ნაწიბურების, სტრიების, ცელულიტის დაფარვა/მოშორება
  • სკლერის (თვალის თეთრი გარსი)  გათეთრება
  • ტუჩების გაზრდა/დაპატარავება
  • ცხვირის დაპატარავება
მერაია ქერი მეორე ფოტოზე უფრო ტანწერწეტა ჩანს :)
მერაია ქერი მეორე ფოტოზე უფრო ტანწერწეტა ჩანს :)
ჯესიკა ალბა დაწვრილებული წელით
ჯესიკა ალბა დაწვრილებული წელით

 

პირველ ფოტოზე კირა ნაითლს ბევრად უფრო პატარა მკერდი აქვს
პირველ ფოტოზე კირა ნაითლს ბევრად უფრო პატარა მკერდი აქვს
მოდელი კიმბერლი სტიუარტი
მოდელი კიმბერლი სტიუარტი
ჯესიკა სიმპსონი ცხოვრებაში და ჟურნალის გარეკანზე. სხვაობა აშკარაა :)
ჯესიკა სიმპსონი ცხოვრებაში და ჟურნალის გარეკანზე. სხვაობა აშკარაა :)
მადონას ნაოჭები მხოლოდ პირველ ფოტოზე ჩანს
მადონას ნაოჭები მხოლოდ პირველ ფოტოზე ჩანს

ჟურნალების გარეკანზე გამოსახული ადამიანები გვხიბლავენ თავისი განსაცვიფრებელი სილამაზით. რეალურ ცხოვრებაში კი ეს საოცრად მშვენიერი, უნაოჭო, მაღალი, წვრილწელიანი, გრძელფეხება ადამიანები შეიძლება სულაც არ იყვნენ ასეთები. მსგავსი მანიპულაციებით კი ყველაზე მეტად ქალები ზარალდებიან.

მედიას ხშირად ადანაშაულებენ სილამაზის ხელოვნური, არაჯანსაღი სტანდარტების დამკვიდრება/გავრცელებაში. არაბუნებრივად ლამაზი გამოსახულებების რეკლამირება ამცირებს ქალების თვითშეფასებას, განსაკუთრებით ნეგატიურად მოქმედებს მოზარდ გოგონებზე. ხედავენ რა დიდ სხვაობას მათ სხეულსა და რეკლამირებულ სხეულს შორის, მოზარდებს უჩნდებათ არასრულყოფილების კომპლექსი. ხშირ შემთხვევაში გახდომის სურვილით შეპყრობილებს უვითარდებათ კვებითი პრობლემები.

ფოტოშოპი გვაშორებს რეალობას. რაც უფრო მეტად ვრცელდება “დაფოტოშოპებული” სურათები, მით უფრო მეტი ადამიანი ხდება ხელოვნური სილამაზის იდეალების “მსხვერპლი”. ხომ არ დადგა დრო უარი ვთქვათ ხელოვნურ სილამაზეზე და უფრო მეტად დავაფასოთ ბუნებრიობა?