Viktor and Rolf, Flowerbomb

სასურველია სუნამო ვცვალოთ სეზონების და კლიმატის მიხედვით, რადგან ერთსა და იმავე სუნამოს სხვადასხვა კლიმატის პირობებში, მაგალითად ტროპიკებში და თოვლით დაფარულ მონრეალში, სხვადასხვა სურნელება ექნება.

როგორ ავარჩიოთ სუნამო?

  • სუნამო არომატს  კანის მიხედვით იცვლის, ასე რომ აუცილებლად კანზე უნდა დაისხათ რომ მიხვდეთ, ნამდვილად თქვენთვისაა თუ არა.
  • სუნამო უმჯობესია შეარჩიოთ დილით, სანამ დღის განმავლობაში სხეულზე სხვადასხვა არომატები ჯერ კიდევ არაა ერთმანეთში არეული. თავდაპირველად დაასხით  სუნამო სპეციალურ ქაღალდზე და თუ სურნელი სიამოვნებას განიჭებთ, მხოლოდ ამის შემდეგ იპკურეთ მაჯაზე, მაგრამ არ დაყნოსოთ ძალიან ახლოდან.
  • ერთ ჯერზე მაქსიმუმ სამი სუნამო სცადეთ, სუნამოებს შორის კი შეგიძლიათ ყავის მარცვლები დაყნოსოთ არომატის გასანეიტრალებლად. ნუ დაყნოსავთ პარფიუმს  პირდაპირ ბოთლიდან, რადგან ალკოჰოლს, რომელსაც სუნამო შეიცავს, ნამდვილი არომატის ჩახშობა შეუძლია.
  • როცა ჩათვლით, რომ სასურველი სუნამო იპოვეთ, სუნამოს კანზე დასხურებიდან მინიმუმ ორი ან სამი საათი დაიცადეთ, სანამ საბოლოოდ ყიდვას გადაწყვეტდეთ.  საქმე იმაშია, რომ პირველი ნახევარი საათის განმავლობაში თქვენ სუნამოს ზედაპირულ არომატებს გრძნობთ, ნამდვილი სურნელი მხოლოდ 2 საათის შემდეგ ხდება საგრძნობი.

ფლაკონი თუ პულვერიზატორი?

პულვერიზატორი ნაკლებად კონცენტრირებული სუნამოსთვისაა განკუთვნილი (eau de toilette,eau de parfum), ფლაკონი კი სუნამოს ესენციისთვის (Perfume) მდგრადი არომატით, რომელიც საშუალებას გვაძლევს სუნამოს განსაკუთრებული ინტიმური მხარე აღმოვაჩინოთ, განსაკუთრებით მაშინ როცა ყურის უკან ან დეკოლტეზე ვიპკურებთ.

კანზე თუ ტანსაცმელზე?

  • სუნამო მხოლოდ და მხოლოდ კანზე უნდა დაისხათ რადგან ის კანის არომატს ერწყმის და მასთან ადაპტირდება. სხვათაშორის მშრალი კანი უფრო ადვილად იღებს სურნელს ვიდრე ცხიმიანი.
  • ტანსაცმელი, განსაკუთრებით კი ნატურალური ქსოვილები  სურნელს დიდხანს ინარჩუნებს. აბრეშუმის კაშნეზე, ჰალსტუხზე და ბლუზაზე სუნამოს დაპკურება არაა სასურველი, რადგან ლაქად დააჩნდება.
რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით უფრო აქტიურია სუნამოც. დაისხით სუნამო სხეულის უფრო მაღალი ტემპერატურის მქონე  ნაწილებზე, როგორიცაა პულსაციის წერტილები: მაჯის შიდა მხარე, იდაყვის და მუხლის მოხრის ადგილები, კოჭები.
პულვერიზატორიანი სუნამო

იმისათვის რომ თქვენი განსაკუთრებული ხელწერა შექმნათ

  • სუნამოს შხეფების ნისლში გაცურეთ (თქვენს წინ პულვერიზატორი გაასხით და შემდეგ შექმნილ ღრუბელში გაიარეთ) ან
  • ერთი  სუნამოს სხვადასხვა პროდუქტი გამოიყენეთ: შხაპის გელი ან აბაზანის ქაფი, ტანის ზეთი ან რძე, პუდრი ან დეზოდორანტი. მთელი ამ ჯაჭვის შექმნის შემდეგ სურნელი უფრო ნელა გაქრება. 

(შენიშვნა: პუდრი და აბაზანის ქაფი ყველაზე დიდხანს ინარჩუნებს სურნელს.)

არც ძალიან ბევრი, არც არასაკმარისი

  • ძალიან მძაფრ სურნელს შეუძლია გაღიზიანება გამოიწვიოს და უსიამოვნო გარემო შექმნას, განსაკუთრებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ზედმეტი რაოდენობით სუნამო ასევე საშინელი თავის ტკივილის და გულისრევის მიზეზიც შეიძლება გახდეს. თუ მოგზაურობას აპირებთ, მხოლოდ ტანის რძე გამოიყენეთ, დაელოდეთ სანამ დანიშნულების ადგილას ჩახვალთ, რომ სუნამო იპკუროთ. ასევე სასურველია დღის დასაწყისში უფრო მსუბუქად კონცენტრირებული სუნამო გამოიყენოთ ხოლო საღამოს უფრო ძლიერი.
  • ასევე ზედმეტი რაოდენობის სუნამოს დასხმა ცუდ ტონადაც ითვლება. შეიძლება თქვენზე შთაბეჭდილებაც დარჩეთ რომ სხვა, არასასიამოვნო სუნს მალავთ.
ჩემი აზრით კი სუნამო იმდენად ინტიმურია რომ მხოლოდ თქვენთან ახლოს მყოფმა ადამიანმა უნდა იგრძნოს მისი სურნელება.

როგორ შევინახოთ სუნამო?

  • სუნამო ინახება 6 თვის ან უფრო დიდი ხნის განმავლობაშიც, მზის სხივებისგან მოშორებით,  მშრალ ადგილას. ზაფხულის სიცხის განმავლობაში შესაძლებელია მაცივარში შენახვაც. თავიდან აიცილეთ ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა.
  • სუნამოს ზომის არჩევა დამოკიდებული უნდა იყოს მისი მოხმარების სიხშირეზე. თუ თქვენ იშვიათად იყენებთ სუნამოს, მაშინ უმჯობესია პატარა ზომის იყიდოთ, რადგან სუნამო შეიძლება აორთქლდეს და არომატი დაკარგოს.