Home თავის მოვლა

რა არის ცისტა?

14603595-female-bladder-anatomy-in-blue-x-ray-loop

საკვერცხის ცისტა (იგივე კისტა) არის საკვერცხეში სითხის დაგროვება, რომელიც გარემოცულია თხელი გარსით. საკვერცხის ნებისმიერი ფოლიკულა, რომელიც ზომით 2 სმ-ს აჭარბებს – საკვერცხის ცისტაა. გვხვდება მარცვლისოდენა ცისტები, ან უფრო მოზრდილიც, რომელიც შეგვიძლია ზომით ფორთოხალს შევადაროთ. ცისტების უმრავლესობა კეთილთვისებიანია. ცისტები ძირითადად რეპროდუქტიულ (ასაკი, როდესაც ქალს შეუძლია ბავშვის გაჩენა, ძირითადად 15-დან 44-მდე) ასაკში მყოფ ქალებს უვითარდებათ. თუ ცისტის დიამეტრი 5სმ-ს აღემატება, საჭიროა მისი ქირურგიული მეთოდით მკურნალობა. საკვერცხის ცისტების ორი ტიპი არსებობს:

  • ფუნქციური ცისტები – ყველაზე ხშირი ტიპი. ამ ტიპის ცისტები მენსტრუალური ციკლის ნაწილია და მალევე ქრება.
  • პათოლოგიური ცისტები – ამ ტიპის ცისტები შეიძლება იყოს კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი.

რა ნიშნები და სიმპტომები ახასიათებს საკვერცხის ცისტას?

საკვერცხის ცისტა ხშირად უსიმპტომოდ არსებობს და მისი აღმოჩენა შემთხვევით ხდება. იმ შემთხვევაში კი, როცა ის თავს ავლენს გარკვეული სიმპტომებით, დაზუსტებით თქმა, რომ ეს სიმპტომები კისტის გამო განვითარდა, შეუძლებელია. მსგავსი სიმპტომები ახასიათებს მცირე მენჯის ანთებით დაავადებებს, ენდომეტრიოზს, კიბოს, აპენდიციტს, დივერტიკულიტს და ა.შ.

საკვერცხის ცისტისთვის მეტად დამახასიათებელი სიმპტომები და ნიშნებია:

  • არარეგულარული ან/და მტკივნეული ან/და ჭარბი ან შემცირებული მენსტრუაცია;
  • მცირე მენჯის ღრუს ტკივილი, რომელიც შეიძლება იყოს მუდმივი ან პერიოდულად ყრუ ხასიათის და შეიძლება გადაეცემოდეს წელის და თეძოების მიდამოში;
  • ტკივილი მენსტრუაციის დაწყებამდე ან დასრულების შემდეგ;
  • დისპარეუნია – ტკივილი კოიტუსის (სქესობრივი აქტი) დროს ან მის შემდეგ;
  • ტკივილი დეფეკაციის (კუჭში გასვლა) დროს;
  • მუცლის შებერილობა, შეშუპება ან სიმძიმის შეგრძნება;
  • შარდის ბუშტის სრულ დაცლასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • ზეწოლა შარდის ბუშტზე ან სწორ ნაწლავზე – კუჭის გახშირებული მოქმედება;
  • ჰორმონული დარღვევები – ზოგჯერ სხეული იწყებს ჰორმონებს ჭარბად პროდუცირებას, რომლის გამოც ხდება მკერდის ცვლილებები და თმის მოჭარბებული ზრდა.

ცისტის გართულებების ნიშნები და სიმპტომები

შემოგრეხვა – თუ ცისტა იზრდება ფეხზე, ანუ წვრილი ღეროთია დაკავშირებული საკვერცხესთან, ის შეიძლება შემოიგრიხოს, შედეგად ირღვევა საკვერცხის სისხლით მომარაგება, რაც მუცლის ქვედა ნაწილში ძლიერ ტკივილს იწვევს.

გასკდომა – საკვერცხის ცისტის გასკდომისას პაციენტს აღენიშნება ძლიერი ტკივილი. ინფიცირების შემთხვევაში ტკივილი გაძლიერდება. გასკდომას შეიძლება ახლდეს სისხლდენაც.

კიბო – ძალიან იშვიათად საკვერცხის ცისტა კიბოს საწყისი ფორმაა.

საიდან და როგორ ჩნდება კისტა?

საკვერცხის ფუნქციური ცისტები ორი ტიპისაა:

  • ფოლიკულური ცისტები – საკვერცხის ცისტის უხშირესი ფორმაა. ქალის საკვერცხე თვეში ერთ კვერცხუჯრედს ათავისუფლებს, რომელიც მიემართება საშვილოსნოსკენ და განაყოფიერების შემთხვევაში ჩაინერგება საშვილოსნოს შიდა გარსში (ენდომეტრიუმი). კვერცხუჯრედი თავდაპირველად მოთავსებულია ფოლიკულში, რომელიც სითხითაა სავსე. კვერცხუჯრედის მომწიფებისას, წესით, ფოლიკული უნდა გასკდეს, მაგრამ ზოგჯერ ის ან არ სკდება და კვერცხუჯრედს არ ათავისუფლებს, ან კვერცხუჯრედის გამოსვლისას არ ღვრის შიგთავსს და ყალიბდება საკვერცხის ფოლიკულური კისტა. ასეთი კისტები თავისით გაიწოვება რამდენიმე კვირაში.
  • ლუთეინური ცისტები – გაცილებით იშვიათად გვხვდება. ზოგჯერ, ფოლიკულის გასკდომის შემდეგ დარჩენილ ლუთეინურ სხეულში (პოსტოვულაციური ე.წ. ყვითელი სხეული) ხდება სისხლის დაგროვება. ამ ტიპის ცისტები რამდენიმე თვეში თავისით ქრება, მაგრამ შეიძლება გასკდეს და უეცარი ტკივილი გამოიწვიოს.

kistis tipebi

პათოლოგიური ცისტები:

  • დერმოიდული ცისტები (ტერატომები) ჩვეულებრივ კეთილთვისებიანი ცისტებია, რომლებიც ღეროვანი უჯრედებიდან (პირველადი ოოციტი) ვითარდება, ამ ტიპის უჯრედებს ნებისმიერ ქსოვილად ჩამოყალიბების პოტენციალი აქვთ, ამიტომ დერმოიდული ტიპის საკვერცხის ცისტაში შესაძლოა შეგვხვდეს თმა, კანი, ძვალი და ზოგჯერ კბილიც კი.
    დერმოიდული ცისტა თმით

    დერმოიდული ცისტა თმით

    ამ ტიპის ცისტების მკურნალობა ქირურგიულია.

  • ცისტადენომები – ვითარდება უჯრედებიდან, რომლებიც გარედან ფარავს საკვერცხეს. შეიძლება შეიცავდეს სქელ ლორწოვან ნივთიერებას ან წყლისებრ მასას. საკვერცხეზე გარედანაა მიმაგრებული ფეხით და შეიძლება უზომოდ გაიზარდოს, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ავთვისებიანი ბუნებით არ ხასიათდება, მისი ოპერაციული მკურნალობა აუცილებელია.
  • ენდომეტრიოიდული ცისტები, იგივე საკვერცხის ენდომეტრიოზი/ენდომეტრიომა – ენდომეტრიოზი არის დაავადება, რომლის დროსაც საშვილოსნოს შიგნითა ქსოვილი (ენდომეტრიუმი) გვხვდება საშვილოსნოს გარეთ, მათ შორის შეიძლება შეგვხვდეს საკვერცხეზეც ენდომეტრიოიდული ცისტის სახით, რომელსაც, ისევე როგორც საშვილოსნოს, ყოველთვიურად ახასიათებს ჩამოფცქვნა და სისხლდენა, შესაბამისად ამ ცისტის არსებობას თან ახლავს მტკივნეული მენსტრუაცია და დისპარეუნია (მტკივნეული სქესობრივი კონტაქტი).
  • საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომი ჰორმონული დისბალანსის შედეგია, რომლის ფონზეც საკვერცხეში ყალიბდება მრავალი ფოლიკულა, რომლებიც არ სკდება და რჩება ცისტების სახით.

4dbc845072734TEK-Diff-diagn-Klein

საკვერცხის ცისტის დიაგნოსტიკა

  • ულტრაბგერითი კვლევა (ექოსკოპია) – ულტრასონოგრაფის (აპარატი, რომლითაც კეთდება ექოსკოპია) გადამცემის დადებით ვგებულობთ ცისტის ფორმას, ზომას, მდებარეობას, შემადგენლობას (სითხის შემცველი, მკვრივი ან შერეული).
  • სისხლის ტესტები – ონკოლოგიური მარკერები, როგორიცაა CA-125 შეიძლება იყოს შეცვლილი, მარკერების დონის ძლიერ მატება საკვერცხის კიბოზე მიუთითებს. ჰორმონების განსაზღვრით ხდება იმის დადგენა, არის თუ არა კისტის მიზეზი ჰორმონული დისბალანსი.
  • ორსულობის ტესტმა შეიძლება მოგვცეს მცდარი დადებითი შედეგი, განსაკუთრებით ლუთეინური წარმოშობის ცისტის შემთხვევაში.

draft_lens19061811module156392012photo_1348655845a

  • ლაპარასკოპია წარმოადგენს დიაგნოსტიკისა და ამავდროულად მკურნალობის მეთოდსაც, თუმცა ამ მეთოდს ძირითადად მაშინ იყენებენ, თუ ექოსკოპიურად ცისტის ზომა დიდია, ან სხვა მიზეზის გამო საჭიროა მისი ამოკვეთა.

მკურნალობის მეთოდები

მოცდითი ტაქტიკა. თუკი საკვერცხის კისტა აღმოგაჩნდა, შეიძლება შემოგთავაზონ მოცდა და ექოსკოპიის გამეორება 1-3 თვეში, რათა გადაამოწმონ ცისტის ზომის ცვლილება. ამ ტაქტიკას ძირითადად სთავაზობენ ქალებს, რომლებიც:

  • არიან რეპროდუქცულ ასაკში;
  • არ აქვთ სიმპტომები;
  • აქვთ სითხით სავსე ცისტა;
  • ცისტის ზომა 2სმ-დან 5სმ-მდე დიამეტრისაა.

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ამცირებენ ახალი ცისტის განვითარების შანსს და უკვე არსებული ცისტების ზრდას. ქირურგიული მკურნალობა არჩევითი მეთოდია მენოპაუზის მქონე ქალბატონებისთვის და იმ შემთხვევაში, თუ:

  • კისტა არ გაქრა რამდენიმე ციკლის შემდეგ;
  • იზრდება ზომაში;
  • ულტრაბგერით კვლევაზე საეჭვოდ გამოიყურება;

არსებობს ოპერაციული მკურნალობის ორი მეთოდი:

ლაპარასკოპია – კეთდება ორი პატარა ნახვრეტი მუცლის ქვედა ნაწილში და ერთი ჭიპთან, წვრილი ინსტრუმენტით (ლაპარასკოპით) შედიან მუცლის ღრუში და ათვალიერებენ საშვილოსნოს და მის დანამატებს, ხდება ცისტის ამოღება, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ამოკვეთონ საკვერცხეც.

ლაპარასკოპიული ოპერაცია

ლაპარასკოპიული ოპერაცია

ერთი საკვერცხის ამოკვეთა არ იწვევს უშვილობას, თუ მეორე საკვერცხე ჯანსაღია. ლაპარატომია – კეთდება მოზრდილი განაკვეთი მუცლის ქვედა ნაწილში, ამ მეთოდს ღია წესით ოპერაციას უწოდებენ. პროცედურა ტარდება იმ შემთხვევებში, თუ ეჭვია საკვერცხის კიბოზე, ან ცისტა ძალიან დიდი ზომისაა. ოპერაციული მასალა ყველა შემთხვევაში იგზავნება ლაბორატორიაში ჰისტომორფოლოგიური კვლევისათვის, რის საფუძველზეც კეთდება რეპროდუქციულ ორგანოებში მიმდინარე პროცესების და ანომალიების ანალიზი. ლაპარასკოპიული მეთოდის გამოყენებისას პაციენტი იმავე ან მეორე დღეს მიდის სახლში და პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდი გაცილებით ხანმოკლეა, ვიდრე ლაპარატომიის დროს. ლაპარატომიის შემთხვევაში სტაციონარში დაყოვნების პერიოდი საშუალოდ 2 დღეა.

პრევენცია

კისტის პრევენცია შეუძლებელია, თუ არაფერი გაწუხებს და მხოლოდ თავის დაზღვევა გინდა, შეგიძლია საკვერცხეები პერიოდულად, 6-8თვეში ერთხელ აკონტროლო ექოსკოპიით და ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინო, რაც თავიდან აგარიდებს ოპერაციას, იმ შემთხვევაში თუ ის მცირე ზომისა და ისეთი აგებულებისაა, რომ მედიკამენტურ მკურნალობას დაექვემდებარება.

121 კომენტარი to this post
  1. აღნიშნულ თემასთან დაკავშრებით უამრავი სტატია მაქვს წაკითხული და არც ერთი არ ყოფილა ასეთი კონკრეტული, ყველასათვის გასაგები ენით ახსნილი!! დიდი მადლობა :)

  2. ჩვენს ქვეყანაში ვერც პრევენციას ახდენენ, ვერც მცირე ზომის კისტის გაწოვის პროცესს, ვერც ნორმალურ მედიკამენტოზურ მკურნალობას. სამწუხაროდ, ჩემი საკუთარი გამოცდილებით, ექიმებს არ სურთ, განვითარდნენ და მოძველებული მეთოდებით "მკურნალობას" ირჩევენ, რასაკვირველია, პაციენტის ჯანმრთელობის, ნერვების, ფინანსების ხარჯზე…

  3. laparaskopiis dros 4 naxvreti ketdeba, erti chiptan saidanac mucels beraven haeris sheshvebit, meore magis gaswvriv erti 10 santimetrit kvemot saidanac kamera shedis, da mesame da meotxe menjebtan saidanac instrumentebit shedian rom amokveton, anu 4 naxvretia sul… menjebtan advilad xorcdeba paktiurad sheumchnevelia, chiptan da mis gaswvriv ki chans mainc.

    • თუ ექოსკოპიურად აღარ გამოჩნდა, ე.ი. ფუნქციური ცისტები იყო, ანუ გაუმსკდარი ფოლიკულები და გასკდნენ. შეგიძლიათ კიდევ გადაამოწმოთ, ეს არ გამორიცხავს რომ კიდევ არ გაჩნდება ან ცისტა არ გექნებათ არასდროს. თუმცა ის უკვე არსბული ცისტები რახან ჩანდა და აღარ ჩანს, ე.ი. აღარც არიან, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ :) თუ რა თქმა უნდა, ექოსკოპია ხარისხიანად ჩატარდა.

  4. ისეთი კატასტროფული სიტუაციაა დგევანდელ კლინიკებში მტრისას:-( საძაგელი საქციელი აქვთ ექიმებს და ჩემი რჩევა იქნება რომ სანამ ცუდად და უხეშად მოიქცევით პატივცემულო ექიმებო გახსოვდეთ თქვენც ადამიანები ხართ.

    • სანამ ექიმებს გალანძღავთ, პირველ რიგში პაციენტებს გახსოვდეთ, რომ ისინიც ადამიანები არიან :)

    • ზეპირად იმის თქმა, არის თუ არა საშიში, შეუძლებელია. სტატიას თუ ყურადღებით გაეცანით, მიხვდებით რატომაც. თუ მხოლოდ ერთი ციკლია რაც აღმოგაჩნდათ, დინამიკაში აკონტროლეთ, არ არის გამორიცხული რომ ცისტა კიარა, ფოლიკული იყოს, რომელიც ციკლის მეორე ფაზაში გასკდება. ამიტომ სჯობს ექოსკოპიური კონტროლი მენსტრუაციის დასრულებიდან მე-2 დღეს ჩაიტაროთ.

    • იმედია ყველაფერი კარგად იქნება, გგულშემატკივრობთ, ჩვენც გაგვაგებინეთ რას გეტყვიან და როგორ იქნებით :)

  5. მეც მაქვს 4 მმ –იანი კისტა,გასათხოვარი გოგო ვარ 39 წლის,იქნებ რამე მირჩიოთ,გაიზარდა და მირჩიეს ოპერაცია,ლაპოროსკოპია ჯობია თუ ლაპარატომია?

    • როგორც უკვე აღვნიშნეთ სტატიაში, ლაპარასკოპია სჯობს, თუ ლაპარატომიის სამედიცინო ჩვენება არ არსებობს, ვინაიდან ლაპარასკოპიით ნაკლები ტრავმის მიყენება ხდება ორგანიზმისთვის. ჰოსპიტალიზაციის და გამოჯანმრთელების პერიოდიც გაცილებით ხანმოკლეა. მაგრამ, კონკრეტულად თქვენთვის, ოპერაციის მეთოდი გინეკოლოგ-ქირურგმა უნდა შეარჩიოს ინდივიდუალურად, ვინაიდან მას ყველაზე კარგად ეცოდინება რა და როგორ არის საჭირო. წარმატებებს და გამოჯანმრთელებას გისურვებთ.

  6. gamarjobat,pirvelad gadamicda cikli da exoze rom vikavi agmomachnda 7 santimetris kista,da agmavali infekcia,manamde 8 tvis ganmavlobashi vsvavdi rigevidons da ramdenad shesazlebelia rigevidonis ponze cistis ganvitareba da ras mirchevt aris tu ara sashishi?

    • რიგევიდონის მიღება ცისტის განვითარების პრევენციას არ მოახდენდა, ანუ შესაძლოა მაგ პერიოდში ჩამოყალიბებულიყო, ან მანამდეც არსებულიყო და შემდეგ გაზრდილიყო…7სმ ცისტა საოპერაციოა, რა თქმა უნდა გინეკოლოგთან კონსულტაციით უკეთ დაკვალიანდებით :) თუ მწვავე ინფექციაა, სავარაუდოდ ანთების ჩაქრობის შემდეგ უნდა დაიგეგმოს ოპერაციული მკურნალობა.

  7. 2tvis win gavikete laparoskopia 7santimetriani kistis,,kontrolze rom mivedi kista isev maqvs,,igive zomis,anu 7santimetriani igive adgilas,,paraovaluri kista a,,shesazlebeli iyo 2tveshi amxela kistis xexaxla gachena?mipasuxet dzalian gtxovt,winaswar didi madloba

  8. 11 თვის წინ მაქვს ჩატარებული ყველანაირი ანალიზი და ზალიან კარგი მდგომარეობა მქონდა,სამი დგეს შემაცუხა საკვერცხის ტკივილმა და მაქვს თეთრი გამონადენი ვიყავი ექიმთან და ძალიან ცუდი პასუხები მაქვს,ანუ ზუსტად დაგიწერთ.მარცხენა საკვერცხეზეა საუბარი.ზომები 41-29 მმ,საკვერცხის ნახევარი წარმოდგენილია ანექოგენური უბნებით 15 დან 29 შიგთავსი ერთგვაროვანი,ზედა პოლუსზე ვიზუალიზდება 63-45 სიგთავსი წვრილდისპერსული,შუაში არასრული ტიხრით.დუგლასის სივრცეში სითხე დაახ. 15 მლ ოდენობით.სტრუქტურა მარცვლოვანი.ძალიან მაინტერესებს ასე 11 თვეში როგორ შემექმნა მდგომარეობა.რამდენათ საშიშა ეს მდგომარეობა?ჩემმა ექიმმა ჯერჯერობით ამჯობინა სამთვიანი მკურნალობა,მაგრამ დიდი ალბათობაა რომ დამჩირდება ოპერაცია.რამდენად მართებულია ეს ყველაფერი და ლაპარასკოპია დამჩირდება თუ ლაპარატომია?

  9. ერთი წელია რაც ოპერაცია გამიკეთდა.მარჯვენა საკვერცხეში მქონდა 9სმ მდე ცისტა.ექიმმა მითხრა რო საკვერცხე შემინარჩუნა და არ ამომკვეთა.თუმცა ეხოსკოპიის დროს საკვერცხე არ ჩანს.ესეთი რამე შესაძლებელია თუ ექიმი ცდება?

  10. წინა კითვაც ჩემგანაა.ვეფხო123 რო წერია..და კიდე:შესაძლებელია თუ არა კისტის ამოკვეთამ გასუქება გამოიწვიოს.რამე ფუნქციურ გვევას ხოარ გამოიწვევდა.მანამდე ჰორმონების ანალიზი გავიკეთე და ყველაფერი წესრიგში იყო..ნინო 30 წლის

    • თუ წელიწადი და ცხრა თვის ბავშვს კიდევ აჭმევთ ძუძუს, არაა გასაკვირი რომ ციკლი არ გაქვთ. ლაქტაციის პერიოდში ამენორეა (მენსტრუაციის არქონა) ნორმაა.

  11. მოგესალმებით, უპირველეს ყოვლისა ყველა ქალს ვუსურვებ გამოჯანმრთელებას. რაც შეეხება ჩემს პრობლემას: ვერ 50 წლის, ერთი წელია მენსტრუალური ციკლი აღარ მაქვს,თვენახევრის წინ გავიკეთე ექოსკოპია და აღმომაჩნდა 30 მმ-იანი კისტა. ახლა კი ეს კისტა 40 მმ გახდა. ექიმმა მირჩია ოპერაციის გაკეთება. თქვენ რას მირჩევთ, აუცილებელია, რომ გავიკეთო? თუ აუცილებელია, მაშინ რომელი მეთოდით მირჩევდით. გმადლობთ, პატივისცემით, ლალი

    • რადგან ექიმმა ასე გირჩიათ, ალბათ ასეა საჭირო. ცისტის ზომა და ზომაში სწრაფად ზრდის ტენდენციაც ამაზე მიუთითებს. ასაკიც საყურადღებოა. გისურვებთ გამოჯანმრთელებას :)

  12. მტკივნეულია ოპერაცია?და რამდენ ხანში შეიძლება დაფეხმძიმება?

    • ოპერაცია კეთდება ზოგადი ანესთეზიით, შესაბამისად უმტკივნეულოა. მეორე დღეს ეწერებით ბინაზე (თუ გართულებების გარეშე ჩაიარა) და გენიშნებათ ტკივილგამაყუჩებლები, ასე რომ პოსტოპერაციული პერიოდიც უმტკივნეულოა.

    • დიახ, შესაძლებელია თუ ჰორმონალური ფონი ნორმაშია და არც სხვა სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემაა, მხოლოს 1 ცისტა დაორსულებას ხელს ვერ შეუშლის.

    • გააჩნია რომელი ცისტაა, როგორია მისი შემადგენლობა, ზომაში ზრდის დინამიკა. გადაჭრით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ დიდი ალბათობით ალბათ მაინც ქირურგიული გზით მკურნალობა გადაწყდება ამ შემთხვევაში…

    • ამ შემთხვევაში საინტერესოა ჰორმონალური ფონი როგორია, არის თუ არა სხვა პრობლემა. მხოლოდ ცისტა, თუ ჰორმონები და ციკლი ნორმაშია და ქალიც სხვა მხრივ ჯანმრთელია, უშვილობას არ გამოიწვევს.

    • თუ ცისტა გასკდა (გარდა ფუნქციური ცისტისა, რომელიც ყოველთვე სკდება და ხდება ოვულაცია), ოპერაცია აუცილებლად კეთდება

    • 1.4 სმ ცისტა, მითუმეტეს რომელიც საშვილოსნოშიც კი არ მდებარეობს, ვერანაირ საფრთხეს ვერ შეუქმნის 9 თვის ნაყოფს, მაგაზე ნუ ინერვიულებთ, მშვიდად იმშობიარეთ, ცისტას კი შემდეგ მიხედავთ.

  13. gamarjobat,marjvena sakvercxeze w4 welia kista makvs,bevrjer makvs exoskopia gaketebuli da titkmis ertnairi 4 wlis mandzilze,chems diagnoz dagiwert da mainteresebs tkveni azri.marjvena sakvercxe zomit 39\31\37 sm. masshi cistozuri chanarti shida diametri 25 mm (amaze didi ar mkonia )cistis shigtavsi araertgvarovani, msxvildispersuli..endometriumi sisqit 10 mm,struqtura ertgvarovani.marcxena sakvercxeze araperi mchirs .ori welia shvili ar myavs aris tu ara didi shansi ro amis brali iyos.vistanac viyavi yvelam mitxra lapraskopia ara sachiroo gaachen bavshs da mere amogachrito.winaswar gixdit did madlobas

  14. გამარჯობათ..მე გავიკეთე კისტის ოპერაცია ორი თვის წინ და ეხლა ვარ ორსულად მაინტერესებს შეიძლება თუ არა ბავშვის გაჩენა თუ ამ შემთხვევაში აბორტია საჭირო?

    • თქვენს მკურნალ ექიმს მიმართეთ, გააჩნია რა ტიპის ცისტა იყო, როგორი ოპერაცია ჩატარდა და ოპერაციის შემდგომ დანიშნული რა მკურნალობის ფონზე მოხდა დაორსულება. მოკლედ აქ ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი, ამ შემთხვევაში ცალსახა რეკომენდაცია აბორტზე არ არსებობს.

  15. გამარჯობა, გავიკეთე ფერტილოსკოპია, ენდომეტრიუმის პოლიპები ამომაჭრეს, მანამდე მონიტორინგის შედეგებით 11დღეს მქონდა ოვულაცია და ფოლიკული მწიფდებოდა მარცხენა საკვერცეზე, ოპერეციის შემდეგ პირველ მონიტორინგზე მარჯვენა საკვერცხეზე მაქვს 20_22 მმ ზომის ფოლიკულა, მეათე დღეა, მარცხენაზე კი 30 მმ ზომის სავარაუდოდ კისტა, შემიშლის თუ არა დაფეხმძიმებაში ეს კისტა, ვერ მივხვდი საიდან გაჩნდა, მანამდე არ მქონდა. ენდოკრინილოგიური პრობლემები არ მაქვს და სხვა ფიზიოლოგიური მონაცემები ნორმაშია.

    • შეიძლება ის დიდი ზომისაც ფოლიკული იყოს, რომელიც ჯერ არ გამსკდარა. ასეთ შემთხვევაში არ შეგიშლით

  16. მადლობა ასეთი დამაიმედებელი და დროული პასუხისთვის. ანუ მონიტორინგს და ორსულობის დაგეგმვას აზრი აქვს ?:)

    • მონიტორინგი აუცილებელიც კია, თან დაგეგმავთ ორსულობას, თან გააკონტროლებთ იმ მოზრდილ ცისტასაც, რას იზამს: გაიზრდება, დაპატარავდება, როგორი სტრუქტურისაა და ა.შ., თუ ფოლიკულია, არ არის გამორიცხული მოულოდნელად უკვალოდაც გაქრეს. წარმატებებს გისურვებთ :)

    • რადგან მკურნალობის ფონზე დადებითი დინამიკაა, გასკდომის შანსი ნაკლებია.

  17. გამარჯობათ. ვარ 25 წლის, გასათხოვარი. აღმომაჩნდა კისტა მარჯვენა საკვერცხეზე ზომებით 54მმ – 39 მმ-ზე. დაექვმდებარება მკურნალობას თუ სავარაუდოდ ოპერაცია იქნება საჭირო??

    • გამარჯობა, როგორც ტექსტშია აღნიშნული, 5 სმ-ზე (50 მმ) უფრო დიდი ცისტის მკურნალობა ოპერაციული მეთოდით ხდება. თუმცა, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურ შემთხვევებს მკურნალი ექიმი მართავს და მკურნალობის მეთოდსაც ის წყვეტს.

  18. გამარჯობა მაქვს ლუთეინური კისტა 30-35მმ. ექიმს წამლებია არ დაუნიშნია დაველოდოთ იქნებ გაიწოვოსი. შეიძლება რომ ამ ზომის გამისკდეს? თუ ჯობია ოპერაცია გავიკეთო 4 წლის წინ გამისკდა და ოპერაცია გავიკეთე (მაშინ არ ვიცი როგორი კისტა იყო) ეხლაც იგივე საკვერცხეზეა?

    • 3 სმ ცისტა არაა საგანგაშო, მითუმეტეს თუ გითხრეს რომ ლუთეინურია, თავისთავადად გაწოვის შანსი უფრო მეტია, ვიდრე გასკდომის. სჯობს მკურნალ ექიმს დაუჯეროთ.

  19. გამარჯობათ, მაქვს კისტის ოპერაცია გაკეთებული, გამსკდარი იყო და გამიკეთეს, ამომაჭრეს მარჯვენა საკვერცხე, ორსულობაზე რამე პრობლემა ხომ არ მექნება? მადლობა წინასწარ :)))

    • გამარჯობა. თუკი დარჩენილი საკვერხე საღად ფუნქციონირებს და არც სხვა პრობლემა გაქვთ, ეგ ფაქტი ორსულობას ხელს არ შეუშლის :)

      • ძალიან დიდი მადლობაა :) კი მეორე როგორც მითხრეს ისეთია ორს უდრის :))) გაიხარეთ :)

    • ექოსკოპიის მაქსიმალური ინფორმატიულობისთვის მისი გაკეთება მენსტრუალური სისხლდენის დასრულებიდან მეორე დღეს სჯობს.

  20. მოგესალმებით. თვენახევარია რაც გავიკეთე კისტის ოპერაცია, კისტა გამოსკდა, მაგრამ ყველაფერი გადარჩა. მენსტრუაცია მომივიდა ოპერაციის მერე 2 დღეში, მაგრამ ამის შემდეგ აღარ მომსვლია, რისი ბრალი შეიძლება იყოს?

  21. მსგავსი პრობვლემები მაწუხებს,მეუბნებიან შეიძლება ჩიყვის ბრალი იყოსო,ეხოს გადაღების შემთხვევაში გამოჩნდება თუ არა საქალწულე აპკის მთლიანობა ან პირიქიტ ?

  22. გამარჯობათ მაქვს რაგაც წამონაზარდი ინტიმურ ადგილას აქ რაც წავიკითხე ცისტის თვისებები არ მახასიათებს ეს წამონაზარდი შეილება იყოს ცისტა? 14 წლის ვარ .ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ

    • საკვერცხის ცისტას თქვენით ვერ დაინახავდით, საკვერცხე მცირე მენჯის ღრუშია მოთავსებული და მისი ვიზუალიზაცია ულტრასონოგრაფიული კვლევით, იგივე ექოსკოპიით ხდება.
      თუ დააკონკრეტებთ “ინტიმურ ადგილში” რას გულისხმობთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ რა წანაზარდია, თუკი ანატომიურ ტერმინოლოგიაში ჯერ ვერ ერკვევით, თქვენი მცირე ასაკის გამო, გირჩევთ ამ სტატიას გაეცნოთ, ვფიქრობ თქვენთვის საინტერესოც იქნება: http://pink.ge/selfcare/reproductive-system-female/

  23. Gamarjobat.10 dge gadamicda mensteuacia.testmac dadebiti achvena.10 dgis shemdeg momivida menstruacia.exoskopiaze rom mivedi nakofi ar gamochnda da gamochnda mcire zomit sitxuri chanarti 22 mm marcxena sakvercxeshi.erti kviris shendeg testma uarlofiti achvena da es sitxuri chanarti gazedili iko 30-35 mm mde.sheiszleba arc vkodilikavi orsylad da kistas echvenebina dadebiti? Exoskopiis pasuxshi ese ceria menstruaciis meire faza.davelodo menatruaciis mosvlas tu sashishia damivakitxo eqims.menatruacia cesit 10 dekembris shemdeg unda momivides.ras mirchevt?

  24. შეიძლება თუ არა რომ პოლიკისტოზური საკვერცხე გქონდეს მაგრამ ჰორმონები წესრიგში იყოს ?

  25. gamarjobat amjerad germanishi vcxocroob.. 2 welZe metia daqorwimebuli var da ar gvyavs shvili milioni testi gamoketebiaa da yvela iaryopot pasuxs machvenebda.am tvis shua ricxvebshi ani noembris 15istvis daaxloebot..gadavwyvite ratomhac testis gaketeba..gavikete da cxovrebashi porvelad gaawitlaa. bednoerebisgan gavgojdit magr ar gvjeroda.. shemdeg meorec gavikete meorec uceb gawitlda orive xazze..mesame testo mqpnda da chem qmars shevtavaze tavad gaaketebina rata davrwmunebuliyavit sizizteshii… misma ar gaawitlaa.. gamovidzaxe saswrapo mat motxres rom ar viyavo prsulad.. dilit kidev gavikete testi am testma ukve iaryopa machvenaa.. mokled chavtvale rom ar var mageam ragac procents mainc vushvebdii.. 31 noembers sagamos momivida memstruaciaa ar mivaqcie yuradgebaa magram yovel wams tkivili imatebsaa… wavedi eqimtan gamiketa vaginaluri exoo.. dasxva procedurebii mitxra rom supta var da kargad..arada dhes ukve 9 rocxvia da dgesac momsos da uzomod mtkovaa… ra vishvelo tavs?

  26. აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს, გახანგრძლივებული სისხლდენა და ტკივილი სამედიცინო ჩარევას საჭიროებს, 9 დღიანი მენსტრუაცია არაა ნორმა, არც ასეთი ძლიერი ტკივილი. მიბრძანდით საავადმყოფოში, სადაც სტაციონარიც აქვთ ან გამოიძახეთ სასწრაფო, არ ვიცი გერმანიაში როგორ ხორციელდება ეს პროცედურები, მაგრამ თქვენი ამ მდგომარეობაში დატოვება ექიმის მეთვყურეობის გარეშე საშიშია

  27. gamarjobat, me davitanje am kistebis gachenit. 1 clis cin gavikete operacia gamiskda kista , imis shemdeg vsvam hormonebs 6 tve, momixsna tu ara eqima es hormoni isev gamichda da exla maqvs 46mm , ra unda vqna vmkurnalob exla medika,entebit magram ra icvevs am kistebs , risi bralia? es aris hormonaluri dargveva??
    da ramdeni xani unda vsva hormoni?

    • გაქვთ თუარა ჰორმონული დარღვევა, რამდენი ხანი უნდა სვათ მედიკამენტები და ა.შ. ყველა ეს კითხვა თქვენს მკურნალ გინეკოლოგს უნდა დაუსვათ.
      გააჩნია რა ტიპის ცისტები გაქვთ: თუ ენდომეტიოიდულია, მიზეზი ენდომეტრიოზია; დერმოიდული არ იქნება, რადგან თანდაყოლილია და ახლები აღარ გაჩნდებოდა; თუ ფუნქციური ანუ ფოლიკულური ცისტებია, მიზეზი ოვულაციის ფუნქციის დარღვევაა, ანუ ფოლიკული არ სკდება.
      ვფიქრობ ყველა ამ კითხვით თქვენ მკურნალ ექიმს უნდა მიმართოთ და ამომწურავ პასუხს ის გაგცემთ.

    • თუ ტკივილი ოპერაციის შემდეგ დაგრჩათ, მიმართეთ ქირურგს. ცისტის გამოსარიცხად ექოსკოპიის ჩატარებაა საჭირო.

      • მადლობა დიდი გადავიგე ეხოსკოპია და მართლაც აგმოჩნდა კისტა 3 მილიმეტრი და რამდენი მილიმეტრია საოპერაციო?

  28. 2 TVIS CIN GAVIKETE LAPARASKOPIA, MKONDA ENDOMETRIOZULI KISTA, MARJVENA SAKVERCXE MTLIANAD AMOMKVETES. OPERACIIS MERE MOVIMATE 3 KILO TUMCA IGIVE DOZIT VIKVEBEBI. SHEIDZLEBA ES HORMONEBTAN IKOS DAKAVSHIREBULI? ASUQEBS TU ARA PREPARATI JANINI?

    • დიახ, წონის მატება შესაძლებელია იყოს დაკავშირებული ჰორმონულ დისბალანსთანაც და ჰორმონული პრეპარატების მიღებასთანაც.

  29. gamarjobat yru tkivilebi maqvs welis areshe marjvena sakvercxec mtkiva ,4 wlis ukan viyavi eqimtan mas mere ar vyofilvar mitxres kista,wamlebi vsvi magram gamokvlevaze usaxsrobis gamo vegar mivedi meshinia sheileba es iyos sashishi?tkivilebic maqvs

  30. გამარჯობათ, საკვრცხეები მაქვს გადიდებული , მარჯვენა 11,9 ხოლო მტცხენა 9,1 და ასევე მაქვს დიფუზიურად განლაგებულიბწვრილცისტური ჩანრთები მარჯვენაზე მინიმალური 1,5მმ, მაქსიმალური კი 5,5, ხოლო მარცხენაზე მუნიმალური დიამეტრით 1,5 ხოლო მაქსიმალური 6,5 და საშიშია? მაქვს ჰორმონალური დარღვევა და ვმკურნალობ 9 თვეა.. ოპოპერაციის საჭიროებას ხომ არ მოითხოვს ციტები?

    • თქვენი გადმოცემით, რაც შორიდან შემიძლია გითხრათ, აღწერილი სურათი საკვერცხის პოლიკისტოზს ჰგავს. ამ შემთხვევაში მკურნალობა მედიკამენტებით ხდება, მკურნალობას გინეკოლოგი ნიშნავს და ციკლიც მოგიწესრგდებათ, მკურნალობის შედეგად.

    • თუ ტკივილის მიზეზი საკვერცხეა, გამოჩნდება მცირე მენჯის ღრუს ექოსკოპიაზე. წელის არეში ტკივილი თირკმელმაც შეიძლება მოგცეთ, ამ შემთხვევაში საშარდე სისტემის ექოსკოპია და შარდის ანალიზი დაგჭირდებათ. კიდევ ზურგის ტკივილი ძვალ-სახსროვანი სისტემის პათოლოგიამაც იცის (ხერხემალი, კუნთები, ნერვები) – ასე რომ სჯობს თერაპევტს ან ოჯახის ექიმს გაესინჯოთ პირველ ეტაპზე, რათა მოახდინოს დიფერენცირება, თუ რომელი სისტემის კვლევა გჭირდებათ.

  31. მოგესალმებით , მაინტერესებს პოლიკისტოი საშიშია? შეიძლება უშვილობა გამოიწვიოს?

    • პოლიკისტოზი, როგორც წესი, ჰორმონულ დისბალანსს იწვევს, რისი გამოვლინებაცაა მენსტრუალური ციკლის დარღვევა, წონაში მატება, აკნეს ტიპის გამონაყარი და ა.შ., რა თქმა უნდა, როცა ჰორმონული ფონი დარღვეულია, ორსულობის დადგომაც ეჭვს ქვეშაა, ამიტომ მისი მკურნალობა დროულად უნდა მოხდეს.

    • “ბავშვის გაჩენაზე პრობლემა”კისტის გარეშეც შეიძლება ბევრმა რამემ გამოიწვიოს, ისევე როგორც შეიძლება ცისტის არსებობისას არ იყოს დარღვეული რეპროდუქციული ფუნქცია. ასე რომ ყველაფერს პრიმიტიულად, სწორხაზოვნად და შავ-თეთრად ნუ გავიგებთ, მედიცინა არითმეტიკა არ არის.

  32. გამარჯობათ, პვულაციის დროს მე-9 დღეს ფულეკულა 20-26მმ იყო, გავიკეთე პრეგნილი 5000 2 კოლოფი, მე-13 დღეს ფოლეკულის მონიტორნგმა აჩვენა 30-35მმ და კისტა, ანუ არ გასკდა. საშიში ხომ არ არის ფოლეკულის კისტა და თუ ექვემდებარება მკურნალობას, ხელს ხომ არ უშლის დაფეხმძიმებას?

  33. გამარჯობა,მაქვს 16 მმ სიდიდის ცისტა ფეხზე,მარჯვენა მხარეს,3 თვის წინ იყო 23 მმ და მკურნალობას ექვემდებარება და კლებაში მიდის.ჰორმონალური ანალიზები ყველაფერი გაკეთებული მაქვს და მოწესრიგებული მაქვს ყველაფერი,თუმცა ციკლი მაინც მიცდება 5-6 დღე.ახლაც ვმკურნალობ.არ ვარ გათხოვილი და უახლოეს თვეებში ვაპირებ.მაინტერესებს ასეთი მდგომარეობით შევძლებ თუ არა დაფეხმძიმებას?მადლობა წინასწარ.

    • რადგან მკურნალობა მიმდინარეობს და როგორც ჩანს წარმატებულად, ნაკლებად სავარაუდოა მაგ ცისტამ ორსულობა შეაფერხოს

  34. მოგესალმებით. ვარ 45 წლის. აქამდე ციკლი ზედმიწევნით მოწესრიგებული მქონდა. იანვარში გრიპის მძიმე ფორმა გადავიტანე პნევნომიით. მკურნალობის პროცესში, კვლევისას აღმოჩნდა რომ მარცხენა საკვერცხეზე 9სმ. ორკამერიანი კისტა მაქვს, მარჯვენაზე კი 5 სმ კისტა. ორივე არაქსოვილოვანი შიგთAვსით. საშვილოსნო და ყელი ნორმალურ მდგომარეობაში. ექიმმა მირჩია, რომ ორივე საკვერცხე ამოვიჭრა და პრევენციის მიზნით საშვილოსნოც “მივაყოლო”. მე თავს ვიკავებ და მინდა რომ შესაძლებლობის ფარგლებში, შევინარჩუნო რისი შენარჩუნებაც შეიძლება. ძალიან გთხოვთ, მიპასუხოთ როგორ მოვიქცე, ყველაფერი ამოვიკვეთო და თავი დავიზღვიო თუ შენარჩუნ ებას შევეცადო. წინასწარ გიხდით მადლობას.

    • თუკი ცისტა კეთილთვისებიანია, ხდება მხოლოდ მისი ამოკვეთა, საკვერცხისა და ყველა სხვა ორგანოს შენარჩუნებით. პრევენციის მიზნით (თუ რეალური მიზეზი ან საფრთხე არ არსებობს), ჯანმრთელ ორგანოებს არავინ იკვეთავს. გირჩევთ ეს საკითხი უფრო დეტალურად გაიაროთ მკურნალ ექიმთან და დააკონკრეტებინოთ რატომ ირჩევს ასეთ ტაქტიკას.

  35. Var 33clis.ori celia rac muclis kvemot marcxena sakvercxeze makvs zlieri tkivili da cieb cxeleba daaxloebit es tkivili grzeldeba 10-15cuti.iseti tkivilia ro guli mimsdis.sashvilisnos yeli supta makvs.sjesazlebelia eg kistis brali ikos?

  36. Gamarjobat .me roca samshobiaro tkivilebi dasmewyo bolo euts eqimis gafawyvetilebit daecvhvo tkiviebis da gasmo gafdawyda sakeisrto kveta ris shedegafac agmomaschnda didi xelis xculis oderna kisya amomachres amis gamo ver gsbachine fiziologiurad .amis gasmo sakvercxe xom ar damiziasndeboda xim shevdzxleb kidev gachenas dzalian vdardob .is kisya gadaigzavna fa araferi agmomachdna

  37. gamarjoba. var 41 clis maqvs sashvilosnos subserozuli da submukozuri kvanzebi. shesabamisad zomit 34mm da 27mm. struqtura ormxrivad sustad folikuluri, marcxena sakvercxis kista diametri 58mm.zalian gtxovt mitxrat sashishia tu ara da operaciis garashe tu sheizleba,eqvemdebareba tu ara mkurnalobass,cinascar didi madlloba.es 1kviris cin gaketebuli diagnozia exoskopiis,amjerad vigeb regividonsss/

  38. gamarjobat iqneb mec gamomexmaurodd..sashvilosnos saerto zomebi 88x40x54mm, sxeulis zomebi 55x40x54mm, yelis sigrdze 33m .miometriuli struqtura ertgvarovania endometriumi gasqelebulia 12 mm_mde sisxldenis ponze ) endocervikaluri arxi depormacis gareshe .aginishna erteuli endocerviqsis kista,maqsimaluri matshoris diametrit 7mm. sakvercxis zomebi : marjvena sakvercxeshi gamovlinda polekuluri kista diametrit 40mm .marcxena 33x22x27mm.moculoba 11sm3 .. orive sakvercxe dipuzurad mravlobiti 6mm_mde diametris sitxuri chanartit. duglasis poso tavisupalia.aii es pasuxi maqvss daa dzalian shashishiaa chemi eqimi ar mashinebs saertod arapers meubneva wamlebs vigebdii.gtxovt mipasuxot.winaswar didi madloba

  39. Gamarjobat cikli gadamicda 12 dgea xuti dgis gadacdenaze ar michvena ati dgis gadacdenaze mivhvena da tormeti dgis gadacdenaze gavakete bb testi exoze viyavi da mitxra orsuloba ar fiqsirdeba meoma gaqvso… Ra gavaketo dzalian vnerviulob

  40. gamarjobat.. erti tvea rac marjvena sakvercxeze agmomachnda kista, 99mm. saswrapod moxda laparaskopiuli metodit operaciis gaketeba, sajiro gaxda sakvercxis mtlianad amogeba, ramdenad sheizleba es kista ikos avtvisebiani simsivne da ramdenad sheizleba rom am shemtxvevashic ki (roca ukve mtlianadaa amogebuli) svaganac ganvitardes rame? zalian didi madloba winaswar

  41. გამარჯობათ. ვიმყოფები გერმანიაში და მშობიარობის შემდეგ აღმომაჩნდა კისტა, რომელიც 8 თვის განმავლობაში 12სმ გახდა. თავიდან მითხრეს რომ ლაპარასკოპიით გამიკეთდებოდა ოპერაცია, პარასკევს კი ვიყავი ჰოსპიტალში კონტროლზე და მითხრეს რომ ლაპარატომია იყო საჭირო რადგან ამხელა კისტის ლაპარასკოპუუთ ამოღებას ვერ შეძლებდნენ. მაინტერესებს ოპერაცია რამდენად რთულია და ოპერაციის შემდეგ შევძლებ თუ არა სიარულს?

  42. gamarjobat 6 tvis win marcxena sakvercxe amomiges kista mqonda didi zomis da gamiskda mitxres rom marjvenazec maqvs kistozuri wamonazardebi patara zomid 20amde sheidzleba tu araa am shemtxvevashi dapexmdzimebaa?

  43. Gamarjobatt kistaa mkondaa sakvercxeze operacia gvaikete 1 wlis win da midrekileba makvs kistebis mimart da sheidzleba zgvaze wasvlaa? .mitxres ro arsheilebaa zgva xels uwyobs kistiss waarmokmnasoo

  44. gamajobat gtxovt mipasuxot .mqonda marcxena sakvercxeshi folikuluri kista 1.8 sm.ukve mesame tvea vmkurnalob exla maqvs 1.6sm.eqimma tuar gaiwova operacia dagchirdebao.msurs dapexmdzimeba da operaciis gareshe iqneba shesadzlebeli?

  45. ერთი შეკითხვა მაქვს მაინტერესებს საკვერცხის კისტის ოპერაციიის შემდეგ რაპერიოდი უნდა გავიდეს რომ ფეხძიმობა გახდეს შესაძლებელი და იარინას დალევა რა ხნის მანძილზეა აუცილებელი და კისტა კიდევ რამდენ ხანში შეიძლება განმეორდეს

შენ რას იტყვი?