ალბათ უკვე შეამჩნიეთ, რომ თქვენ ცხიმიანი თმა გაქვთ. ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. თუმცა სანერვიულო არაფერია. არსებობს ბევრი საშუალება, რომელიც ცხიმიანი თმის პრობლემას მოგიგვარებთ და თქვენს თმას ბზინვარებას დაუბრუნებს.

შეარჩიეთ შამპუნი ცხიმიანი თმისათვის და გამოიყენეთ იგი. შამპუნის ეფექტურობის ხარისხი გაიზრდებ მაშჲნ თუ მას თავზე 5 წუთის განმავლობაში გამოიყენებთ და შემდეგ ჩამოიბანთ. ხოლო თქვენ თმასთან დაკავშირებით საქმე ძალიან ცუდად გაქვთ, მაშინ ეს პროცედურა კიდევ ერთხელ გაიმეორეთ. არ გა­მო­ი­ყე­ნოთ კონ­დი­ცი­ო­ნე­რე­ბი, რო­მე­ლიც ზეთს შე­ი­ცავს.

თმებში ცხიმიანობის მომატება ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს თავის კანში მოთავსებული ცხიმის ჯირკვლების გაძლიერებული მუშაობით, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს საჭმლის მონელების, ჰორმონული დარღვევების, არასწორი კვების და სხვა პრობლმების.

ცხიმიანი თმის დაბანა ძალიან ცხელი წყლით მავნებელია, რადგან როგორც ზევით ავღნიშნე სითბო უფრო აძლიერებს ცხიმიანობას და უფრო გაძლიერდება ცხიმის ჯირკვლების მუშაობა.
არსებობას რამდენიმე რჩევა, რომელსაც სპეციალისტები გვთავაზობენ. ცხიმიანი თმების მოსავლელად:

  • ლიმონის წვენით გაიწმინდეთ თავის ცხიმიანი კანი. ეს საშუალება აშრობს და აცილებს ცხიმს.

  •  2 ს.კ. ლიმონის წვენს შურიეთ 1/2 ჭიქა არაყი და დღეგამოშვებით გაიწმინდეთ ცხიმიანი თმა.

  • დაბანამდე 2-3 საათით ადრე ცხიმიან თმაში შეიზილეთ ალოეს წვენი.

  • დაბანამდე 1 საათით ადრე თმის ძირებში შეიზილეთ დაფნის ფოთლების ნაყენი. შეიძლება დაფნის ფოთლების სპირტიანი ნაყენის დღეგამოშვებით გამოყენებაც.

  • კარგია ცხიმიანი თმებისთვის კვერცხის გული, რადგნ იგი შეიცავს ქოლესტერინს, რომელიც ამცირებს ცხიმის გამოყოფას. კვერცხის გულში შეურიეთ თითო-თითო ჩაის კოვზი სპირტი და წყალი. პირველი ჩამობანის შემდეგ თავის კანში შეიზილეთ ეს სითხე და გიჩერეთ 10 წთ. შემდეგ ჩამოიბანეთ.

  • 1-2 კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ, შეიზილეთ თავის კანში და გაიჩერთ თავზე გახმობამდე. შემდეგ ჩამოიბანეთ თავი ჩვეულებრივად.

  • 3 სუფრის კოვზი მუხის ქერქი ადუღეთ 1 ლ წყალში 15 წუთი. დაუმატეთ ჭინჭრის ნაყენი და დაბანის შემდეგ გადაივლეთ თავზე, თან შეიზილეთ თმის ძირებში.