Home თავის მოვლა

გაქვს თუ არა ზედმეტი წონა? ამის გამოთვლა ძალიან მარტივია. მთავარია, იცოდე შენი სიმაღლე, წონა და ჩვენი ვარდისფერი BMI კალკულატორი უცებ გეტყვის, გჭირდება თუ არა წონის კორექტირება. რადგან ამ მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობის სტატისტიკა არ გვაქვს, ამ ანონიმურ გამოკითხვასაც უპასუხე:

რამდენია შენი სხეულის მასის ინდექსი (BMI)?

View Results

Loading ... Loading ...

სიტყვა სიმსუქნე არცთუ სასიამოვნოდ ჟღერს, მაგრამ ხანდახან იმის აღიარება გვიწევს, რომ ზედმეტი წონა გვაქვს. თუმცა, დამიჯერე, ეს ფაქტი ყველაზე ნაკლებადაა კოსმეტიკური პრობლემა, ის უფრო მეტად ჩვენს ჯანმრთელობასა და თვითშეფასებას ემუქრება.

ჟურნალში ბევრს ვწერდით და ვწერთ წონის დაკლების მეთოდებზე დიეტებით (კრემლის დუკანის, სხვა ცნობილი დიეტები), ოპერაციით, ვარჯიშით, სირბილით, იმასაც ვწერდით, როგორ წარმოიქმნება ზედმეტი კილოგრამები, თუმცა არასდროს დაგვიწერია იმ რეალური საფრთხეების შესახებ, რომელსაც ცხიმის თითოეული ზედმეტი გრამი გვიქმნის.

d5f548a532cae8dd809371aa4b2ba459

სტატისტიკა

weigh

 

როგორც ზემოთ მოყვანილ ფოტო-ინფოგრაფზეა ნათქვამი, მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის 10%-ს, 200 მილიონ მამაკაცსა და 300 მილიონ ქალს ჭარბი წონა აქვს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით ზედმეტი წონა აქვს ადამიანს, რომლის BMI მეტია 25 -ზე. თუმცა ეს ყველაფერი არ არის; არსებობს რამდენიმე ხარისხის სიმსუქნე, რომელიც სწორედ BMI-ს მაჩვენებლის მიხედვით იყოფა:

19-ზე ნაკლები – მეტისმეტად გამხდარი
19-დან 25-მდე – ნორმალური წონა
25-დან 30-მდე – ჭარბი წონა
30-დან 35-მდე – სიმსუქნე 1
35-დან 40-მდე – სიმსუქნე 2
40-ზე მეტი – სიმსუქნე 3

თითოეულ კატეგორიაში მყოფი ადამიანის სიცოცხლეს სხვადასხვა დაავადების გამო უფრო მეტი საშიშროება ემუქრება, ვიდრე ნორმალური წონის ადამიანს. ჭარბი წონის მქონე ადამაინებში სიკვდილის რისკი 13%-ით იზრდება, სუმსუქნე 1-ის შემთხვევაში 44%-ით, ხოლო სიმსუქნე 2-სა და 3-ის შემთხვევაში 88%-ითა და მეტით. ამავე  სტატისტიკის თამახმად, მსუქანი ადამიანები საშუალოდ 10 წლით ნაკლებს ცოცხლობენ ნორმალური წონის ადამიანებთან შედარებით.

რით გემუქრება ზედმეტი წონა

overweight-woman-at-doctors-365kk
გარდა იმისა, რომ კილოგრამები განწყობასა და თვითშეფასებაზე ნეგატიურად მოქმედებს, ჩვენს ჯანმრთელობას რეალურ საფრთხესაც უქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია და მისი შედეგები ხშირად ძალიან გვიან ხდება ხილული, ეს არ გვაძლევს იმის მიზეზს, რომ ამ საშიშროებას გულგრილად ავუაროთ გვერდი.

გული და სისხლძარღვები

ალბათ, გსმენია ქოლესტერინის მავნეობის შესახებ. მისი მოლეკულების ყვითელი წვეთები სისხლში ცირკულირებს და თუ მათი რაოდენობა დიდია, სისხლძარღვის კედელში ლაგდებიან. ეს პროცესი 20 წელიწადსაც შეიძლება გაგრძელდეს, თუმცა ნელ-ნელა ქოლესტეროლი სისხლძარღვის კედელს ასქელებს, ავიწროვებს და შეიძლება დაახშოს კიდეც. ვითარდება ათეროსკლეროზი.

atherosclerosis

ქოლესტერინის ფოლაქით შევიწროებული არტერიის ჭრილი

იმის მიხედვით, თუ სად ვითარდება ასეთი ათეროსკლეროზული ფოლაქები, დამაზიანებელი ეფექტიც განსხვავდება:  თუ ის გულის მკვებავ სისხლძარღვებს დაახშობს, გულს სტენოკარდიისა და ინფარქტის საშიშროება დაემუქრება; აორტის დახშობისას ორგანიზმის სისხლმომარაგება მცირდება და გულის უკმარისობა გვემუქრება; მუცლის აორტის დაზიანებისას კი მუცლის ღრუს ორგანოებისა და ქვედა კიდურების კვება ქვეითდება. ამას გარდა, შეიძლება ფოლაქს ნაწილი მოსწყდეს და თრომბის სახით გაიჭედოს რომელიმე არტერიაში…
ათეროსკლეროზმა, ზოგიერთი კვლევის თანახმად, შაკიკიც კი შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის მკვებავი არტერიების შევიწროების გამო.
პროცესი შექცევადია, თუ არტერია ძალიან არ არის დაზიანებული. სისხლში ქოლესტერინის დონის  შემცირება დიეტითა და სხვადასხვა პრეპარატის საშუალებით ხდება.
თუმცა მხოლოდ ქოლესტერინი და არტერიული წნევა არაა ფაქტორები, რომლებმაც ჩვენს გულსა და სისხლძარღვებს შეიძლება საფრთხე შეუქმნას. ზედმეტი წონის გამო კიდურებზე  და გულზე მექანიკური დატვირთვა და დაწოლა იზრდება, ამიტომაც მძიმეწონიან ადამიანებში ფეხების შეშუპება, ტკივილი და გაგანიერებული (ვარიკოზული) ვენები ჩვეულებრივი ამბავია.

სუნთქვის უკმარისობა

ზედმეტი წონის მქონეთათვის არც ქოშინია უცხო. როცა დატვირთვა ორგანიზმზე იზრდება, ჟანგბადზე მოთხოვნილებაც იმატებს და როცა გული საკმარისად ვერ ამარაგებს ორგანიზმს სისხლითა და ჟანგბადით, ქოშინი, ანუ სუნთქვის უკმარისობა გვეწყება. თუ მარტივად მივუდგებით საკითხს: რაც მეტია ჩვენი წონა, მით მეტია დატვირთვა და მით უფრო მალე გვეწყება ქოშინი.

რამდენად საგანგაშოა ქოშინი? ამის შემოწმება ადვილია. თუ მცირე დატვირთვისასაც სუნთქვა არ გყოფნის, ან კიბეზე ასვლის დროს სამი სართულის ავლა უკვე გიჭირს, სიტუაცია საგანგაშოა და აჯობებს, სწრაფად მიმართო ექიმ-კარდიოლოგს.

დიაბეტი ტიპი 2

მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულთა 85% ჭარბწონიანია. თუ წონის მატებისკენ გაქვს მიდრეკილება, არასწორად იკვებები და ფიზიკურადაც არ იტვირთები, რისკი იზრდება. ამ სამი ფაქტორის კომბინაცია ზედმეტი ინსულინის გამომუშავების ფაქტორი ხდება, შედეგად კი ვიღებთ ე.წ. მეტაბოლურ სინდრომს და ბოლოს ჩამოყალიბებულ დიაბეტს. დაავადების დროს სისხლში გვაქვს ზედმეტი ინსულინი, რომლის მიმართაც საჭირო ქსოვილები უგრძნობია. რაც მეტია სისხლში შაქარი, მით მეტი ინსულინი გამომუშავდება, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ კი ინსულინის წარმომქმნელი უჯრედები იფიტება და ინსულინის ნემსები გვესაჭიროება. თავის მხრივ ამ ტიპის დიაბეტისას ჩაკეტილი წრე იკვრება: ორგანიზმი მიღებული საკვებიდან უფრო დიდ რაოდენობას ამარაგებს, ცხიმის დაშლა ფერხდება და უფრო ვიმატებთ წონაში.
ამიტომაც არ შეიძლება დიეტის დაწყება ექიმის გარეშე. ასეთი ან სხვა ჰორმონალური დარღვევა თუ გაქვს, არასწორმა დიეტამ საქმე შეიძლება უფრო გაგირთულოს.

ჩასახვა და ორსულობა

dreamstime_xs_28970548-480x236
რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს, ზედმეტი წონა ამცირებს დაფეხმძიმების შანსს. ჭარბწონიან ქალებში ხშირია არარეგულარული ციკლი და სასქესო ჰორმონული დარღვევები. თუ წონა ძალიან დიდია, შეიძლება ამენორეა ანუ მენსტრუალური ციკლის სრულიად შეწყვეტაც აღინიშნოს. როგორც წესი, ქალებს, ვისაც დაფეხმძიმება სურთ და ზედმეტი წონა აქვთ, გინეკოლოგები წონის დაკლების რეკომენდაციას აძლევენ.

თავის მხრივ, ორსულობამდელი და ორსულობის დროს ზედმეტი წონა ბავშვისთვისაც ისეთივე საშიშროებაა, როგორც დედისთვის. ამ დროს შეიძლება მოიმატოს არტერიული წნევის მაჩვენებელმა, პრეეკლამპსიისა და ეკლამპსიის რისკმა, განვითარდეს გესტაციური დიაბეტი და ა.შ. მშობიარობის შემდეგ ლაქტაციის ჰორმონის (პროლაქტინის) სიმცირის გამო შეიძლება ძუძუთი კვების პრობლემებმაც იჩინოს თავი. თავის მხრივ იზრდება თვითნებური აბორტების, დიდი წონის ნაყოფის, გულის მანკებისა და სხვა თანდაყოლილი პრობლემების რისკი. სტატისტიკურად, ჩვილები, რომელთა დედაც ჭარბწონიანია, უფრო მეტად არიან სიმსუქნისა და დიაბეტისაკენ მიკრეკილნი.

რა ვქნათ? სასუველია, დაფეხმძმებამდე ვცადოთ ზედმეტი წონის დაკლება და ორსულობისას საშუალო მაჩვენებლის შენარჩუნება ექიმის მეთვალყურეობით.

ჭარბი წონა და კიბო

როგორც კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის კვლევები გვიჩვენებს, ჭარბი კილოგრამები ზოგიერთი სიმსივნის განვითარების რისკს 40%-მდეც კი ზრდის. მაღალი რისკის ქვეშაა შენი საყლაპავი, პანკრეასი, ნაწლავები, მკერდი (უმეტესად მენოპაუზის შემდგომ), საშვილოსნო, თირკმელები, ფარისებრი ჯირკვალი და ნაღვლის ბუშტი.

ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ცხიმოვან უჯრედებს შეუძლიათ, გამოიმუშავონ ჰორმონი ესტროგენი. რაც მეტია ცხიმოვანი უჯრედები ორგანიზმში, მით მეტია ამ ჰორმონის რაოდენობაც, რითაც განპირობებულია საშვილოსნოს და მკერდის კიბოს განვითარების გაზრდილი რისკი. მათ ასევე შეუძლიათ სპეციფიური ზრდის ჰორმონების წარმოქმნა, რამაც ქსოვილების უკონტროლო ზრდა და გამრავლება შეიძლება გამოიწვიოს, რაც უკვე კიბოსწინარე ფაქტორია.

არასწორი კვება და ჭარბი წონა ზრდის ნაღველში კენჭებისა და სიმსივნეების განვითარების რისკსაც.

ჭარბი წონის სიკეთეები

ჩემთვის ცნობილი მხოლოდ ერთია: იმ ქალების 50%-ს, ვისაც ჭარბი წონა აქვს, ოსტეოპოროზი ნაკლებად უვითარდება მენოპაუზის შემდეგ. თუმცა, ეს მონაცემები სხვადასხვა ფაქტორების გამო მყარი არაა. სრული ინფორმაცია იხილე აქ.

როგორ დავიკლო წონაში სწრაფად?

წონაში სწრაფი კლების მეთოდი არ არსებობს! დიახ, არის დიეტები, რომლებიც დღეში – 12 კილოგრამის დაკლებას გვპირდებიან, მაგრამ არის ერთი პრობლემა: ასეთი დიეტებით ცხიმს კი არ კარგავ, წყალი გამოგყავს ორგანიზმიდან, რაც რეალურ შედეგს ვერ მოგცემს და დაკარგულსაც 2 ნოყიერ სადილში აინაზღაურებ, თანაც შენს ნივთიერებათა ცვლასაც მიაყენებ საკმაოდ დიდ ზიანს. ასეთი დიეტების მომხმარებელთა უმეტესობამ არ იცის განსხვავება წონის კლებასა და ცხიმის დაწვას შორის. ნუ დაემსგავსები უხარისხო ქართული საიტების მკითხველებს, დაუჯერე PINK – ის რჩევებს. ჩვენ ვზრუნავთ თითოეულ მკითხველზე და არასდროს გაწვდით შეუმოწმებელ, უხარისხო და საზიანო რჩევებს!

იმედია, ეს სტატია დაგეხმარება პრობლემისა და საშიშროების სწორად გააზრებაში. შემოგვიერთდი, იცხოვრე ცხოვრების ჯანსაღი წესით და გახსოვდეს: წონა შედეგი კი არა გადაწყვეტილებაა, რომელიც შეგიძლია, შეცვალო.

 

 

4 კომენტარი to this post
  1. Zalian saintereso statiaa, madlobt …….iqneb isiw shemogvtavazot rögor davwvat wximebi, raw sheizleba martivad anu yoveldgiur saqmianobastan Ertad da ara baseinsa tu Sportul darbazebshi siarulit . Amis sashualeba yvelas ar aqvs…..

  2. ვგეგმავ სტატიას თქვენთვის საინტერესო ამ თემებზეც, ასე ვთქვათ ყოველდღიური მარტივი ფიტნესი ზარმაცებისთვის :) .
    მანამდე კი აი ეს სტატიებიც გამოგადგებათ: http://goo.gl/vy2AoH
    http://goo.gl/AKs85g

შენ რას იტყვი?