სულ მალე ახალი წელი მოდის. ეს ყველასთვის საყვარელი დროა. არ აქვს მნიშვნელობა თუ როგორ ჩაირა წელმა, ჩვენ მაინც სულ უკეთესის მოლოდინში ვართ, ვაწყობთ გეგმებს, ვაყალიბებთ თუ რა გვჭირდება გეგმების განხორციელებისთვის და ვემზადებით კიდევ უფრო წარმატებული ფაზის დასაწყისისთვის. ამ სამზადისის ერთ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია თვით ახალი წლის ისე დახვედრა, რომ ეს იყოს საფუძველი შემდგომი წარმატებული დღეებისთვის.

არ ააქვს მნიშვნელობა შენს ოჯახთან ერთად გაატარებ დროს, მეგობრების წრეში წვეულაბაზე წახვალ თუ შენ და შენი საყვარელი ადამიანი დაუვიწყარ საღამოს გეგმავთ. მთავარია ერთი რამ – შენ თავს უნდა გრძნობდე ბედნიერად და ლამაზად. ეს წარმატების საწინდარია.

მაშ როგორ მოვემზადოთ ამ განსაკუთრებული ღამისთვის? ახალი კაბა ვიყიდოთ? ფეხსაცმელები? თმები ხომ არ შევიღებოთ და შევიჭრათ? რა თქმა უნდა, ახალი კოქტეილის კაბა, ფეხსაცმელები, აქსესუარები – ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ამისთვის ცალკე თანხების გამოყოფა დაგჭირდება, თმების შეღებვა და მითუმეტეს ახალი ვარცხნილობა შეიძლება წარუმატებელი გამოდგეს. არ ღირს გარისკვა თუ არ ხარ ამისთვის მზად. ეფექტის მოხდენაში სირთულეების და დიდი დანახარჯების გარეშე მაკიაჟიც კი დაგეხმარება.

მოიფიქრე წინასწარ რა გინდა და რამდენიმე დღით ადრე საცდელი მაკიაჟი გაიკეთე. თუ საჭიროა რამდენჯერმე მოსინჯე, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევ. სცადე სხვადასხვა ფერის თვალის ჩრდილები, რუჟი, ტუჩსაცხი, ამოარჩიე ის ფერები რაც ხაზს გაუსვამს შენს მომხიბვლელობას და ნაკვთებს.

სურათებზე წარმოდგენილ გოგოებს კლასიკური სტილის მაკიაჟი აქვთ. წითელი ტუჩები ძალიან მიმზიდველია და ყურადღების ცენტრში ექცევა. ოღონდ გაითვალისწინე რომ უსაზღვროდ არსებული სხვადასხვა წითელი ფერებიდან შენზე მორგებული უნდა შეარჩიო. ამისთვის შენი სახის კანის ტონალობა დაგეხმარება. (გადაიკითხე თბილი და ცივი ფერების თეორია).

  • თუ შთაბეჭდილების მოხდენა გსურს, მაშინ არ დაგავიწყდეს შავი აილაინერი. სწორი ხაზების გავლება ძნელია, მაგრამ ცოტა დრო და პრაქტიკასთან ერთად ნამდვილად კარგად გამოგივა.
  • თვალის ქვედა რგოლის შიდა ნაწილზე თეთრი ფანქარი წაისვი. ეს თვალებს უფრო დიდს გამოაჩენს
  • ყავისფერი თვალის ჩრდილით შეგიძლია გამოკვეთო შენი თვალი, ისე რომ ეს ბუნებრიბად ჩანდეს. ამისთვის საჭიროა თვალის ჩრდილი (კარგად!) გადაანწილო თვალის გარეთა 1/3 -ზე და გაყოლებაზე თვალის გარეთაც და ზედა რკალზე, ისე როგორც ეს გოგონას ზედა პირველ  და მეორე ხაზის მარცხენა სურათზე აქვს.

თუ თვალებს ნაზ და ნაკლებად ბრჭყვიალა ფერებს შეუხამებ, აილაინერს არ გამოიყენებ, საბოლოო ჯამში ტუჩებზე აქცენტირებული მაგრამ არა გადატვირთული შედეგი გექნება. კარგი ფერია თეთრი. ქვედა მაკიაჟი “ყინულის დედოფალს” გავს, მაგრამ ახალი წლის, ზამთრის, სიცივის თემატიკას ნამდვილად უხდება.

უფრო დიდი და სქელი ტუჩის ეფექტის მისაღწევად გადაისვი უფერო “გლოსი”. ტუჩები ბევრად უფრო სავსე და “წყლიანი” გამოჩნდება.